საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2001
ძალის დაკარგვა 04.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №248
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.002097
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 22/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,456 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2001 მიღება
04.10.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №248 2001 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თანდართული დებულება. 2. ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობა განი­საზღვროს 151 (ას ორმოცდათერთმეტი) კაცის რაოდენობით (მათ შორის: ცენტრალურ აპარატში – 110 (ას ათი) კაცი,  ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიურ სამსახურებსა და სხვა ტერიტორიულ სამმართველოებში – 41 (ორმოცდაერთი) კაცი). 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონო­პოლიური სამსახურის  დებულების დამტკიცებისა და მისი მუშაობის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 მარტის №137 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწვე­ლო­ბი­სა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო  საქ­ვეუწყე­ბო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მაკონ­ტროლებელ-მა­რეგულირებელ ორგანოს ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფ­ლებე­­ბის დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების სფეროში. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ანტიმონოპოლიური პოლი­ტი­კის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვი­თარები­სათ­ვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა, მონო­პოლიური საქ­მი­ანო­ბის აღკვეთა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და სარეკლამო საქმიანობის რეგული­რება. 4. სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ნორმატიული ხასიათის ბრძანებები, მიღებული გადაწყვეტილებები, მიწერილობები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული ორგა­ნოებისათვის და ეკონომიკური აგენტებისათვის. 5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრუ­ლებისათვის. 6. სამსახურს აქვს საკუთარი ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო საბიუჯეტო და სპეცანგარიშები ბანკში. 7. სამსახური არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. მისი საქმიანობის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი, სპეციალური სახსრები (ბიუჯეტგარეშე) და გრანტები. II. სამსახურის ამოცანები 8. სამსახურის ამოცანებია: ა) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკუ­რენ­ციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათი დაცვის კონტროლის განხორციელება; ბ) მონოპოლიური საქმიანობისა და მონოპოლიური მდგომა­რეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთა; გ) ბუნებრივ მონოპოლიათა საქმიანობის რეგულირება; დ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით წინადადებების შემუშავება და წინასწარი ღონისძიებების განხორციელება; ე) მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ზ) სარეკლამო საქმიანობის რეგულირება; თ) კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების შემუშავება  მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვი­თარების, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის სფეროებში; ი) საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება ანტი­მონოპოლიურ, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. III. სამსახურის ფუნქციები 9. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს ანტიმონომოპოლიური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული ანტიმონო­პოლიური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ბ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი; გ) შესაბამის „კონკრეტულ“ სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზარზე მოქმედების წილის ზღვრული რაოდენობის დადგენა და შესაბამისად მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების განსაზღვრა; დ) მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილეული საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას სავალდებულო ანტიმონოპოლიური ექსპერ­ტიზის მოწყობა, დასკვნის მომზადება და გაცემა: ე) კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა; ვ) წარმოების, მიმოქცევისა და საფინანსო სფეროების დემონო­პოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავება; ზ) ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; თ) საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგულირება; ი) ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოება, ამ რეესტრში შესული სამინისტროების, უწყებების (საწარმოების) საქმი­ანობის (ძირითადი პროდუქცია, მომსახურება, სამუშაო) ფასების კონტროლი და რეგულირება; კ) მომხმარებელთა მომსახურების წესების შემუშავება დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მათი დაცვის მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობის კოორდინაცია; ლ) რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და სარეკლამო საქმიანობის რეგულირება; მ) ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევებში სასამართლოებში (მათ შორის საერთაშორისო) საქმეთა განხილვაში მონაწილეობა; ნ) ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და მომხმა­რებელთა უფლებების დაცვის ძირითადი მიმართულებების განხორ­ციელებისათვის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა; ო) სამსახურის სისტემაში შემავალი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური სამმართველოების ტიპური დებულების პროექტის შემუშავება და სტრუქტურის განსაზღვრა; პ) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარ­გარეთის ქვეყნების ანტიმონოპოლიურ სამსახურებთან და მომხმა­რებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან; ჟ) თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების საკანონ­მდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის, მომხმარე­ბელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის ორგანი­ზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით; რ)  ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა საზოგადო­ებისათვის გაცნობის მიზნით ინფორმაციის მასობრივი საშუალებების გამოყენება. ამ საკითხებზე წიგნების, ბროშურების, სარეკლამო გადაცემათა მომზადება და მიწოდება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საქმიანი თანამშრომლობის მეშვეობით სამსახურის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა; ს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციების მოწყობა, კადრების შერჩევა და განაწი­ლება, თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლე­ბისათვის ღონისძიებების განხორციელება; ტ) მომხმარებელთა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამ­შრომ­ლობა, შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის საჭირო დახმარების გაწევა. IV. სამსახურის უფლებამოსილებანი 10. