„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07.23.250
სარეგისტრაციო კოდი
010260050.37.101.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110329013, 01/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №07.23.250

2011 წლი ს 28 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის                16თებერვლის №03 .30 .99 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16თებერვლის №03 .30 .99 დადგენილება ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61, 62, 63 და 64 პუნქტები:

„61. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 30 კვმ.-მდე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოშლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე.

62. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან, ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, თანხმობის გაცემასთან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და „მ შენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი ს №57 დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

63. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გაიცემა „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლი ს №03.31.100 დადგენილებ ით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

64. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირზე გასხვისების, იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე, ასევე 63 პუნქტისაგან განსხვავებული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საკითხს , თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს მესაკუთრის თანხმობას, წყვეტს სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გაიცემა „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლი ს №03.31.100 დადგენილებ ით განსაზღვრული წესის შესაბამისად.”.

2. დადგენილების დანართის „საიჯარო პირობების” მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და , მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში.”.

3 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი               გ. უგულავა