⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.04.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.001537
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19(26), 23/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,015 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.1999 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 56.7pt 48.2pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №157 1999 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელ­მწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომე­ლიც ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სისტემის მართვას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს თავის საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 3. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელ­მწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთანუსხა და იმყოფება ფინანსთა სამინის­ტროს შესაბამისი ხაზინის მომსახურებაზე. 4. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მისი ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 380019 რ. აგლაძის ქ. №32. II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა: 5. დეპარტამენტის საქმიანობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შავება და რეალიზაცია. 6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობა სახელ­მწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მდგომარეობისა და შემდგომი განვითარებისათვის. დეპარტამენტის მთავარი ამოცანებია: 7. სახელმწიფო რეზერვში მასალებისა და საქონლის დაგროვების სახელმწიფო დავალებათა შესრულება. 8. დამტკიცებული გეგმის მიხედვით ახალი სამრეწველო-სასურ­სათო ბაზების მშენებლობაში არსებული ძირითადი ფონდების სათა­ნადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების შესრულების კონტროლი. 9. სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების სახელმწიფო დავალების შენახვის წესების დაცვისა და ამ ფასეულობათა დამტკიცებულ ნომენკლატურასთან მთლიანი შესაბა­მისობის კონტროლი. 10. ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეც­ნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე გამოცდილების მიღწევის დანერგვა. 11. ძირითადი ფონდების, კაპიტალურ დაბანდებათა, შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი. 12. სისტემის მუშაკთა სოციალური მდგომარეობის ანალიზი, წინადადებების შემუშავება და ღონისძიებები მათი სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად. 13. საგანგებო პირობებში საქართველოს ეკონომიკის ფუნ­ქციონირების მზადყოფნის ღონისძიებების დამუშავებაში მონა­წილეობის მიღება. 14. ქვეყნის სამინისტროებთან და უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. 15. ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა და ამის საფუძველზე სახელ­მწიფო რეზერვში დასაგროვებელი და რეზერვიდან გასაშვები მასალებისა და საქონლის ფასების არსებული კანონმდებლობის საფუძ­ველზე განსაზღვრა. III. დეპარტამენტის ფუნქციები 16. დეპარტამენტის მართვის სფეროს ხელმძღვანელობა და დარგის ორგანიზაციების უშუალო მართვა, მატერიალურად საპასუხის­მგებლო შემნახველი პუნქტების კონტროლის განხორციელება. 17. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო რეზერვში შესანახი მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურის შემუშავება, მათი დაგროვების რაოდენობის მეცნიერულად დასაბუ­თებული ოპტიმალური ნორმების დადგენა და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. 18. საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგრო­ვების, გაჯავშნის, განახლებისა და შეცვლის პერსპექტიული და წლიური სახელმწიფო დავალებათა პროექტების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა. 19. საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით ბაზების დისლოკაციის, სახელმწიფო რეზერვების მასა­ლებისა და საქონლის ტერიტორიული განლაგების სახელმწიფო, მათ შორის სამხედრო ძალებისათვის, დავალებების შემუშავება და დამტკიცება. 20. დაქვემდებარებულ ბაზებში, სამინისტროების, დეპარ­ტამენტებისა და უწყებების საპასუხისმგებლო შენახვის პუნქტებში სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, გაცემის, დაბრუნების, განახლების, შეცვლის ტერიტორიული განლა­გების უზრუნველყოფა. 21. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტებისა და უწყებების შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვებიდან მატერი­ალურ ფასეულობათა სესხების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის. 22. დადგენილი წესით სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერ­ვებში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების ხარჯების დაფინანსებისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად. 23. დაქვემდებარებულ ორგანიზაციებსა და საწარმოებში პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია, დადგენილი წესით სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშების და აღრიცხვიანობის პროგრესული მეთოდების დანერგვის უზრუნველყოფა. 24. დადგენილი წესით სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ორგანიზაცია, მატერიალურ ფასეულობათა ნაშთებისა და მათი მოძრაობის ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვის უზრუნველყოფა. 25. დაქვემდებარებული ორგანიზაციების, საწარმოების საექსპლუატაციო და სამეურნეო-ფინანსური საქმიანობის ხელმ­ძღვანელობა, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ხარჯების შესამცირებლად შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. 26. დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სახელმწიფო ქონების, საერთო და სახანძრო დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების გან­ხორციელება. 