საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2001
ძალის დაკარგვა 23.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №327
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002138
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 16/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 19.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №327
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია).
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. აკადემიის სტატუსი
1. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. აკადემია არის საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის უფლებამონაცვლე.
2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება. აკადემია ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ წესდებით.
3. აკადემიის სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია“, „სსიპ სსზსა“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება თანაბარი მნიშვნელობის მქონეა.
4. აკადემიას აქვს სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე ასახულია აკადემიის სრული სახელწოდება ქართულ ენაზე.
5. აკადემია თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს; გარიგებები, რომლებიც სცილდება აკადემიის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია.
6. აკადემია ვალდებულია საქმის წარმოება განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის დაცვით.
7. აკადემიას უფლება აქვს საკუთარი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
8. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, 3801071, ქ.თბილისი, კრწანისი.
მუხლი 2🔗. აკადემიის ავტონომიურობა
1. აკადემია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ წესდების შესაბამისად წყვეტს საგანმანათლებლო პროცესთან და აკადემიის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. აკადემია საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მმართველობის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით:
ა) დამოუკიდებლად წყვეტს საკადრო საკითხებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის დაცვით;
ბ) განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმფიწო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი დაცვით;
გ) ადგენს პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ანიჭებს სამეცნიერო ხარისხს, წარმართავს სამეცნიერო კვლევით მუშაობას;
დ) განსაზღვრავს აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ე) ამყარებს კავშირებს ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე;
ვ) საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით დადგენილი წესით დამოუკიდებლად განკარგავს ფინანსურ სახსრებს, წყვვეტს მის გამგებლობაში მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
3. აკადემიის ავტონომიურობა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია აკადემიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობანი.
თავი II
აკადემიის საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
1. აკადემიის საქმიანობის საგანია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიისა და ვეტერინარიის, აგრეთვე სხვა პროფილის:
ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) ფუნდამენტური კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
თავი III
აკადემიის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. აკადემიის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: აკადემიის ფაკულტეტები, განყოფილება-ლაბორატორიები, აკადემიაში შემავალი ფილიალები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, სასწავლო-სამეცნიერო და საცდელი ბაზები და სხვა ქვედანაყოფები.
ა) სასწავლო ფაკულტეტებისა და აკადემიის დაქვემდებარების ქვედანაყოფები (ადგილსამყოფელი ქ. თბილისი, კრწანისი):
ა.ა) მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი;
ა.ბ) სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი;
ა.გ) დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი;
ა.დ) მოსამზადებელი განყოფილება;
ბ) სამეცნიერო დარგი (შესაბამისი განყოფილებებითა და ლაბორატორიებით);
ბ.ა) სასწავლო-მეთოდური სამმართველო;
ბ.ბ) სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
ბ.გ) სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილება;
ბ.დ) ასპირანტურის განყოფილება;
ბ.ე) სწავლული მდივნის სამსახური;
ბ.ვ) კადრების განყოფილება;
ბ.ზ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი;
ბ.თ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ბ.ი) საგარეო ურთიერთობის სამსახური;
გ) აკადემიის სტრუქტურაში შემავალი სასწავლო ფილიალები და ექსპერიმენტული ბაზები;
გ.ა) სსზსა-ის ახალციხის ფილიალი (ადგილსამყოფელი ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ.128).
გ.ბ) სსზსა-ის ლანჩხუთის ფილიალი (ადგილსამყოფელი ქ. ლანჩხუთი, გვიმრალაური).
გ.გ) სსზსა-ის მარნეულის ფილიალი (ქ.მარნეული, რუსთაველის ქ. 69).
გ.დ) სსზსა-ის გორის ფილიალი (ქ.გორი).
გ.ე) სსზსა-ის სამტრედიის საყრდენი პუნქტი (ადგილსამყოფელი სამტრედიის რაიონი, სოფ. იანეთი).
გ.ვ) სსზსა-ის სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობა (ადგილსამყოფელი თბილისი-კრწანისი).
გ.ზ) სსზსა-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სსზსა-ის ექსპერიმენტული ქარხანა „ვეტპრეპარატი“ (ადგილსამყოფელი ქ.თბილისი, ბოჭორმის ქ. 23).
2. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო მუშაობას, იმყოფებიან აკადემიის საერთო ბალანსზე.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. აკადემიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აკადემიის შინაგანაწესით დგინდება აკადემიაში სტუდენტთა ჩარიცხვის, მომდევნო ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და აკადემიიდან გარიცხვის პირობები და წესები. სტუდენტთა ცოდნის დონის შეფასების კრიტერიუმი და სისტემა, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და აკადემიის განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, მეცადინეობათა შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდაკონტროლის წესი და განხორციელების ფორმები). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვ.) სწავლის აუცილებელი პირობების შესაქმნელად შინაგანაწესით შეიძლება დადგინდეს ისეთი შეღავათები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. აკადემიის წესდებით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
აკადემიაში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით, საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
აკადემია მისი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო ბაკალავრისა და მაგისტრის სერტიფიკატს.
მუხლი 8🔗. სადისერტაციო საბჭოები
აკადემიასთან იქმნება სადისერტაციო საბჭოები სამეცნიერო ხარისხების დაცვისა და მინიჭებისათვის, რომლებიც თავის საქმიანობას წარმართავენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი IV
აკადემიის მართვა, აკადემიის თანამშრომლები
მუხლი 9🔗. აკადემიის მართვას ახორციელებენ: რექტორი, რექტორატი, დეკანატები და სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს აკადემიის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს აკადემიას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს აკადემიის სახელით, ასრულებს ამ წესდების საფუძველზე დადგენილ ფუნქციებს.
2. აკადემიის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების მინისტრის 1998 წლის 19 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის არჩევის წესის შესახებ“ დებულებისა და ამ წესდების მიხედვით.
3. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე.
4. რექტორის არჩევა ხდება აკადემიის სრული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად – 6 წლის ვადით.
5. რექტორს ირჩევს აკადემიის სამეცნიერო საბჭო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისიის მიერ მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ერთ თვეში. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის დაშვება-არდაშვების შესახებ (საორგანიზაციო კომისია გადაწყვტილებას იღებს ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა სია უნდა იქნეს შეტანილი ფარული კენჭისყრის ბიულეტენში.
6. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და, ამავე დროს, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე (50 პროცენტზე) მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე იმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც I ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს.
თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო არჩევისათის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი).
ხმის დამთვლელი კომისია აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგები მტკიცდება სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.
7. ფარული კენჭისყრა იმართება ბიულეტენების მეშვეობით. მასში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. კონკურსის შედეგად არჩეულ კანდიდატს კონკურსის შედეგების დადგენიდან ათ დღეში სამეცნიერო საბჭო წარუდგენს საქართველოს განათლების მინისტრს, რომელიც კანდიდატს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
8. რექტორი უფლებამოსილი და პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო ხარისხისა და დონისათვის უმაღლეს სასწავლებელში.
9. რექტორი, პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაკისრებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით, ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ უმაღლეს სასწავლებელში. მას ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა აკადემიის საქმიანობის, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.
10. რექტორი უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგოს აკადემიის ქონება, გახსნას და დახუროს ბანკში აკადემიის ანგარიში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან შეთანხმებით;
ე) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს აკადემიის დოკუმენტაცია;
ვ) განახორციელოს ამ წესდებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები;
ზ) აკადემიის წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში რექტორი გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს.
11. რექტორი, რექტორატთან კონსულტაციის საფუძველზე, უფლებამოსილია:
ა) შექმნას და გააუქმოს აკადემიის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები, საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი.
12. რექტორი პასუხისმგებელია აკადემიის საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის ზუსტად წარმოებისათვის.
13. რექტორი ანგარიშვალდებულია აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წინაშე აკადემიის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური საქმიანობისათვის.
14. რექტორს თანამდებობიდან ვადაზე ადრე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. რექტორის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
მუხლი 11🔗. აკადემიის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანატი
1. აკადემიის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტის დეკანები, სექტორის გამგეები, აგრეთვე აკადემიის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ზოგიერთი ხელმძღვანელი. აკადემიის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
2. პრორექტორების კანდიდატურებს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო, რომელიც ფორმდება რექტორის ბრძანებით.
