თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2001
ძალის დაკარგვა 07.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №328
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002139
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 16/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.03.2006
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №328
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია).
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
სტატუსი და ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი. ზოგადი დებულებანი
1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტი არის თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის უფლებამონაცვლე.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შემოკლებით: „სსიპ თეკსუ“. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. უნივერსიტეტს აქვს თავისი დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, 380062, ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №45.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტონომიურობა
1. უნივერსიტეტი არის ავტონომიური ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. ის ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) აყალიბებს და მართავს თავისი ორგანიზაციულ და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
ბ) განსაზღვრავს თავისი მოღვაწეობის მიზნებსა და ამოცანებს;
გ) ადგენს და ამტკიცებს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამის სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;
დ) დადგენილი წესის დაცვით ხსნის უნივერსიტეტის ფილიალებს;
ე) ადგენს მოსამზადებელ განყოფილებაზე მისაღები კონტინგენტის კვოტებს;
ვ) აწარმოებს საგამომცემლო საქმიანობას, ამტკიცებს შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური გამოცემების გეგმას;
ზ) მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, ამყარებს პირდაპირ კონტაქტებს სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან ერთად ქმნის სასწავლო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ცენტრებს;
თ) პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე (სამეურნეო ანგარიშზე) აწარმოებს სპეციალისტთა მომზადებას უცხო ქვეყნებისათვის;
ი) დამოუკიდებლად ახდენს სასწავლო და სამეცნიერო კადრების შეცვლას;
კ) იყვანს ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სპეციალისტებს გარეშე ორგანიზაციებიდან სამეცნიერო თუ სასწავლო მიზნების განსახორციელებლად;
ლ) წყვეტს ანალოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტთა გადმოყვანის ან ერთი სპეციალობიდან მეორეზე გადაყვანის საკითხს;
მ) იყენებს მიღებულ ფინანსურ საშუალებებს თავისი სათანადო წესით დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით;
ნ) არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში ადგენს ხელფასების დანამატებს, წყვეტს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხებს. იყენებს თანამშრომელთა პრემირებისათვის კომერციული საქმიანობის შედეგად შემოსულ თანხას არსებული წესის მიხედვით;
ო) აწარმოებს სპეციალისტების მომზადებას სამეურნეო ანგარიშზე როგორც უმაღლეს, ისე უმაღლესის შემდგომი სწავლებისას;
პ) დადგენილი წესით აფუძნებს რექტორისა და სხვა ფონდებს;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას და კანონით დადგენილი წესის დაცვით ახდენს მოწყობილობების, ხელსაწყოების, დანადგარებისა და სხვა მასალების რეალიზაციას, ფასის შეუზღუდავად ჩამოწერს ბალანსიდან მოძველებულ ან უვარგის ძირითად საშუალებებს, რომლებიც შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით;
რ) ახორციელებს კაპიტალურ მშენებლობას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეკონსტრუქციას სახელშეკრულებო საფუძველზე;
ს) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
2. უნივერსიტეტი განლაგებულია მის მფლობელობასა და/ან საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებში.
თავი II
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია ერთიან ლინგვისტურ, კულტუროლოგიურ და დიდაქტიკურ ტრადიციებზე დაყრდნობით:
ა) მაღალი კვალიფიკაციისა და ზნეობის სპეციალისტთა მომზადება, რომელთაც შეეძლებათ თანამედროვე პრობლემების ანალიზი და მათი გადაწყვეტა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დონეზე;
ბ) სპეციალისტების მომზადების დონის განუწყვეტელი სრულყოფა მეცნიერებისა და კულტურის განვითარების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) საერთაშორისო დონის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განხორციელება;
დ) მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოების შექმნა და დამხმარე სასწავლო მასალების მომზადება;
ე) პროფილის შესაბამისად სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებისა და უმაღლესი განათლების მქონე სხვა სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი გადამზადება;
ვ) მოსახლეობისათვის (პროფილის შესაბამისად) ფასიანი მომსახურების გაწევა.
თავი III
უნივერსიტეტის სტრუქტურა.სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია
1.უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: უნივერსიტეტის ფაკულტეტები, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო კათედრები; შესაბამისი სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები; უნივერსიტეტში შემავალი ინსტიტუტები, ფილიალები, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, საბაზო სკოლა და კოლეჯი, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, სტამბა, აგრეთვე სხვა საუნივერსიტეტო ქვედანაყოფები, რომელთა სტრუქტურა, ნუსხა და მუშაობის რეგლამენტი განსაზღვრულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით. ყველა სტრუქტურული ქვეგანაყოფი მუშაობს სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და იმყოფებიან უნივერსიტეტის საერთო ბალანსზე.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
2. უნივერსიტეტის შინაგანაწესით დგინდება უნივერსიტეტში ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და უნივერსიტეტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და საუნივერსიტეტო განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვ.) სწავლის აუცილებელი პირობების შესაქმნელად შინაგანაწესით შეიძლება დადგინდეს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტის დადგენა, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები,რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტი მისი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს.
