საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2001
ძალის დაკარგვა 15.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002119
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №289
2001 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სკოლების მოსწავლეთა ფიზიკურმა აღზრდამ, რომელიც დაფუძნებულია მასობრივ სპორტზე, უნდა გადაწყვიტოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაკაჟების, მათი ფიზიკური განვითარების, ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა გაფართოებისა და მოძრაობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ამოცანები.
ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა სახელმწიფოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის სწავლების მიმდინარეობაზე. გაუარესდა სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სკოლების მატერიალური ბაზა, ფაქტობრივად შეწყვეტილია ყოველგვარი სპორტული ინვენტარით მომარაგება, რაც უარყოფითად მოქმედებს მომავალი თაობის აღზრდაზე.
საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს განათლების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შეისწავლონ ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და დასახონ კონკრეტული ღონისძიებანი არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, რისთვისაც:
ა) შეიმუშაონ კვლევის პარამეტრები და აწარმოონ გამოკვლევა, კვლევის შედეგის საფუძველზე შექმნან და განახორციელონ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საკორექციო ღონისძიებათა პაკეტი;
ბ) შეიმუშაონ და 2001 წლის 1 დეკემბრამდე წარმოადგინონ ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულების ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმები და პროგრამები, ფიზიკური განვითარებულობის სპეციფიკის გათვალისწინებით;
გ) საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში მაქსიმალურად გაითვალისწინონ მეცადინეობები ფიზიკურ აღზრდაში და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სწავლება განისაზღვროს კვირაში 4 საათის რაოდენობით.
2. დაევალოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (მ. ჩხენკელი) სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების მშენებლობის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში იხელმძღვანელოს „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ყველა ტიპის და საკუთრების ფორმის სასწავლებლის გახსნისას ლიცენზიების მოთხოვნათა ნუსხაში აუცილებელ პირობად შეიტანოს სპორტული ბაზის არსებობა და ფიზიკური აღზრდის სწავლება.
სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა აღადგინონ ჯანმრთელობის ჯგუფები ფიზიკურად სუსტად განვითარებული კონტინგენტისათვის.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით გააძლიეროს მოსწავლე- ახალგაზრდობის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.
5. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში (ო.გოგიაშვილი) აღდგენილ იქნეს სპეციალიზაცია „სკოლამდელი დაწესებულებების ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი“, აგრეთვე უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა გადამზადების კურსების ფუნქციონირება.
6. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ანაზღაურება განხორციელდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მასწავლებლის ანაზღაურების ზოგადი წესის შესაბამისად.
7. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განახორციელონ სასწავლო დაწესებულებებთან არსებული მარტივი ტიპის მოედნებისა და სასპორტო დარბაზების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
8. ფიზიკური აღზრდის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის ყველა ფენისა და ასაკის ჯგუფებისათვის 2001 წლის 1 ოქტომბრიდან შემოღებულ იქნეს საერთო ფიზიკური მომზადების განმსაზღვრელი „პრეზიდენტის ტესტები“.
9. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს განათლების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამ თვეში წარმოადგინონ დებულება „პრეზიდენტის ტესტების“ შესახებ.
ე. შევარდნაძე