საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 15.08.2001
ძალის დაკარგვა 20.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002140
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 17/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,000 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2001 მიღება
20.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №331 2001 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანი­ზა­ციების ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განხორციელების უზრუნველ­საყოფად: 1. შეიქმნას საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვი­თარების პროექტების განმახორციელებელი რგოლი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვი­თარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის (შემოკლებით – პგრ) თანდართული დებულება. 3. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პრო­ე­ქ­ტების განმახორციელებელი რგოლის მიერ გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას კოორდინაცია გაუწიოს საქართ­ველოს პრეზიდენტის 1999 წლის 5 ივნისის №668 განკარგულებით შექმნილმა სტრუქტურული გარდაქმნის მესამე და სტრუქტურული გარდაქმნის ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინაციის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილება. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პრო­ექ­ტების განმახორციელებელი რგოლი (შემდგომში – პგრ) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქართ­ველოში საინსტი­ტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების (შემდგომში – პროექ­ტები) განხორციელება. 2. პგრ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და მსო­ფ­ლიო ბანკს შორის დადებული შეთანხმებებითა და ხელშეკრუ­ლებებით (შემდგომში – შეთანხმებები), საქართველოს კანონ­მ­დებლობითა და ამ დებულებით. პგრ თავის ყოველდღიურ საქმი­ანობას წარმართავს მსოფლიო ბანკის პროექტების საფუძველზე, რომ­ლებიც შემუშავებულია საქართ­ველოს საინსტიტუციო მშენებლობის რე­ფორ­მის ხელშეწყობის მიზნით. 3. პგრ-ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბე­ჭედი სახელმწიფო გერბითა და ქართულ-ინგლისური წარწერით. 4. პგრ-ის ადგილსამყოფელია: 380077 ქ.თბილისი, ალ.ყაზბე­გის გამზირი №42. 5. პგრ არის საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერ­თობათა კომიტეტთან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №315 დადგენილებით შექმნილი მსო­ფ­ლიო ბანკის საინს­ტიტუციო მშენებლობის პროექტის განმა­ხორ­ციელებელი რგოლის უფლე­ბამონაცვლე.     მუხლი 2🔗. პგრ-ის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. პგრ-ის ძირითადი მიზნები, ვალდებულებები და უფლებამო­სილე­ბანი საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის სფეროში განსაზღვ­რულია ამ დებულებით, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის ხელშემწყობი პროექტებით. 2. პგრ-ის ამოცანებია: ა) შეთანხმებების საფუძველზე საქართველოში მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარე საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განვითარების მხარდაჭერა, საინსტიტუციო მშენებლობის პროექტების ღონისძიებათა დაფინან­სები­სათვის გათვალისწინებული სახსრების, მათ შორის ამ მიზნით არსებული პროექტების ფონდების მართვა; ბ) საინსტიტუციო მშენებლობის რეფორმის განხორციელებისას პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის ხელშეწყობა; გ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების მახასიათებლების და სამუშაოების აღწერილო­ბის საბოლოო ბენეფიციართან შეთანხმება, მსოფლიო ბანკის მიერ დაწე­სებული პროცედურების შესაბამისად შესყიდვების დოკუმენტის მომზადება და გამოცემა; მომწოდებლების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებული წესების მიხედვით საერთა­შორისო და ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება; წარმოდგენილი წინადადებების შეფასება და შეფასებითი მოხსენებების მომზადება; საბოლოო ბენეფიციარის სახელით პროექტებით გათვალისწინებული პირობე­ბის მიხედვით კონტრაქტების მომზადება და ხელმოწერა; დ) კონსულტანტების დანიშვნისას კონსულტანტობის კანდიდატთა სი­ის ბენეფიციართან შეთანხმება, ტენდერში მათი მონაწილეობის მისაღე­ბად მოსაწვევი დოკუმენტაციის მომზადება და დაგზავნა; ბენეფიციარის მი­­ერ კონსულტანტების დაქირავების მიზნით პროექტებით გათვალისწი­ნებული პირობებით ხელმოსაწერი ხელშეკრულებების განსახილველად მომზადება და ბენეფიციარისათვის მიწოდება; ე) პროექტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ორგანიზა­ცია. 3. პგრ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამო­სილია: ა) ხელი მოაწეროს გარიგებას, ხელშეკრულებას, კომერციული და იურიდიული მნიშვნელობის აქტს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან და დაწესებულებებთან, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან იმ სფეროში, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება ამ დებუ­ლებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუ­ნ­ველყოფას და/ან ხელშეწყობას; ბ) ისარგებლოს ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების მომსახურებით; გ) პგრ-ის მიზნების გათვალისწინებით დააფინანსოს პროექტების ფარ­გ­ლებში წარმოებული თემატური გამოკვლევები და სამუშაოები.     მუხლი 3🔗. პგრ-ის მართვა და სახელმწიფო კონტროლი 1. პგრ-ს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. დირექტორს ეკისრება პგრ-ის წარმომადგენლობა. დირექტორი ერთ­პიროვნულად უძღვება პგრ-ის საქმეებს და ამ მიზნით ახორციელებს ნებისმიერ მოქმედებას, გარდა იმისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით განეკუთვნება სხვა ორგანოს ან პირის კომპეტენციას. 3. პგრ-ის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქარ­თველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტრო ახორციელებს პგრ-ის მიერ პროექტების მიზნობრივი და ეფექტიანი განხორციელების სახელმწიფო კონტროლს, ხოლო საქართველოს ფინანს­თა სამინისტრო – ფინანსურ კონტროლს.     მუხლი 4🔗. ანგარიშგება პგრ ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტთან არსე­ბული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს წი­ნა­შე, რომელსაც კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას გაწე­ული საქმიანობის შესახებ.     მუხლი 5🔗. პგრ-ის დაფინანსება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. პგრ-ის დაფინანსება ხდება პროექტებით გათვალისწინებული სპეციალური ნაწილით, რომელიც მიზნობრივად განსაზღვრულია პგრ-ის ფუნქციონირებისათვის საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი სახს­რებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვ­რული სხვა წყაროებით. 2. პგრ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშ­გებას აწარმოებს საქართ­ველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მსოფლიო ბანკთან არსე­ბული შეთანხმებით.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. პგრ-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამი­სად. პგრ-ის ლიკვიდაციის შემთხვევაში ქონება გადადის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის განკარგულებაში.