საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№385
1997 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ
საქართველოში პოლიგრაფიისა და საგამომცემლო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით:
1. საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სახელმწიფო კორპორაციის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულება და საქმიანობის პერსპექტიული გეგმა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინოს საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის აპარატის დაფინანსება.
4. გაუქმდეს „საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 იანვრის №28 დადგენილება.
5. ბრძანებულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ზ. შენგელიას.
ე. შევარდნაძე