საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2001
ძალის დაკარგვა 16.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.002110
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 16/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.09.1997
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №278
2001 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულება.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში წარმოადგინოს წინადადებები საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ფლობს, სარგებლობს და განკარგავს საქართველოს სახელმწიფო ქონებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და გერბიანი ბეჭედი.
5. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა წყაროებიდან, დადგენილი წესის შესაბამისად.
6. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ყველა ორგანოს, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციის, აგრეთვე იმ იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საწარმოებსა და ორგანიზაციებში და/ან ახორციელებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის, აქციების მართვას სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380062, ი. ჭავჭავაძის გამზ. 64.
მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო
სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება. ამ გადაწყვეტილებების განზოგადება და მათი შესრულების კონტროლი;
გ) სახელმწიფო ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავება ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში - მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შემუშავება;
ე) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება. სახელმწიფოს მიერ ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემული ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება ან სარგებლობის უფლებით გაცემა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზება;
ზ) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან ან სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების კონტრაგენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
თ) დადგენილი წესით პრეზიდენტისათვის წარსადგენად წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ;
ი) „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს ქონებრივი შენატანის მოცულობის განსაზღვრა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დადასტურება დადგენილი წესით;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და გადაწყვეტილების მიღება მისი განკარგვის შესახებ;
მ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებათა დამტკიცება;
ნ) სახელმწიფო ქონების (მ.შ. აქციების, წილის) მართვის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღება ამ ქონების მართვის უფლების დელეგირების ან ქონების ჩამოწერის შესახებ, მათ შორის ვადამდე;
ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანხმობის გაცემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზაციისა და ჩამოწერის (მათ შორის ვადამდე) შესახებ;
პ) გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფო დაწესებულებათა (ორგანიზაციათა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის (მათ შორის ვადამდე) შესახებ;
ჟ) ადგილობრივ და საზღვარგარეთის საშუამავლო საკონსულტაციო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან პრივატიზაციის ღონისძიებათა განხორციელების საქმეში თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
სამინისტროს უფლება აქვს:
ა) დადგენილი წესით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საქართველოს სახელმწიფო ქონებას, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განთავსებული ქონების ჩათვლით;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ;
გ) მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) პარტნიორთა კრებებზე რწმუნებული პირების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელთა მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საწარმოთა მართვაში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების ან წილის შესაბამისად;
ე) განახორციელოს აუქციონის ორგანიზება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის მიზნით. სამინისტროს მიერ აუქციონის ორგანიზების შემთხვევაში ქონების რეალიზაციის მიზნით ქონების დადგენილი საბალანსო ღირებულების 5 პროცენტი რჩება სამინისტროს ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე. ამ თანხის გამოყენება ხდება ამ დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების ანალოგიურად;
ვ) დაამტკიცოს სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები;
ზ) თავისი ფუნქციების შესრულებისას შექმნას საქვეუწყებო დაწესებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის სახელშეკრულებო საწყისებზე;
თ) მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებისა და უწყებებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) შექმნას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები;
კ) გამოვიდეს სასამართლოში მხარედ;
ლ) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად ამონაგები თანხის 5 პროცენტი რჩება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე. ამ თანხის გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი;
მ) იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე ზიანი მიადგა სახელმწიფოს ინტერესებს სახელმწიფო ქონების თაობაზე დადებული გარიგებისას სამინისტრო უფლებამოსილია აღძრას სარჩელი სასამართლოში ამ გარიგებათა გადასინჯვის ან ბათილად ცნობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესა-ბამისად;
ნ) სამინისტროს უფლება აქვს იყოს სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებამონაცვლე სახელმწიფო ქონების თაობაზე ადრე დადებულ ნასყიდობის (მათ შორის იჯარა-გამოსყიდვის), ქირავნობის და იჯარის (გარდა სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემთხვევების) ან სხვა გარიგებებში. სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების ქირავნობის, იჯარის ან სხვა ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო განსაზღვრავს განაკვეთს, რომელიც წარიმართება შესაბამის ბიუჯეტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) მიიღოს მონაწილეობა კადრების მომზადებასა და გადამზადებაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
პ) უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების საჯაროობა. ამ მიზნით სამინისტრო გამოსცემს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მინისტრი:
ა) თავის საქმიანობას ახორციელებს ერთმმართველობის პრინციპების საფუძველზე;
ბ) შედის მთავრობის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში;
გ) ხელმძღვანელობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ვ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ზ.ა) სამინისტროს აპარატის უფროსს, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, მათ შორის გენერალური ინსპექციის უფროსს, მინისტრის მრჩევლებს;
ზ.ბ) ადგილობრივი ორგანოების წარდგინებით სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს;
ზ.გ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
თ) წარუდგენს წინადადებას საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვვებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სამინისტროს საქმიანობისათვის;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ეხება სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულებების გამგებლობის სფეროსაც, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრებთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
5. მინისტრი პასუხისმგებელია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მინისტრი გამოსცემს ბრძანებას.
