საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2001
ძალის დაკარგვა 30.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №292
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002121
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 875 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2001 მიღება
30.11.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №292 2001 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ შექმნის შესახებ 1. „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №114 ბრძანებულების შესაბამისად, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირები“. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების“ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირები“ (შემდგომში – „კავშირები“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. კავშირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სათანადო სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე. 3. კავშირების დაფინანსების წყაროებად განისაზღვროს: ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. კავშირებს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკებში და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 5. კავშირების ადგილსამყოფელია: 380008. საქართველო, თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №2.     მუხლი 2🔗. კავშირების ძირითადი მიზნები 1. კავშირების საქმიანობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების განხორციელებაში. 2. კავშირები საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და განსაზღვრულ შემთხვევებში – საზღვარგარეთ. 3. კავშირები საკუთარი შემოსავლებიდან ქმნის სპეციალურ ფონდს ძირითადი მიზნების განსახორციელებლად და ანაწილებს მას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.     მუხლი 3🔗. კავშირების საქმიანობის საგანი კავშირების საქმიანობის საგანია: ა) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების აბონენტთა კავშირით უზრუნველყოფა; გ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების აბონენტთა საქალაქთაშორისო კავშირით უზრუნველყოფა; დ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების აბონენტთა საერთაშორისო კავშირით უზრუნველყოფა; ე) მოძრავ ობიექტებთან – ყველა იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებთან კავშირების უზრუნველყოფა, რომლებსაც იყენებენ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები.     მუხლი 4🔗. კავშირების კომპეტენცია კავშირები უფლებამოსილია: საჯარო დაწესებულებებს, სახელმწიფო საკუთრების ორგანიზაციებსა და საწარმოებს მოსთხოვოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელი სამუშაოებისათვის ხელშეწყობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც გამოიყენება სპეციალური კავშირის განხორციელებისათვის; ექსტრემალური სახელისუფლებო კავშირებისათვის იმ ქსელების, არხებისა და რადიო სიხშირეების უპირატესი და შეუფერხებელი გამოყოფა, რომლებიც მათ სარგებლობაშია.     მუხლი 5🔗. კავშირების მართვა 1. კავშირებს ხელმძღვანელობს კავშირების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. 2. კავშირების უფროსი: ა) უზრუნველყოფს კავშირების მუშაობის ორგანიზაციას და მის კონტროლს; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კავშირების სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; დ) დებს შრომით ხელშეკრულებებს ექსპერტებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს კავშირების მუშაკებს შორის, ამტკიცებს კავშირების მუშაობის შინაგანაწესს და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს; ვ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს კავშირების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირების სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს და წარმოადგენს მას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ზ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოსთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად შეაქვს საკითხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. კავშირების მუშაკებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.     მუხლი 6🔗. კავშირების სახელმწიფო კონტროლი 1. კავშირები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კავშირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს კავშირების არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. კავშირების მიერ სესხის აღება და თავდებობა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. 4. კავშირების სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობას, დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 7🔗. კავშირების ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა კავშირების ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.