მუხლი 8🔗. სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მიმნიჭებელი საბჭოები
1. მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად უნივერსიტეტთან იქმნება სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოები.
2. სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოები წარმართავენ თავის მუშაობას მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი IV
უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის მუშაკები
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებს:
ა) სამეცნიერო საბჭო;
ბ) რექტორი;
გ) რექტორატი;
დ) დეკანატები.
მუხლი 10🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესდების საფუძველზე.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (დეკანები, კათედრათა და ცალკეულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელები), წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტთა და ასპირანტთა წარმომადგენლები. სამეცნიერო საბჭოში არანაკლებ სამ წევრს ირჩევენ უნივერსიტეტის სტუდენტთა ორგანიზაციები უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება რექტორის ბრძანებით. სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტის ყველა პედაგოგს.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) წარმართავს უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდურ და საფინანსო პოლიტიკას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში;
ბ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის პრორექტორებს, ინსტიტუტების, ფილიალების და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
გ) ირჩევს რექტორს, კათედრათა გამგეებსა და ზოგადსაუნივერსიტეტო კათედრების პროფესორ-მასწავლებლებს;
დ) წარადგენს და გამოიწვევს თავის წარმომადგენლებს დაწესებულების სამეურვეო საბჭოში;
ე) შეიმუშავებს სასწავლო-სამეცნიერო და სხვა პროგრამათა შესრულების კრიტერიუმებს და მათ შესაბამისად აწესებს მათი განხორციელების კონტროლს;
ვ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიოს უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტები, ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები;
ზ) ასრულებს ამ წესდებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
4. სამეცნიერო საბჭო სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით ხმის უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე კონკურსის წესით არჩევისას მართავს ფარულ კენჭისყრას.
5. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი.
6. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობისა და მუშაობის დეტალური რეგლამენტი აისახება უნივერსიტეტის შინაგანაწესში.
მუხლი 11🔗. რექტორი
1. რექტორი უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი წარმართავს უნივერსიტეტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის არჩევის წესის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 1998 წლის 19 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად.
უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს უნივერსიტეტის პროფილის წარმომადგენელი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (გერმანისტი ან რომანისტი ლინგვისტი), პროფესორი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებით და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით.
3. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონისათვის სასწავლებლებში.
4. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს საუნივერსიტეტო აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა, დააკომპლექტოს სპეციალისტებით და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
დ) კანონით ნებადართული წესით განაგოს უნივერსიტეტის ქონება, გახსნას და დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში;
ე) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია;
ვ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა, მათ შორის უცხოეთის, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) განახორციელოს ამ წესდებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები.
5. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) შექმნას და გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები, საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
6. რექტორი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის, უნივერსიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ზუსტი წარმოებისათვის, უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების სიზუსტისათვის.
7. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური საქმიანობისათვის.
8. რექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება შესაძლებელია უნივერსიტეტის საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული მოთხოვნების შესაბამისად გამართული ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე.
სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე რექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. რექტორის მატერიალური სტიმულირება და გარანტიები უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის რექტორატი. ფაკულტეტის დეკანი
1. უნივერსიტეტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები და რექტორის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ზოგიერთი ხელმძღვანელები.
2. პრორექტორების რაოდენობა და ფუნქციები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.
3. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით.
4. დეკანის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ ალტერნატიული პრინციპით, კონკურსის წესით მოქმედი დებულების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის ვადით.
დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა 10 წლის სტაჟი. დეკანის არჩევის შედეგები ფორმდება რექტორის ბრძანებით.
5. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
6. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან უნივერსიტეტის რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
7. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ შევიდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში რეკომენდაციებით და წინადადებებით.
8. უნივერსიტეტის რექტორატი, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
9. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიების დანამატები და უნივერსიტეტის სტიპენდიები, ხელფასები და მისი დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
10. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს შინაგანაწესით განსაზღვრული წესით, სამეურვეო საბჭოს წინადადების საფუძველზე წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლის მოზიდვის და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, თუ ის დაინტერესებულია უნივერსიტეტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შინაგანაწესით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადების შესაბამისად აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
უნივერსიტეტის პედაგოგიური პერსონალი არჩევითია. მათ მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ასისტენტი.
თავი V
უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად.
უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, უძრავი ქონების გასხვისება, დატვირთვა და სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ორგანოს თანხმობით.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროა:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები, გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. უნივერსიტეტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. უნივერსიტეტის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო.
თავი VI
წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
უნივერსიტეტის წესდებაში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.