7. მინისტრი პასუხისმგებელია მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
მუხლი 5🔗. მინისტრის უფლებამოსილებანი
მინისტრი უფლებმოსილია:
ა) დაამტკიცოს პრივატიზაციის ცალკეული ფორმების დებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით განახორციელოს სახელმწიფო წარმომადგენლობა;
გ) წაახალისოს ან ადმინისტრაციული ღონისძიებები შეუფარდოს სამინისტროს მუშაკებს;
დ) განახორციელოს სამსახურებრივი ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ღონისძიებები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერების მიზნით;
ვ) თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისია და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ზ) არსებული ხარჯთა ნუსხისა და მუშაკთა რიცხოვნობის შესაბამისად დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, დანიშნოს და გაათავისუფლოს თანამდებობის პირები.
მუხლი 6🔗. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი - პირველი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. მინისტრის პირველი მოადგილის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია მინისტრის არყოფნის პერიოდში;
ბ) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ხელმძღვანელობა, რომელიც მინისტრის ბრძანებით მას ექვემდებარება.
4. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამინისტროს აპარატი;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების ორგანიზების დეპარტამენტი;
დ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტი;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა კონტროლის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს მინისტრი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. სამინისტროს აპარატი
სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ, საკადრო, საკომუნიკაციო დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექცია
1. გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამინისტროს სისტემისა და მისი ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება, სამინისტროს სტრუქტურული ორგანოების საქმიანობის შემოწმება.
3. გენერალური ინსპექცია ამზადებს რეკომენდაციებს სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ფორმების, მეთოდებისა და პროცედურების რაციონალიზაციის მიზნით. იგი ადგენს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობ მიზეზებს, აანალიზებს მათ და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.
4. გენერალური ინსპექცია ახორციელებს მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირებას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს მათ მინისტრს განსახილველად.
5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ორგანიზების დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამის და მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ; აგრეთვე წინადადებების მომზადება საერთაშორისო ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო პირობების შესახებ. ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით და დადგენილი წესით, სახელმწიფო ქონების (აქციები, წილი) პრივატიზების, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით ქონების განკარგვის განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადება.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მართვა; წინადადებების მომზადება საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხისა და იმ ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა პრივატიზება აკრძალულია; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით საწარმოების დაფუძნება; საწარმოების ფინანსური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და გაკოტრების თაობაზე წინადადებების მომზადება და ამ პროცესებში მონაწილეობა; საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზაცია, დროებით სარგებლობაში გადაცემა და ჩამოწერა დადგენილი წესით, საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა კონტროლის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; აუცილებლობის შემთხვევაში სარჩელის აღძვრა სასამართლოში და მონაწილეობა იმ დავათა განხილვაში, რომელიც ეხება სამინისტროს. დეპარტამენტი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებსაც.
მუხლი 13🔗. სამინისტროს ქონება, სამინისტროს ლიკვიდაციისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
1. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.
2. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.