⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2005)
გაუქმებულია:

გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2001
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №282
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.002114
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 16/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,146 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2001 მიღება
26.08.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №282 2001 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის ზედამხედველობისა და კოორდინაციის მიზნით: 1. შეიქმნას მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე რევაზ ჩაგელიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ალექსიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიის მთავარი სწავლული მდივანი თემურ ბექაური – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკატერინე ზოდელავა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის საკონვენციო სამსახურის სამმართველოს უფროსი ნათელა თურნავა    – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვახტანგ კვიციანი    – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბესარიონ ლობჟანიძე – საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მირიანაშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმვის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე თამაზ ყარალაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურის მთავარი მრჩეველი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი დავით შერვაშიძე   – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ჯიმშერ ჩარკვიანი  – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო ჩიქოვანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი ემილ წერეთელი – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სტიქიის“დირექტორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან წერეთელი – გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის განყოფილების უფროსი მირონ ხერგიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე. 2. დამტკიცდეს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის თანდართული რეგლამენტი. 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ნ. ჩხობაძემ კომისიასთან შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის რეგლამენტი და შემადგენლობა ერთ თვეში დასამტკიცებლად წარუდგინოს გაუდაბნოებასთან ბრძოლის სახელმწიფო კომისიას. ე. შევარდნაძე გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელებისათვის შექმნილი მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის რეგლამენტი     მუხლი 1🔗. კანონმდებლობის სისტემა გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის სფეროში კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი მიზნები კომისიის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შემდეგი მიმართულებით: ა) კომისიის წევრები შექმნიან სამოქმედო მექანიზმებს, რომ უზრუნველყონ უფრო სრული კოორდინაცია განვითარებული ქვეყნების მხარეებსა და შესაბამის სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დუბლირების თავიდან ასაცილებლად; ბ) კომისიის წევრები შეათანხმებენ მოქმედებებს და მიდგომებს და უზრუნველყოფენ დახმარებით მიღებული სარგებლის გაზრდას.     მუხლი 3🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროებს, ორგანიზაციებსა და უწყებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციიდან გამომდინარე ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება; ბ) უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მიმართულია გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისაკენ; გ) მიზნის მისაღწევად დაზარალებული რაიონებისათვის შეიმუშაონ გრძელვადიანი ინტეგრირებული სტრატეგია, ერთდროულად მიმართული მიწის პროდუქტიულობის გაზრდისათვის და მიწისა და წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვისათვის, რაც მიზნად ისახავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ დონეზე; დ) პარტნიორობის თვალსაზრისით განავითაროს თანამშრომლობა ყველა დონეზე – სამთავრობო, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მიწათმფლობელებს შორის, რათა მიღწეულ იქნეს მიწის სიმდიდრისა და დეფიციტური წყლის რესურსების რაობის უკეთესი გაგება დაზარალებულ რაიონებში და იმუშაოს მათი მდგრადი გამოყენებისათვის.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლებები 1. კომისიას უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მოითხოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, უწყებისა და ორგანიზაციებისაგან; ბ) მოისმინოს და განიხილოს ანგარიშები უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან, შეაფასოს მათი მუშაობა. 2. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) წინასწარ გაეცნოს მასალებს განსახილველი საკითხების ირგვლივ; ბ) განსახილველი საკითხის შესახებ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს კომისიას წინადადებები. 3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც გააჩნია კომისიის წევრს; ბ) თავისი უფლებების განხორციელება დაავალოს თავის მოადგილეს.     მუხლი 5🔗. კომისიის ვალდებულებები 1. სხდომაზე განსახილველი საკითხები და შესაბამისი მასალები არანაკლებ სამი დღით ადრე უნდა ეცნობოს კომისიის ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტს. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) რეგულარულად დაესწროს კომისიის სხდომებს; ბ) როგორც სპეციალისტმა, გამოთქვას თავისი აზრი განსახილველი საკითხების შესახებ.     მუხლი 6🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს – მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით. 3. სხდომა გაიმართება, თუ მას დაესწრება კომისიის წევრთა სამი მეოთხედი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ორი მესამედი; თანდართულად ოქმში უნდა აისახოს ნებისმიერი წევრის გადაწყვეტილების შესახებ თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი. 5. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში ასახული შინაარსის სისწორისათვის. 6. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი აწარმოებს საკითხების განხილვისათვის დახარჯული დროის აღრიცხვას და ასახავს სხდომის ოქმში. 7. კომისიის სხდომები ღიაა. 8. კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის წესის შესახებ (ღია ან ფარული). 9. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურულ სხდომაზე კენჭისყრის არჩეული წესის მიხედვით. 10. სხდომის დამთავრების შემდეგ კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ოქმს. სხდომის დამთავრებიდან ორ სამუშაო დღეში კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ოქმის რედაქტირებულ ვარიანტს, რასაც უზრუნველყოფს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.     მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისია იკრიბება წელიწადში ორჯერ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად კომისიაში წარმოდგენილი სამინისტროებისა და უწყებებისათვის. 3. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.     მუხლი 8🔗. კომისიის ლიკვიდაცია კომისიის ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.