⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.09.2006)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე

მიღების თარიღი 09.07.2004
ძალის დაკარგვა 29.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.002011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 14/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2004 მიღება
29.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 62.35pt 65.2pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №267 2004 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: 1. 2004 წლის 15 სექტემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულება – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს: ა) სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოსამსახურეთა მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლითა და შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება; გ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსათვის გადაცემა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულება – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დაფინანსებისა და საშტატო რიცხოვნობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსათვის გადაცემა. 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულება „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინ-ფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული №10, გვ. 78). 6. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების ამოქმედებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისთანავე. მ. სააკაშვილი