მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 29.10.2000
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №470
სარეგისტრაციო კოდი 010220030.05.002.001923
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 02/11/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 49.6pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №470
2000 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადებები მშენებლობაში თავისუფალი (საბაზრო) ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების შესახებ, რისთვისაც:
1. ინვესტიციების ციკლის მონაწილე ორგანიზაციებს შორის თავისუფალი (საბაზრო) ფასებით განპირობებული ურთიერთობის რეგულირებისათვის, მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო ფასების ნორმატიული ბაზის მომზადებისას და მასზე გადასვლის პერიოდში მეწარმეთა შორის წარმოქმნილი პრობლემური საკითხების განსახილ-ველად და დასკვნების მოსამზადებლად შეიქმნას მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით გუგავა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტის ფასწარმოქმნის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი
ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
ლიზა ზაზაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი თვალავაძე – თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე
ბესიკ თულაშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზაურ კაპანაძე – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობის, მშენინდუსტრიის და საშენი მასალების წარმოების დეპარტამენტის თავმჯდომარე
დავით კბილაძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ემზარ კიზირია – სს „საქქალაქმშენპროექტის“ გენერალური დირექტორი
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
ნუგზარ მგელაძე – სს „საქმონოლითმშენის“ გენერალური დირექტორი
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გენადი ნიჟარაძე – სს „თბილმრეწვმშენის“ გენერალური დირექტორი
ჯამლეთ ტომარაძე – სს „საქკომუნმშენპროექტის“ გენერალური დირექტორი
ლონგინოზ ქორქია – სახელმწიფო დეპარტამენტ „საქავტოგზის“ განყოფილების უფროსი
გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
ბადრი ჩიტაია – არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე
როლანდ ძაძამიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების მომზადების და ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი.
2. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შექმნილი მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისიის დებულება
1. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ფასების საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) არის სამინისტროების, უწყებების და სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენელთა სათათბირო ორგანო, რომლის თითოეული წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მშენებლობაში ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვაში და გამოხატოს წარმომგზავნი ორგანიზაციის პოზიცია ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში თავისუფალი (საბაზრო) ფასების მოქმედების შესაბამისად.
2. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით და ამ დებულებით.
3. კომისიის სხდომებზე განხილული და მიღებული წინადადებები მშენებლობის ფასწარმოქმნის საკითხებზე ითვლება შეთანხმებულად კომისიის წევრების წარმომგზავნ ორგანიზაციებთან.
4. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ოპერატიულად განიხილოს და მოამზადოს დასკვნები მშენებლობის ხარჯთაღრიცხვების შედგენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ბ) მშენებლობაში კაპიტალურ დაბანდებათა ეფექტიანად გამოყენების მიზნით რეგულარულად განიხილოს ქვეყნის რეგიონებისა და მშენებლობის დარგების მიხედვით ხარჯთაღრიცხვების შესადგენად ფასთა ცვალებადობის ინდექსების დამუშავებისა და გამოყენების საკითხები;
გ) მოისმინოს სხდომებზე ინფორმაციები ქვეყნის რეგიონების მიხედვით მშენებლობის გაიაფების და ფასების სტაბილიზაციისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მშენებლობის დამკვეთების მიერ კაპიტალური დაბანდებების კონკურსით (ტენდერით) განლაგების სრულყოფისა და მშენებლობის რესურსებით მომარაგებაში საშუამავლო რგოლის გამორიცხვის საკითხებს, როგორც მშენებლობის გაიაფების მნიშვნელოვანი რეზერვების ამოქმედებას;
დ) მშენებლობაში მუშაობის ძირითად საკითხად გადააქციოს რესურსების ხარჯვის უმკაცრესი აღრიცხვიანობა, როგორც დარგში კორუფციული და ჩრდილოვანი ეკონომიკური მოვლენების გამორიცხვის გარანტია;
ე) უზრუნველყოს მუშაობის წარმართვა ისე, რომ თანდათანობით ჩაეყაროს საფუძველი მშენებლობაში ახალი ნორმატიული ბაზის მომზადებას.
5. კომისიას უფლება ეძლევა შეიმუშაოს რეკომენდაციები:
ა) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი სამშენებლო რესურსების საბაზრო ფასების ანალიზისა და დამკვეთი და მენარდე ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერების შედეგად დამუშავებული ფასების ხარჯთაღრიცხვების შესადგენად გამოყენების შესახებ;
ბ) სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ტექნიკური დონის ამაღლების გათვალისწინებით სამშენებლო რესურსების ხარჯვის ნორმების გადასინჯვის შესახებ;
გ) ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გამომუშავების ნორმების სათანადო კორექტირების საფუძველზე ნორმალურ პირობებში მომუშავე მშენებელ მუშათა საშუალო სახარჯთაღრიცხვო ხელფასების ნორმების გადასინჯვის შესახებ;
დ) მშენებლობის ზედნადები ხარჯების, სახარჯთაღრიცხვო მოგებისა და ლიმიტირებული (არაპირდაპირი) ხარჯების ნორმებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
6. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომების მოწვევის სიხშირე დამოკიდებულია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხილვასთან, მაგრამ კვარტალში ერთჯერ მაინც.