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია: ა) დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოს წინაშე იმ ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ, რომელიც დაარღვევს ანტიმონოპოლიურ, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას; ბ)  მოსთხოვოს ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ ორგანოს მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან  თანამდებობის პირის წინაშე; გ) მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევით დადებული ხელშეკრულების და მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის შეუსრუ­ლებლობის შემთხვევაში კი სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში; დ) ეკონომიკური აგენტის მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ეკონომიკური აგენტისაგან მოითხოვოს ცნობები მისი სამართლებრივი, ორგა­ნიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონო­მიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეამოწმოს და ამოიღოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ამოღებული დოკუმენტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს და გამოიყენება მხოლოდ საქმის განხილვისას; ვ) დააყენოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი; ზ) განსაზღვროს სამეურნეო საქმიანობის კონკრეტულ სფეროში ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე სასაქონლო-საფინანსო ბაზარზე ეკონომიკური აგენტების დასაშვები წილის ზღვრული რაოდენობა, რომელიც ძალაში შედის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ; თ) მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე მისი იძულებითი დაყოფის (დაწვრილერთეულების) შესახებ, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა ან განახორციელოს ანტიმონოპოლიური ზემოქმედების სხვა ღონისძიებები (ფიქსირებული ფასების, რენტაბელობის ზღვრული ნორმის დაწესება და სხვ.); ი) მოსთხოვოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობით ორგანოებს, მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებსა და ორგანიზაციებს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ისეთი მოქმედების აღკვეთა, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო ან სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მონოპოლიას წიაღით სარგებლობის სფეროში გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია სახელმწიფო მონოპოლია გარკვეული ტიპის წიაღისეულის ან ცალკეული საბაჟოს დამუშავებისათვის. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას საკითხი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე თანამდებობის პირთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ; კ) განახორციელოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლი და ამ სფეროში მოქმედი მაკონტროლებელი ორგანოების კოორდი­ნაცია; ლ) გაუგზავნოს მიწერილობები დამამზადებლებს (შემსრუ­ლებლებს, გამყიდველებს) მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ; მ) მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევებში დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიმართ წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დადგენილი წესით; ნ) განიხილოს მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთი­ანებების წინადადებანი საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწე­სებულებებში მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მისი ქონებისა და გარემოსათვის საზიანო პროდუქციის ხარისხის  ამაღლების, წარმოებიდან მოხსნისა და საქონელბრუნვიდან ამოღების შესახებ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ო) განიხილოს ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განცხადებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; პ) არეგულიროს სარეკლამო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელოს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი; ჟ) განახორციელოს გამაფრთხილებელი ღონისძიებები და აღკვეთოს არასათანადო რეკლამის ფაქტები. გაუგზავნოს რეკლამის გამცემთ, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს მიწერილობები რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის შესახებ და გადაწყვეტილებები კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე; რ) მიმართოს პროკურატურას და უწყებრივი ქვემდებარეობის შესაბამისად სხვა სამართალდაცვის ორგანოებს რეკლამის სფეროში დანაშაულის შემადგენლობის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე; ს) შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, მათ შორის, რეკლამის მომხმარებელთა განუსაზღვრელი წრის სასარგებლოდ, რეკლამის გამცემთა, მწარმოებელთა და გამავრცელებელთა მიერ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავში­რებით და არასათანადო რეკლამასთან დაკავშირებულ ხელ­შეკრულებათა ბათილად ცნობის შესახებ; ტ) დადოს ხელშეკრულებები რეკლამის გამცემთან, მწარმო­ებელთან და გამავრცელებელთან, ამ უკანასკნელთა მიერ სარეკლამო პრაქტიკაში მიღებული წესების შესრულებისა და დაცვის უზრუნ­ველსაყოფად; უ) შეუფერხებლად მიიღოს რეკლამის გამცემთაგან, მწარ­მოებელთა და გამავრცელებელთაგან ყველა საჭირო დოკუმენტი რეკლამის სფეროში სამსახურისათვის დაკისრებული მაკონტრო­ლებელი ფუნქციის განსახორციელებლად; ფ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სოციალური რეკლამის რეგულირება და კონტროლი; ქ)  ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და რეკლამის სფეროში დარღვევებისათვის დადგენილი წესით დაკისრებული, არაკეთილ­სინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხების 30 პროცენტი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ამ უფლებების დარღვევისათვის ჯარიმების სახით ამოღებული თანხის 10 პროცენტი მოახმაროს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, სამსახურის მუშაკთა მატერიალურ წახალისებასა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის სხვა ღონისძიებებს; ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ოფიციალური განმარტებანი საქართველოს ანტიმონოპოლიური, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონ­მდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით; ყ) კონსულტაციების მიღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, მათ შორის უცხოეთიდან და აანაზღაუროს მათი მუშაობა ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე; შ) მოამზადოს და უზრუნველყოს თათბირების, სემინარების, კონფერენციების გამართვა თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ  საკითხებზე; ჩ) დადგენილი წესით აღძრას შუამდგომლობა საზღვარგარეთ სპეციალისტების მივლინების შესახებ სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების მიღების მიზნით; ც) აუცილებლობის შემთხვევაში წარუდგინოს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს განსახილველად სავალდებულო