„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №426
2001 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ წესდებაში:
1. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. აკადემიის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს ზოოვეტერინარული პროფილის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიის ძირითადი თანამშრომელი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებით და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით.
4. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. საბჭოს ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი თავის მოვალეობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.
რექტორის არჩევა ხდება აკადემიის სრული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად _ 6 წლის ვადით“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გ.ზ-ს შემდეგ დაემატოს გ.თ: „გ.თ გლდანის ექსპერიმენტული ბაზა“.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.10.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №426. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №426, 31.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1256959/