უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.06.2001
ძალის დაკარგვა 28.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 480270000.05.002.002092
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 04/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,292 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2001 მიღება
28.09.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №241 2001 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №94 ბრძანებულების შესაბამისად: 1. შეიქმნას უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის თანდართული წესდება. 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) ცენტრს, მისი საქმიანობის სპეციფიკური მიზნების გათვალისწინებით, გადასცეს სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, 4. უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლძე). ე. შევარდნაძე უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის წ ე ს დ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.     მუხლი 2🔗 ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.     მუხლი 3🔗 1. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს სრული სამეურნეო ანგარიშიანობის პრინციპებით. 2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; ბ) შემოწირულობები, გრანტები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები. 3. ცენტრის ყოველწლიურ საფინანსო გეგმას ამტკიცებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 4. ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საჭიროების შემთხვევაში აიღოს სესხი, ან გააფორმოს ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულება. 5. ცენტრს აქვს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები.     მუხლი 4🔗 1. საჭიროების შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს დეპარტამენტთან შეთანხმებით გახსნას წარმომადგენლობები უცხოეთში. 2. ცენტრს აქვს ემბლემა და ბეჭედი თავისი სახელწოდებით. 3. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №80, 380062. თავი II ცენტრის ქონება     მუხლი 5🔗 1. ცენტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ქონება. 2. ცენტრის საკუთრებას შეადგენს აგრეთვე მისი ფუნქციონირების განმავლობაში შეძენილი ან შექმნილი ქონება. თავი III ცენტრის ფუნქციები, ძირითადი მიზანი და ამოცანები     მუხლი 6🔗 ცენტრის ძირითადი მიზანია დაამყაროს ურთიერთხელსაყრელი ტურისტული კავშირები სხვა ქვეყნებსა და საქართველოს შორის, წარმოადგინოს და დაიცვას საქართველოს ტურისტთა, ტურისტულ-საკურორტო ორგანიზაციათა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინტერესები ტურისტულ-საკურორტო საქმიანობის სფეროში, რეკლამა გაუწიოს საქართველოს, როგორც ახალ ტურისტულ ქვეყანას და იზრუნოს საქართველოში უცხოელ ტურისტთა ნაკადის განუწყვეტელი ზრდისათვის.     მუხლი 7🔗 ცენტრის ამოცანებია: ა) უცხოეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ტურიზმის სფეროში უცხოეთისა და საქართველოს ტურისტულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა; გ) უცხოეთში საქართველოსათვის, როგორც ტურისტული ქვეყნისათვის, რეკლამის გაწევა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის ხელშეწყობა; დ) საქართველოს ბუნებრივი და სამკურნალო ფაქტორების უნიკალურობისა და მრავალფეროვნების რეკლამირება და პროპაგანდა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით; ე) დახმარება ტურიზმისა და საკურორტო დარგის პროფესიული კადრების მომზადებაში; ვ) უცხოეთის ქვეყნების საქართველოთი დაინტერესების ხელშეწყობა; ზ) დახმარება უცხოეთში ორგანიზაციულ საინვესტიციო ფორუმებში დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობის ორგანიზებასა და საინვესტიციო მასალების გავრცელებაში; თ) საქართველოსათვის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ტურიზმის საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებულ საკითხებში; ი) უცხოეთის ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევა და საქართველოში სამოგზაურო მოტივაციების დადგენა; კ) უცხოეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პერიოდული პრეზენტაცია; ლ) უცხოეთის მასმედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება საქართველოს ტურიზმის შესახებ; მ) უცხოელი ტურისტების მომსახურების თავისებურებათა შესწავლა საქართველოს ტურისტული ფირმებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით; ნ) ტურიზმის სპეციალური სახეობებისადმი უცხოეთის მოსახლეობის ინტერესების შესწავლა; ო) უცხოეთის მოსახლეობის ავადმყოფობის მაჩვენებლებიდან გამომდინარე იმ ნოზოლოგიებისა და კონტინგენტის რაოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრა, რომელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია ეფექტიანი და მიზანშეწონილი იქნება საქართველოს კურორტებზე.     