განჩინება - ს.ს. "კოლხური აბრეშუმის"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110330003, 31/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

       გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სს ,,კოლხური აბრეშუმის“ მიმართ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინებით:              

1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 7 აპრილს 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა რეესტრის შედგენა; ბ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლო დაფაზე. სს „კოლხური აბრეშუმის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას დაევალოს მოვალისა და კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე           გ. აბუსერიძე