27. სამობილიზაციო გეგმებისა და საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა შემუშავება დეპარტამენტის ცენტრალურ აპარტსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში. 28. საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების შესწავლისა და მიღწეული დონის, სამამულო და საზღვარგარეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიღწევის საფუძველზე მასალებისა და საქონლის ხანგრძლივი შენახვის პრობლემებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განხორციელება, მატერიალური ფასეულობების ხანგრძლივად შენახვის გამოცდილების განზოგადება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის რაციონალური რეჟიმის დანერგვა და მათი ტექნოლოგიის სრულყოფა. IV. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტს უფლება აქვს: 29. განახორციელოს საკონტროლო შემოწმება სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების აღრიცხვის, მოძრაობის, ნაშთებისა და მათი ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების საკითხებთან დაკავშირებულ ყველა საწყობსა და ბაზაში, საწარმოსა და ორგანიზაციაში, სამინისტროსა და უწყებაში, მისცეს მათ სავალდებულო მითითებანი ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით. 30. შეიმუშაოს და დაამტკიცოს ინსტრუქციები სახელმწიფო რეზერვის მასალებისა და საქონლის მიღების (ჩაწყობის), შენახვის, დამუშავების, განახლების, შეცვლის, გაცემის პირობებისა და წესის და ამ მასალებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესახებ, რომელიც სავალდებულოა აღნიშნული საქონლისა და მასალების მიწოდე­ბისათვის, პასუხისმგებელი შემნახველებისა და მიმღებებისათვის (მომხმარებლებისათვის), სამინისტროებისა და უწყებებისათვის. 31. მისცეს სახელმწიფო და სამობილიზაციო დავალებათა მქონე მატერიალურად პასუხისმგებელ პუნქტებს, საწარმოებს, დაწესებუ­ლებებსა და ორგანიზაციებს მითითებანი სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების დებულებით და ინსტრუქციებით დაწესებული მასალებისა და საქონლის რეზერვში მიწოდების წესისა და პირობების დაცვის შესახებ. 32. განახორციელოს სახელმწიფო რეზერვში შენახული მასა­ლებისა და საქონლის სერტიფიკაცია არსებული წესის მიხედვით. 33. რეგულარულად მიიღოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის საქმიანობისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვების ნომენკლატურის, მასალებისა და საქონლის დაგროვების სახელმწიფო დავალებებისა და მეცნიერულად დასაბუთებული ოპტიმალური ნორმების შემუშავებისათვის. 34. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ინსტრუქციები, სახელ­მწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მასალების, საქონლისა და სტრატეგიული ნედლეულის ანგარიშსწორების წესის შესახებ. 35. მოითხოვოს შემნახველებიდან ანგარიშები დადგენილი წესით მათ მიერ ჩატარებული სახელმწიფო რეზერვის მასალებისა და საქონლის ინვენტარიზაციის, აგრეთვე სამობილიზაციო რეზერვების ფასეულობათა ნაშთების შემოწმების, ხარისხობრივი მდგომარეობისა და შენახვის პირობების შემოწმების შედეგების შესახებ. 36. მოისმინოს დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს სხდომაზე სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანი­ზაციების ხელმძღვანელი მუშაკების ინფორმაციები სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვებთან დაკავშირებით. 37. შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით მიიზიდოს სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საპროექტო-საკონ­სტრუქტორო ორგანიზაციები, აგრეთვე მეცნიერი მუშაკები, სპეცი­ალისტები სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემუშავებისათვის. 38. სამინისტროებისა და უწყებებისაგან მოითხოვოს მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომელთა დანიშნულებაა მიმდინარე წარმოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფა, აგრეთვე მოითხოვოს სახელმწიფო რეზერვის ნომენკლატურის მასალებისა და საქონლის წარმოებისა და მოხმარების მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგ­როვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის, მისი ტერიტორიული განლაგებისა და იმ საკითხების მოსამზადებლად, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერ­ვების მატერიალურ ფასეულობათა სესხებასთან. 39. დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები საზღვარგარეთის ქვეყნების ფირმებთან და ორგანიზაციებთან დეპარტამენტის კომ­პეტენციის ფარგლებში. 40. ცენტრალური კაპიტალდაბანდებებისა და სხვა დაფინანსების წყაროების ხარჯზე დაგეგმოს, ორგანიზაცია გაუწიოს, დააფინანსოს სამრეწველო და არასამრეწველო ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, გადაიარაღებისა და შეკეთების სამუშაოები. 41. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ექსპერტიზა და დაამტკიცოს მის დაქვემდებარებაში შემავალი საწარმოების საპრო­ექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეასრულოს შემკვეთის ფუნქციები ან გადასცეს იგი ახლად შექმნილი და მოქმედი ბაზების დირექციებს. 42. მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეზერვის ბაზის შექმნის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 43. დაამტკიცოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დებუ­ლებები. V . დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 44. დეპარტამენტი და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანი­ზაციები შეადგენენ სახელმწიფო რეზერვების ერთიან სისტემას. 45. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 46. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს, აგრეთვე მათ შორის მოვალეობებს ანაწილებს დეპარტმენტის თავმჯდომარე. 47. დეპარტამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს სახით იქმნება სათათბირო საბჭო თავმჯდომარის (სათათბირო საბჭოს თავ­მჯდომარე), დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირებისა და სპეციალისტების შემადგენლობით. სათათბირო საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემა­დ­გენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 48. დეპარტამენტი (თავმჯდომარე) საქართველოს კანონ­მდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც შესასრულებლად აუცილებელია ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, აგრეთვე წარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების ნაწილში. დეპარტამენტის თავმჯდომარე აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გამოსცემს ერთობლივ სამართლებრივ აქტებს. დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც პერსონალურადაა პასუ­ხის­მგებელი დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, აწესებს თავმჯდომარის მოადგილეებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის დონეს დეპარტამენტის საქმიანობის ცალკეული უბნების სათანადოდ ხელმძღვანელობისათვის მათდამი დაქვემ­დებარებული ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. 49. დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს სხდომა, როგორც თავმჯდომარის სათათბირო, იმართება რეგულარულად, სადაც განიხილება დეპარტამენტის სფეროს განვითარების, მართვის, მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივი და თვისობრივი (ხარისხობრივი) დაცულობის ძირითადი საკითხები. 50. დეპარტამენტის, მისი ბაზების, აგრეთვე მატერიალური რეზერვების ფასეულობების შენახვა წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 51. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების (კომბინატების) შესანახი ხარჯების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 52. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა საშტატო ნუსხას მისი აპარატისათვის დადგენილი მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში. VI. დეპარტამენტის ორგანიზაცია და სტრუქტურა 53. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 54. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით. 55. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ყოველწლი­ურად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების საფუძველზე. 56. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და მისი ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 57. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. VII. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა 58. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული დანაყოფების - დარგობრივი სამმართველოებისა და სამსახურების საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქვეყნის სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.  59. სახელმწიფო რეზერვების სამმართველო უზრუნველყოფს (სახელმწიფო რეზერვის მარაგის ფორმირებას, განლაგებას, შენახვას, გამოყენებას, შევსებას, შეცვლასა და განახლებას, სამმართველო რეზერვის ნომენკლატურის მიხედვით ახორციელებს ფასეულობათა მოცულობების დაგროვებას, ფასეულობათა რეზერვში ჩაწყობასა და გაცემას. აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ჩაწყობის, შენახვის და გაცემის შესრულების კონტროლს, როგორც დაქვემდებარებულ კომბინატებში, ისე საპასუხისმგებლო შენახვის პუნქტებში. 60. სამობილიზაციო რეზერვებისა და სამხედრო-სამობილიზაციო სამმართველო მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხელმძღვანელობს და ახორციელებს კონტროლს საქართველოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების გეგმის შესრულებაზე, მათი შენახვის, განახლების, შეცვლის, აგრეთვე სესხებისა და გაჯავშნის დადგენილი წესების დაცვაზე, მათი არსებობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის უზრუნველყოფაზე, რეზერვში ჩაწყობილ მატერიალურ ფასეულობათა დამტკიცებულ ნომენკლატურასთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაზე და მატერიალურ ფასეულობათა დაფინანსება-დაკრედიტების სისწორეზე. 61. ექსპლუატაციისა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველო             ხელმძღვანელობს საქართველოს მატერიალური რეზერვების სისტემის მოქმედ კომბინატებისა და მშენებარე ობიექტების დირექციებს რეკონსტრუქციის, მშენებლობის, ძირითადი ფონდების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების ექსპლუატაციის, უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ახალი ტექნიკის დანერგვის საკითხებში. 62. დაგეგმვისა და ეკონომიკის სამმართველო უზრუნველყოფს (საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სისტემის განვითარების ძირითადი ეკონომიკური ტენდენციებისა და პროპორციების ანალიზსა და პროგნოზირებას, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტების გეგმის შემუშავებას და წარდგენას, სისტემის მუშაობის ძირითადი შედეგების პერიოდულ ანალიზს. 63. საფინანსო სამმართველო ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდურ ხელმძღვანელობას, დარგის თავისებურებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს სისტემაში ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ მეთოდურ მითითებებს. პასუხისმგებელია ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი ფონდების თავისდროული აღრიცხვისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების სწორად ჩატარებისათვის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების სწორად გამოყვანისათვის. 64. ადმინისტრაციული და ობიექტების დაცვის სამმართველო ახორციელებს საერთო და საიდუმლო საქმისწარმოებას, ახორციელებს საკადრო პოლიტიკას დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შენახვას, აკონტროლებს სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შინაგანი რეჟიმის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნების შესრულებას. 65. იურიდიული განყოფილება ადგენს იურიდიულ დოკუმენტებს და თვალყურს ადევნებს მათი სისწორის დაცვას. ახორციელებს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით სახელმწიფო რეზერვების სისტემაში საიდუმლო და საერთო საქმისწარმოების შესაბამისობაში მოყვანის საქმეს. 66. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფები „იალბუზი“ და „სამხრეთი“ ახორციელებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქონლის პირველი ჯგუფის ნომენკლატურით გათვალისწინებულ ფასეულობათა ხანგრძლივი ტექნოლოგიით შენახვას. 67. კომბინატი „მზიური“ მშენებარე სასურსათო-სამრეწველო ბაზაა, ხოლო სამშენებლო სარემონტო უბანი ეწევა სისტემის ძირითადი ფონდების კაპიტალურ მშენებლობას, უზრუნველყოფს სხვადასხვა საშემკეთებლო სამუშაოების შესრულებას.