წინადადებები: ც​ა) დეფიციტური საქონლის წარმოების დაფინანსების შესახებ ცალკეული ეკონომიკური აგენტების მონოპოლიური მდგომარეობის დაძლევის მიზნით; ც​ბ) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, მათ შორის, ერთობლივი წარმოებების შექმნის შესახებ; ც​გ) ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ლიცენზირების წესის შეცვლისა და საბაჟო ტარიფების სრულყოფის შესახებ; ც​დ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტების ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების აკრძალვის, შეჩერების ან აუცილებელი ლიცენზირების შესახებ; ც​ე) აკრძალული ან ლიცენზირებადი საქმიანობის ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ; ძ) ადმინისტრაციულ ორგანოებს და ეკონომიკურ აგენტებს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. მოთხოვნის შეუსრუ­ლებლობის შემთხვევაში დააყენოს ამ ორგანოების თანამდებობის პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი;  წ) გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს თუ ეკონომიკური აგენტის თანამდებობის პირს მოსთხოვოს ინფორმაცია აღძრულ საქმესთან დაკავშირებით და ამისათვის წინასწარ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება დაშვებული დარღვევისა და საკითხის მოსმენის თარიღის შესახებ; ჭ) თუ სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ან ეკონომიკური აგენტი დადგენილ ვადაში არ მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას სამსახურს, აღძრულ საკითხთან (საქმესთან) დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე; ხ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; ჯ) სამსახური და მისი უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან დაიცვან სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება. კომერ­ციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისას მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისათვის სამსახურის თანამდებობის პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. V. სამსახურის ხელმძღვანელობა 11. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 12. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს სამსახურის უფროსი. 13. სამსახურის უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; გ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური სამმართვე­ლოების მეშვეობით წყვეტს სამსახურის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის ცენ­ტრალური აპარატის სამმართველოებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სპეციალისტებს სხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტი­მონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური სამმართველოების უფროსებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვ) თავისი ბრძანებით წყვეტს სხვა ნომენკლატურულ თანამდე­ბობებზე სპეციალისტთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს; ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს; თ) ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის ქვე­დანაყოფების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამმართველოების დებულებებს; ი) განკარგავს სამსახურის ცენტრალიზებულ ფონდებსა და სპეცსახსრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 14. სამსახურის უფროსს აკისრია პერსონალური პასუხის­მგებლობა სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სრულყოფილად განხორციელებისათვის. იგი განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფების,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტი­მონოპოლიური სამსახურების,  სხვა ტერიტორიული სამსახურების ხელმძღვანელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას. 15. ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით ანტიმონოპოლიურ სამსახურთან 5 წლის ვადით იქმნება ანტიმონო­პოლიური საბჭო თავმჯდომარისა და 10 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელთაგან სამი მომხმარებელთა, მეწარმეთა და სამეცნიერო ორგანიზაცია-დაწესებულებათა წარმომადგენელია. 16. ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი იმავდროულად არის ანტიმონოპოლიური საბჭოს თავმჯდომარე. 17. ანტიმონოპოლიური საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქარ­თველოს პრეზიდენტი. 18. სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოა სამსახურის უფროსის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭო (შემდგომში – სათათ­ბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან სამსახურის უფროსი – სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსის მოადგილეები, სამსახურის უფროსის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 19. სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე იხილავს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ნორმა­ტიული აქტების პროექტებს, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი ანგარიშის, სამსახურის ცენტრალური აპარატის სამმართველოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამმართველოების დებულებათა პროექტებს, ბრძანებების, წესებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს ცენტრალური აპარატის სამმართველოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ანტი­მონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ანტიმონოპოლიური სამმართველოების უფროსების ანგარიშებს, დავალებათა შესრულების, შემოწმების, კადრების შერჩევისა და სხვა საკითხებს; სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურის უფროსსა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში სამსახურის უფროსი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. 20. სამსახურის უფროსის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებანი სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სამსახურის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს ცვლის მისი ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. VI. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა 21. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთე­ულებია: ა) კონკურენციის დაცვისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების სამმართველო; ბ) მომხმარებელთა უფლებების სამმართველო; გ) სამართლებრივი ურთიერთობების სამმართველო; დ) სარეკლამო საქმიანობის ზედამხედველობის სამმართველო; ე) უცხოეთთან ურთიერთობის სამმართველო; ვ) სამსახურის უფროსის აპარატი. VII. სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები 22. სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური; გ) საქართველოს სახელმწიფო  ანტიმონოპოლიური სამსახურის აღმოსავლეთი სამმართველო; დ) საქართველოს სახელმწიფო  ანტიმონოპოლიური სამსახურის დასავლეთი სამმართველო; ე) საქართველოს სახელმწიფო  ანტიმონოპოლიური სამსახურის ცენტრალური  სამმართველო; VIII. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 23. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.