საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკოორდინაციო საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 08.07.2001
ძალის დაკარგვა 26.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.002105
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 11/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკოორდინაციო საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №267
2001 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკოორდინაციო საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვისა და შემდგომი განვითარების მიზნით:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ივლისის №456 ბრძანებულება.
2. შეიქმნას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო.
3. დამტკიცდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭოს თანდართული დებულება.
4. დამტკიცდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.
ე. შევარდნაძე
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭოს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სახელმწიფო აღმშენებლობის ყველა სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნა-დანერგვის, გამოყენება-განვითარებისა და დაცვის, აგრეთვე ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის საკითხებზე სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მისაღებად.
2. საბჭოს აქვს ბლანკი და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებითა და საბჭოს სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
II. საბჭოს ამოცანები
4. საბჭო შეიმუშავებს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს რეკომენდაციებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის, კერძოდ შიდასახელმწიფოებრივ, რეგიონალურ, საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკურ, სოციალურ, იურიდიულ, ტექნიკურ და სხვა ასპექტებში;
ბ) ინსტიტუციონალური მშენებლობის, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების განვითარების, სახელმწიფო კომისიების შექმნა-განვითარების, მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით;
გ) ქვეყნის ციფრული საკომუნიკაციო გარემოს ფორმირების, მათ შორის ციფრული სატელეფონო კავშირის, ციფრული გლობალური და ლოკალური ქსელების განვითარების, აგრეთვე საერთაშორისო და მსოფლიო გლობალური ქსელების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
დ) ქვეყნის ციფრული საინფორმაციო გარემოს ფორმირების, მათ შორის საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგობრივი საინფორმაციო ბანკებისა და მართვის კომპიუტერული სისტემების შექმნა-დანერგვის თვალსაზრისით;
ე) საზოგადოების გათვითცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლების, მათ შორის პოპულარიზაციის, სწავლა-განათლებისა და კადრების მომზადება-გადამზადების თვალსაზრისით;
ვ) საკანონმდებლო უზრუნველყოფის, მათ შორის აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და არსებულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან საჭიროების შემთხვევაში მათი გაუქმების, აგრეთვე სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის თვალსაზრისით;
ზ) უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის, მათ შორის ამ ინვესტიციებისა და კრედიტების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების თვალსაზრისით;
თ) ქვეყანაში ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებისა და გავრცელების ინდუსტრიის ფორმირების, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმისაწვდომობისა და განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
ი) ქვეყნის ელექტრონულ-საინფორმაციო სივრცის ფორმირების, მსოფლიო ელექტრონულ-საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირებისა და უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით;
კ) საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის, მათ შორის მშენებლობის სტრატეგიული გეგმის, აუცილებელი ეტაპებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით.
III. საბჭოს სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი
5. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. საბჭო შედგება ოპერატიული და გაფართოებული სათათბიროებისაგან.
6. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს ოპერატიულ სათათბიროში შედიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოს გაფართოებულ სათათბიროში შედიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები. საბჭოს ოპერატიული და გაფართოებული სათათბიროების წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვიურად იწვევს საბჭოს ოპერატიული სათათბიროს სხდომებს, რომლებსაც საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრების გარდა, ესწრებიან სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურისა და საოქმო-სარედაქციო და საორგანიზაციო სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელები და მოწვეული პირები, რომელთა სხდომაზე დასწრების საკითხს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი საჭიროებისამებრ იწვევს საბჭოს საერთო სხდომას, რომელსაც ესწრებიან საბჭოს ოპერატიული და გაფართოებული სათათბიროების წევრები. საბჭოს აღმასრულებელი მდივნის გადაწყვეტილებით საბჭოს საერთო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
8. საბჭოს სხდომებზე წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტებს.
9. საბჭოს აღმასრულებელი მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს მუშაობის გეგმისა და განსახილველი საკითხების მომზადებისათვის.
10. საბჭოს ამოცანების გადაწყვეტის მიზნით საბჭოს ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც თავის სამუშაო შეხვედრებზე მოამზადებენ და განიხილავენ საბჭოს სხდომებზე გასატან საკითხებსა და რეკომენდაციებს. სამუშაო ჯგუფებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ თავიანთ სამუშაო შეხვედრებზე მოიწვიონ გარეშე პირებიც.
საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე
ოპერატიული სათათბირო
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ვახტანგ აბაშიძე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
დავით თარხან-მოურავი – საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
კახა იმნაძე – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი – პრეზიდენტის პრესმდივანი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – არაკომერციული რეგისტრირებული კავშირის – „საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით“ გამგეობის თავმჯდომარე, საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს ოპერატიული სათათბიროს წევრი
გაფართოებული სათათბირო
თამაზ აბზიანიძე – ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ჯემალ ავალიანი – სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ოპტიკის“ დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ჯემალ ბერიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ქსელებისა და კომუტაციის სისტემების კათედრის გამგე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
თემურ ბუცხრიკიძე – სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ გენერალური დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
გია გვარამია – საქართველოს განათლების სამინისტროს სამეცნიერო სასწავლო-საწარმოო გაერთიანება „ინფორმატიკის“ გენერალური დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ივანე გორგიძე – საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
დავით გორდეზიანი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ივანე ზოდელავა – თბილისის მერი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ოთარ ზუმბურიძე – შპს „საქართველოს ტელეკომის“ საზოგადოების პარტნიორთა კრების პრეზიდენტი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ნოდარ თამაზაშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
გიორგი კაკუბერი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
გიორგი კაშია – კომპანია „სანეტის“ გენერალური დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ნოდარ კეკელიძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეგამტარული და ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის კათედრის გამგე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
პაატა კერვალიშვილი – პროფესორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
მურმან კვაჩიძე – სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
თამაზ კუპატაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ელგუჯა მეძმარიაშვილი – კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ანა ნაკაშიძე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
რევაზ სვანიძე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკონსულტაციო საბჭოს მდივანი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
თამაზ ქაჩლიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ელგუჯა ქუთელია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათმცოდნეობის კათედრის გამგე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ოლეგ შატბერაშვილი – საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
გოჩა ჩოგოვაძე – საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
გურამ ხმალაძე – შპს „საქართველოს ტელეკომის“ გენერალური დირექტორი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
თამაზ ხუბუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს გაფართოებული სათათბიროს წევრი.