თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2001
ძალის დაკარგვა 23.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №253
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002099
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 28/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 19.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №253
2001 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის თანდართული წესდება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია ).
ე.შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის
წესდება
თავი I
ინსტიტუტის სტატუსი, ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. ინსტიტუტის სტატუსი
1. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის „განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ინსტიტუტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
3. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი“. შემოკლებით: „სსიპ-თეუსი“. ინსტიტუტის სრული და შემოკლებული სახელწოდებები გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე ასახულია ინსტიტუტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. ინსტიტუტი თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებას, რომელიც სცილდება ინსტიტუტის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია.
6. ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. ინსტიტუტს უფლება აქვს საკუთარი სახელით გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: 380044, ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი №55.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის ავტონომიურობა
1. ინსტიტუტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. ინსტიტუტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) ინსტიტუტის სტრუქტურის ჩამოყალიბება;
ბ) ინსტიტუტის მართვა-გამგეობა;
გ) ინსტიტუტის მმართველი ორგანოების არჩევა და დაკომპლექტება;
დ) სახალხო მეურნეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მაღალკვალიფიციური ეკონომისტ-მენეჯერების მომზადება;
ე) სწავლების სტრატეგიული ხაზის, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაცვის პირობით;
ვ) სპეციალობათა ნუსხის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს განათლების სამინისტროში, სწავლების ფორმის შემოღება და გაუქმება განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა;
თ) ორმხრივი კავშირის დამყარება ხელშეკრულებათა საფუძველზე სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან), იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან არსებული კანონმდებლობის საფუძველზე;
ი) ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით განაგებს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
თავი II
ინსტიტუტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. ინსტიტუტის საქმიანობის საგანი
ინსტიტუტის საქმიანობის საგანია ეკონომიკური პროფილის:
ა) კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) ფუნდამენტური კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა;
გ) სამეცნიერო პედაგოგიური კადრების გადამზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
თავი III
ინსტიტუტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია
1. ინსტიტუტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები და კათედრები, განყოფილებები, კოლეჯი, ბიბლიოთეკა, რომელთა მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, იმყოფებიან ინსტიტუტის საერთო ბალანსზე.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. ინსტიტუტის სასწავლო პროცესი და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება ინსტიტუტის შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. დებულებები უნდა შეესაბამებოდნენ საქართველოს კანონმდებლობას.
2. ინსტიტუტის შესაბამისი დებულებებით დგინდება აბიტურიენტთა ჩარიცხვის, სტუდენტთა მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და ინსტიტუტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და საინსტიტუტო განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები).
3. ინსტიტუტის დებულებებით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
ინსტიტუტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში ინსტიტუტი სტუდენტს აძლევს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს.
თავი IV
ინსტიტუტის მართვა. ინსტიტუტის თანამშრომლები
მუხლი 8🔗. ინსტიტუტის მართვა
ინსტიტუტის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
გ) რექტორატი;
დ) დეკანატები.
მუხლი 9🔗. რექტორი
1. რექტორი არის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს ინსტიტუტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს ინსტიტუტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. ინსტიტუტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ინსტიტუტის წესდების საფუძველზე. რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 45 დღისა სამეცნიერო საბჭო ვალდებულია მოაწყოს რექტორის არჩევნები. ინსტიტუტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს სამეცნიერო ხარისხის მქონე თანამშრომელი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებითა და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლები 5 წლის სტაჟით. მისი ასაკი კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების შეტანისას არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.
3. „განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად რექტორის არჩევა ხდება საგანმანათლებლო (სასწავლო) პროგრამების ხანგრძლივობის ვადით, მაგრამ არანაკლებ 3 წლისა.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე.
5. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისიის მიერ მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში.
6. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნა კანდიდატის დაშვება-არდაშვების შესახებ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად (საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნების მონაწილე კანდიდატთა სია შედის ფარული კენჭისყრის ბიულეტენში. ფარული კენჭისყრის ბიულეტენში კანდიდატურების შეტანა ხდება კონკურსში მონაწილეობისათვის მათი განცხადების შემოტანის დროის მიხედვით.
7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში მონაწილეობს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და ამავე დროს, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე (50 პროცენტზე) მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს.
8. თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი).
9. ხმის დამთვლელი კომისია აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგები მტკიცდება სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.
10. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით. ბიულეტენში შეტანილ უნდა იქნეს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
11. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ რექტორს საქართველოს განათლების მინისტრის წარდგენით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
12. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის უმაღლეს სასწავლებელში.
13. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში დაკისრებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
14. რექტორის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, უმაღლესი სასწავლებლის წესდებით.
15. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
დ) კანონით ნებადართული წესით განაგოს ინსტიტუტის ქონება, გამოსცეს ინდივიდუალური ბრძანებები და მითითებები;
ე) გახსნას და დახუროს ინსტიტუტის ანგარიში ბანკში;
ვ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს ინსტიტუტის დოკუმენტაცია;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) ინსტიტუტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
16. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესით შექმნას და გააუქმოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
17. რექტორი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას ინსტიტუტის წესდება;
ბ) ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე ინსტიტუტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
მუხლი 10🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის ინსტიტუტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტის დეკანები, კათედრათა გამგეები, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით.
3. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს რექტორი.
5. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სასწავლო გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება;
ბ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა და დამტკიცება;
გ) ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების დამტკიცება;
დ) კათედრათა გამგეების, კათედრის პროფესორებისა და დოცენტების არჩევა;
ე) ინსტიტუტის პრორექტორების დამტკიცება რექტორის წარდგინებით;
ვ) სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების მინიჭება;
ზ) ინსტიტუტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა, ბიუჯეტის განსაზღვრა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, საფინანსო და სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
თ) სამეცნიერო საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა;
ი) სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე და სამეცნიერო სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა;
კ) რექტორის არჩევნების დანიშვნა.
6. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხთა შესახებ საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმის უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობაზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით ინსტიტუტის საარჩევნო დებულების შესაბამისად.
7. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
8. სამეცნიერო საბჭოს მუშაობა მიმდინარეობს ყოველი სემესტრისათვის შედგენილი გეგმის საფუძველზე. საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს ინსტიტუტის რექტორი საბჭოს სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ.
9. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 11🔗. ინსტიტუტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანი
1. ინსტიტუტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები (პრორექტორობა და დეკანობა ძირითადი სამუშაო ადგილია, ხოლო კათედრებზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე, რექტორის გადაწყვეტილებით ინსტიტუტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. ინსტიტუტის რექტორატის შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს ინსტიტუტის რექტორი.
3. პრორექტორების კანდიდატურებს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. დეკანს ირჩევს სამეცნიერო საბჭო ალტერნატიული პრინციპით კონკურსის შედეგად 5 წლით.
5. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს ინსტიტუტის თანამშრომელი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს; მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი, აგრეთვე პედაგოგიური მუშაობის არანაკლები 5 წლის სტაჟი.
6. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
7. სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ინსტიტუტის რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
8. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ მიაწოდონ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციები და წინადადებები.
9. ინსტიტუტის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ინსტიტუტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
10. ინსტიტუტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დააწესოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, ინსტიტუტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
11. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის, პრემიის, ჯილდოსა და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 12🔗. სამეთვალყურეო (სამეურვეო) საბჭო
1. ინსტიტუტში შემოსავლის მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, თუ ის დაინტერესებულია ინსტიტუტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის სამეურნეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას ინსტიტუტის რექტორის წარდგინებით განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში - მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 13🔗. ინსტიტუტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. ინსტიტუტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, ინსტიტუტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. ინსტიტუტის მუშაკს უფლება აქვს დებულებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს ინსტიტუტის მართვაში.
3. ინსტიტუტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ინსტიტუტის წესდებითა და დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია, რაშიც მას მუდმივად უნდა შეუწყონ ხელი განათლების სისტემის მართვის ორგანოებმა;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. ინსტიტუტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი.
თავი V
ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 14🔗. ინსტიტუტის ქონება
1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. ინსტიტუტის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ან თხოვების ხელშეკრულებით.
2. ინსტიტუტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 15🔗. დაფინანსება
1. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობანი, გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. ინსტიტუტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა რაიმე მიზნით აკრძალულია.
მუხლი 16🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, ხოლო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში – ფინანსთა სამინისტრო.
4. ინსტიტუტი ქონებას განკარგავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
თავი VI
ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი18. ინსტიტუტის წესდებაში შესატან ცვლილებათა წესი
ინსტიტუტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 19🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. ინსტიტუტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.