⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2000
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №473
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.001924
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 02/11/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,032 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2000 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.5pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №473 2000 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონის შესაბამისად საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით: 1. სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 48 საშტატო ერთეულით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტისათვის დამტკიცებული საერთო რიცხოვნობის ფარგლებში; მასვე გადაეცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება და ძირითადი საშუალებები. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გამყოფი უწყისის საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების პროექტის მომზადება და წარდგენა; ამასთან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შენახვის ხარჯები განისაზღვროს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტისათვის და კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისათვის 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების 80 პროცენტით, ხოლო დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები და კვების ხარჯები გამოიყოს პროგრამული დაფინანსებიდან, როგორც დაცული მუხლი. 3. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და მუშაკთა მატერიალური სტიმულირების მიზნით ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები ჩაირიცხოს დეპარტამენტის ბიუჯეტგარეშე შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე. 4. დამტკიცდეს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებას, რომლის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ფონური მონიტორინგის სფეროში. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფოს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებითა და ამ დებულებით. 3. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის. 4. დეპარტამენტის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მას შეიძლება ჰქონდეს სპეციალური (ბიუჯეტგარეშე) სახსრები, მათ შორის, ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში და სპეცანგარიში ხაზინაში. 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის დასახელებით. დეპარტამენტის შემოკლებული სახელწოდებაა „საქსახჰიდრომეტი“. 6. დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპ. №150. თავი II დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები 8. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ფონური მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება. 9. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონური დაბინძურების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ფორმირება და მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა, საუწყებო და არასახელმწიფო ჰიდრომეტეოროლოგიურ ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინაცია; ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული ქვესისტემების ჩამოყალიბება და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეკონომიკის დარგების, საქართველოს სამხედრო ძალების, მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების უზრუნველყოფა; ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტობრივი და პროგნოსტიკული ინფორმაციით, გარემოს ფონური დაბინძურების მდგომარეობის ინფორმაციით, მათ შორის, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ფონური ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ; დ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნათა შესრულება ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში; ე) ჰიდრომეტეოროლოგიურ და სხვა გეოფიზიკურ პროცესებზე (მიწისძვრების გარდა) აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა შესრულება; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვებისა და ინფორმაციული პროდუქციის მომზადების მეთოდების ერთიანობისა და თავსებადობის უზრუნველყოფა; ზ) ჰიდრომეტეოროლოგიურ სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირება, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს ფონური დაბინძურების ამსახველ მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნა და წარმართვა; თ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და დადგენილი წესით სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონური დაბინძურების დარგში სხვადასხვა კონვენციებით, შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ამ დარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ლ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონური დაბინძურების სფეროში საქმიანობის ნორმატიული აქტებისა და მეთოდიკების მომზადება. თავი III დეპარტამენტის ფუნქციები 10. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს ფონური (ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების, ნიადაგის), მავნე ქიმიური, მათ შორის, რადიოაქტიური და ბიოლოგიური დაბინძურების მახასიათებლების კონტაქტური და დისტანციური მეთოდებით რეგულარული ან ექსპედიციური მონიტორინგის წარმოება; ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების, ინფორმაციის გადაცემის, მიღების, დამუშავებისა და გავრცელებისათვის საჭირო კავშირგაბმულობისა და გამოთვლითი ტექნიკური საშუალებების გამოყენების ორგანიზება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უშიშროების განმტკიცებაში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოს საავტომობილო გზების ზვავსაშიშ ზონებში ზვავების ხელოვნურად ჩამოშვებისა და სხვა არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა წარმოება; ე) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან მიყენებული ზარალის შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიური, მათ შორის, ავიამეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, თოვლსაზვავე და სხვა სახის სპეციალიზებული, აგრეთვე გარემოს ფონური დაბინძურების პროგნოზების შედგენა და ფაქტობრივი და პროგნოსტიკული ინფორმაციის შემცველი ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება და მომხმარებლისათვის მიწოდება; ზ) წყლის სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, კლიმატური, აგროკლიმატური და გარემოს ფონური დაბინძურების ამსახველი რეჟიმული საცნობარო მასალების მომზადება და გამოცემა; ი) სტიქიურ უბედურებათა საშიშროების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში, სტიქიური უბედურებისაგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასებაში და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; კ) კლიმატის გლობალური ცვლილებების, ოზონის შრის გაიშვიათებისა და გაუდაბნოების ფიზიკური პროცესების შესწავლა და პროგნოზირება; ამ პროცესებისადმი სხვადასხვა დარგისა და ეკოსისტემების მოწყვლადობის შეფასების, შესაბამისი ადაპტაციური ხასიათის ღონისძიებების შემუშავებისა და კლიმატურ სისტემაზე ნეგატიური ზემოქმედების შენელების სპეციალური სტრატეგიის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია; ლ) ქვეყნის მდგრადი განვითარების მისაღწევად კლიმატური და წყლის რესურსების შეფასება და ამ რესურსების გამოყენების სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. თავი IV დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 11. დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში; ბ) გამოსცეს ნორმატიული