„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№282
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 11/06/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №282

2002 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმო­ნოპოლიური სამსახურის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის №248 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მათ შორის: ცენტრალურ აპარატში 110 (ას ათი) კაცი, ავტონომიური რესპუბლიკების ანტიმონოპოლიურ სამსახურებსა და სხვა ტერიტორიულ სამმართველოებში – 41 (ორმოცდაერთი) კაცი“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ბ.ა.) მე-9 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში, მე-13 პუნქტის „გ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში და მე-19 პუნქტში სიტყვები „ანტიმონოპოლიური სამმართველოები“ შეიცვალოს სიტყვებით „ანტიმონოპოლიური სამ­სახურის ბიუროები“;

ბ.ბ.) 21-ე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგიონალური მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო“.

ბ.გ.) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური სამსახური;

გ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიურო;

დ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის კახეთის ბიურო;

ე) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიურო;

ვ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ქვემო ქართლის ბიურო;

ზ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის შიდა ქართლის ბიურო;

თ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო;

ი) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის იმერეთის ბიურო;

კ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის გურიის ბიურო;

ლ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ბიურო;

მ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ბიურო“.

2. ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლი­ლებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარ­გლებში.

3. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა ერთ თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვა­ლისწინებული ცვლილებების შესაბამისად სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

ე. შევარდნაძე