მუხლი 8🔗 ცენტრი, მის წინაშე დასახული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე: ა) ეხმარება კერძო სექტორს სათანადო პარტნიორების შერჩევასა და სამომავლო კონტაქტების დამყარებაში, ეწევა მუშაობას უცხოეთში საქართველოს ტურისტულ-საკურორტო პოლიტიკის განხორციელების ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად; ბ) შეისწავლის სხვა ქვეყნებში საგარეო ტურისტულ-საკურორტო ურთიერთობათა განვითარების მიმართულებებს, პერსპექტივებს, სამართლებრივ საფუძვლებს და დარგობრივ ეკონომიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; გ) დეპარტამენტს წარუდგენს ინფორმაციას უცხოეთის ტურისტული ბაზრის მდგომარეობის, მოთხოვნებისა და მიწოდების შესახებ; დ) დეპარტამენტის სპეციალური წერილობითი უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ-საკურორტო ხელშეკრულებათა მომზადებასა და რეალიზაციაში; ე) ორგანიზებას უწევს უცხოეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტის წარმოჩენას, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოფენა-გაყიდვას, ტურისტულ ბაზრობებში საქართველოს მეწარმე სუბიექტების მონაწილეობას, მსგავსი ღონისძიებების საქართველოში მოწყობასა და მათში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული, უცხოელი მეწარმე სუბიექტების მოზიდვას; ვ) უცხოეთში შექმნილი წარმომადგენლობების მეშვეობით, დეპარტამენტის მინდობილობების საფუძველზე და ფარგლებში წარმოადგენს და იცავს საქართველოს ტურისტულ ურთიერთობებში მონაწილე მეწარმე სუბიექტების ინტერესებს, უცხო ქვეყნების სახელმწიფო (მათ შორის სასამართლო) ორგანოებში; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV ცენტრის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 9🔗 ცენტრი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ამ წესდებით გათვალისწინებული ყველა ფუნქცია; ბ) დეპარტამენტის მიერ მინიჭებული სპეციალური წერილობითი უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში გამართოს მოლაპა-რაკება უცხოურ ორგანიზაციებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პირობების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ხელი მოაწეროს ამგვარ ხელშეკრულებებს; გ) გამართოს სიმპოზიუმები, სემინარები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებანი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტურისტულ-საკურორტო წარმომადგენლობებთან.     მუხლი 10🔗 ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია თავისი შესაძლებლობის სრულად გამოყენებით, სასწრაფოდ გააფრთხილოს ტურისტულ-საკურორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის მომხმარებელიც. თავი V ცენტრის მართვა     მუხლი 11🔗 1. ცენტრს მართავს დირექტორი. 2. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. ცენტრის თანამშრომლებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. 4. ცენტრის საშტატო განრიგს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.     მუხლი 12🔗 1. დირექტორი თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს წესდებით, დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ცენტრის პროგრამით და ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) თანამდებობაზე ნიშნავს (დებს შრომით კონტრაქტს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ბ) დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს (წარმომადგენელს); გ) ხელს აწერს ცენტრის ფინანსურ დოკუმენტებს; დ) შეიმუშავებს სამოქმედო პროგრამას ცენტრის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტს; ე) დეპარტამენტთან და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დებს გარიგებებს, რომლებიც შეეხება მისთვის გადაცემული ქონების ვალდებულებით დატვირთვას; ვ) ადგენს ცენტრის წლიური საფინანსო გეგმის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს (განკარგულებებს), რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ცენტრის თანამშრომლებისათვის. 2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორის მოადგილე. თავი VI სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 13🔗 ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტი. თავი VII რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 14🔗 ცენტრის რეორგანიზაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ან ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.