ხასიათის აქტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) შექმნას კომისიები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობით; დ) დადგენილი წესით მისდამი დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით გაუწიოს ფასიანი მომსახურება ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს ფონური დაბინძურების ამსახველი ინფორმაციებით, აგრეთვე ამ სფეროში სხვა სახის სამუშაოებით დაინტერესებულ ფიზიკურ, არასახელმწიფო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში შემავალ იურიდიულ პირებს, რომლებიც თვითონ ეწევიან კომერციულ საქმიანობას და ამ საქმიანობაში საჭიროებენ შესაბამის ინფორმაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვა სახის მომსახურებას; ე) დაამტკიცოს სახელმწიფო დაკვეთებითა და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სამუშაოთა პროექტები და ხარჯთანუსხების დოკუმენტაცია; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს საქართველოს ინტერესები მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფში, დსთ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში, მონათესავე პროფილის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებში; გამოვიდეს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ინიციატივით; ზ) აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად; თ) მიიღოს გადაწყვეტილება თავის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შექმნის ან არსებულის რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) დადგენილი წესით გააუქმოს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული ბრძანებები და ინსტრუქციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას. თავი V დეპარტამენტის ქონება 12. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე. თავი VI დეპარტამენტის მართვა 13. დეპარტამენტს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 14. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე (მათ შორის – ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. თავმჯდომარის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 15. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას; დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) ამტკიცებს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული დაწესებულებების დებულებებს, საშტატო ნუსხასა და ხარჯთანუსხას (აფხაზეთისა და აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების დებულებებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან შეთანხმებით); გ) ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს თანამდებობიდან: ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ტერიტორიული ორგანოების (აფხაზეთისა და აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან შეთანხმებით) ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, იმ წარმოებათა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, რომელთა მართვის უფლება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადმოცემული აქვს დეპარტამენტისათვის; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობის შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; ე) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის. 16. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებს მიმართავენ თავმჯდომარის მეშვეობით. 17. დეპარტამენტში იქმნება სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს თავმჯდომარე შესაბამისი ბრძანებით. 18. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ბ) მონაწილეობენ დეპარტამენტის მართვაში. თავი VII დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა 19. ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სამუშაოთა და მომსახურების ფასებს (ტარიფებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს დეპარტამენტი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით. 20. სახელმწიფო დაკვეთებით და პროგრამებით გათვალისწინებული ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სამუშაოთა პროექტებსა და ხარჯთანუსხის დოკუმენტაციას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 21. დეპარტამენტის ფინანსური რესურსების შექმნის წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. თავი VIII დეპარტამენტის სტრუქტურა 22. აპარატი: ა) ხელმძღვანელობა; ბ) თავმჯდომარის სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანაა თავმჯდომარის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა; გ) უცხოეთთან ურთიერთობისა და პოლიტიკის მთავარი სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიის, გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვებასა და სხვა მომიჯნავე სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება და პოლიტიკის ფორმირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ეროვნული მეურნეობის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს ფონური დაბინძურების მონაცემებით უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ქსელის მთავარი სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული ქვესისტემების ჩამოყალიბება და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) დაკვირვებისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების ექსპლუატაციისა და განვითარების ტექნიკური მთავარი სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების, ინფორმაციის გადაცემის, მიღების, დამუშავებისა და გავრცელებისათვის საჭირო კავშირგაბმულობისა და გამოთვლითი ტექნიკური საშუალებების გამოყენების ორგანიზება; ვ) კადრების, საქმეთა მმართველობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია, დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და არქივის მუშაობის ორგანიზება და დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა საზოგადოების უზრუნველყოფა ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტობრივი და პროგნოსტიკური და გარემოს ფონური დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით; თ) ცენტრალური ბუღალტერია, რომლის ძირითადი ამოცანაა საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა და სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაქვემდებარებული და ტერიტორიული ორგანიზაციების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი; ი) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება და მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი; კ) ხელშეკრულებების მომზადებისა და კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელშეკრულებების მომზადება და მათი შესრულების კონტროლის გაწევა. 23. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებები: ა) ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია; ბ) ოპერატიული პროგნოზების სამსახური; გ) კლიმატის კვლევის ცენტრი; დ) გარემოს ფონური დაბინძურების მონიტორინგის ცენტრი; ე) რადიაციული ფონური დაბინძურების მონიტორინგის ცენტრი; ვ) ტელეკომუნიკაციისა და სატელიტურ მონაცემთა ცენტრი; ზ) სამეურნეო და საზომ საშუალებათა ექსპლუატაციის სამსახური. 24. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი; გ) ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური; დ) კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური და რადიოლოკაციური დაკვირვების სამსახური; ე) კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური; ვ) სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური. 25. დეპარტამენტისათვის მართვის უფლებით გადმოცემული ორგანიზაციები: ა) შპს „თბილისის ავიამეტეოროლოგიური ცენტრი“; ბ) შპს „მონიტორინგი“. თავი IX დეპარტამენტის ლიკვიდაცია 26. დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.