3. დეკანის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ ალტერნატიული პრინციპით, კონკურსის წესით არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის ვადით. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს ზოოტექნიის ან ვეტერინარიის პროფილის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. დეკანის არჩევის შედეგები ფორმდება რექტორის ბრძანებით.
4. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს აკადემიის რექტორი.
5. აღმასრულებელი ორგანოები მუშაობენ აკადემიური, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო ან სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან აკადემიის რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
6. აღმასრულებელ ორგანოებს უფლება აქვთ, შევიდნენ აკადემიის სამეცნიერო საბჭოში რეკომენდაციებით და წარდგინებებით.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე აკადემიის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს აკადემიის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
7. მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად აკადემიის რექტორს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწფიო სტიპენდიების დანამატები და აკადემიის სტიპენდიები, ხელფასები და მისი დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.
8. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და აკადემიის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს, სამეურვეო საბჭოს წინადადებით წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 12🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის აკადემიის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (დეკანები, კათედრების, განყოფილებების გამგეები, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით). სტუდენტთა და ასპირანტთა წარმომადგენლები. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) წარმართავს აკადემიის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში;
ბ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის პრორექტორებს, ფილიალების და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, რომელიც საბოლოოდ ფორმდება რექტორის ბრძანებით;
გ) ირჩევს რექტორს, კათედრის, განყოფილების გამგეებს და პროფესორებს;
დ) წარადგენს და გამოიწვევს თავის წარმომადგენლებს დაწესებულების სამეურვეო საბჭოში. ისმენს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენლის ანგარიშს;
ე) განიხილავს აკადემიაში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას. თავის რეკომენდაციებს წარუდგენს რექტორს;
ვ) უფლებამოსილია აკადემიის საპატიო დოქტორად აირჩიოს უცხოეთის და ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი სპეციალისტები, ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები;
ზ) ასრულებს ამ წესდებისა და აკადემიის შინაგანაწესით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
4. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით ხმის უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ტარდება ფარული კენჭისყრით.
5. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი.
6. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის დეტალური წესები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო
1. აკადემიის ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის სამეურვეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას აკადემიის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში-მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 14🔗. აკადემიის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
1. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად აკადემიის თანამშრომელთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, აკადემიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად აკადემიის თანამშრომელს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს აკადემიის მართვაში.
3. აკადემიის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს აკადემიის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
თავი V
აკადემიის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 15🔗. ქონება
1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადასცემს სახელმწიფო ქონებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად.
2. აკადემიას საქართველოს განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე ეკრძალება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება, თავდებობა;
გ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ) უძრავი ქონების გასხვისება, დატვირთვა და აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სამინისტროებიდან და უწყებებიდან სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადებისათვის მიღებული სახსრები;
გ) ფასიანი სწავლებიდან, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოვლინებული სტუდენტებიდან, ასპირანტებიდან, სტაჟიორებიდან მიღებული ფონდი;
დ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავლები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისათვის დარგობრივი სამინისტროების, უწყებების, გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადმორიცხული სახსრები;
ვ) შემოწირულობები და გრანტები.
2. აკადემიის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულებების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. აკადემიის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 17🔗. ბუღალტურული აღრიცხვა-ანგარიშგება
აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.
მუხლი 18🔗. სახელმწფიო კონტროლი
1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. აკადემიის სახელმწიფო ზედამხედველობას საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო კოორდინაციის საბიუჯეტო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. აკადემია ვალდებულია დადგენილი წესით მაკონტროლებელ ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
თავი VI
წესდებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. წესდებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის წესი
აკადემიის წესდებაში დამატებათა და ცვლილებათა პროექტს ერთობლივად შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: რექტორი (ან მის მიერ დანიშნული ერთი წარმომადგენელი), სამეცნიერო საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ დანიშნული თითო წარმომადგენელი. რექტორი ვალდებულია, სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტი წარუდგინოს სამეცნიერო საბჭოს. წესდებაში ცვლილებათა პროექტს საქართველოს განათლების სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. აკადემიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. აკადემია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. აკადემიის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.