⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №372
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.001574
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29(36), 19/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,829 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.1999 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 35.4pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №372 1999 წლის 17 ივნისი  ქ. თბილისი საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №603 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ ზემოქმედებას საადგილმამულო ურთიერთობის, მიწის ფონდის გამოყენების სახელმწიფო რეგულირებისა და დარგთაშორის კოორდინაციის სფეროებში. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი, მიწის მართვის სამხარეო სამმართველოები, რაიონების (ქალაქების) მიწის მართვის სამმართველოები, დეპარტამენტს დაქვემდებარებული დაწესებულებები და ორგანიზაციები ქმნიან მიწის მართვის ერთიან სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. 4. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომლებიც დაკავშირებული არიან მიწათსარგებლობასთან საქართველოს ტერიტორიაზე. 5. დეპარტამენტის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 6. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდებით. დეპარტამენტის შემოკლებული სახელ-წოდებაა საქსახმიწდეპარტამენტი. 7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380077, თამარაშვილის ქუჩა               № 15ა. II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები 8. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, შესაბამისი სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიწის რეფორმის, მიწების გამოყოფის, გასხვისების, დანიშნულების შეცვლის, მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის, მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის, მიწათმოწყობის, მიწის მონიტორინგისა და შეფასების სამუშაოთა ორგანიზაცია-განხორციელება; გ) საადგილმამულო ურთიერთობათა რეგულირების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადებასა და მიწის მართვის საკითხებზე საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა. III. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები 9. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა, ნორმატიული აქტების, აგრეთვე მიზნობრივი პროგრამების, მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება; ბ) მიწის რეფორმის, მიწის სახელმწიფო კადასტრის, რეგისტრაციის, მონიტორინგის, მიწათმოწყობის, მიწის შეფასების სამუშაოთა ორგანიზაცია და მოქმედი წესების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობის შესახებ საქმეების მომზადება ან გადაწყვეტა; გ) მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით სახელმწიფო ან სხვა საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფაში მონაწილეობა; ე) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, აგრეთვე დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამიწათმოწყობო და საკადასტრო მიზნებისათვის აეროფოტო, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, სამიწათმოწყობო, საკადასტრო, თემატური რუკების, მიწის რესურსების მდგომარეობისა და გამოყენების ატლასების გამოცემის სამუშაოთა ორგანიზაცია, ნორმირება და ტარიფიკაცია (გარდა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოებისა); თ) სახელმწიფო საზღვრების დადგენაში მონაწილეობა და მიწის გამიჯვნის სამუშაოების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დამყარებისა (აღდგენის) და ტექნიკური გაფორმების ორგანიზაცია; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაშენიანების პროექტების შედგენაში მონაწილეობა; კ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით დამუშავებული პროექტების ექსპერტიზა; ლ) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა და ყოველწლიური სახელმწიფო ანგარიშის მომზადება; მ) დეპარტამენტის სისტემის კადრებით უზრუნველყოფა, კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა-განხორციელება; ნ) მიწის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაოთა ორგანიზაცია; ო) სატყეო ფონდის გარდა სხვა მიწებზე მიწათმოწყობასთან, მიწის სახელმწიფო კადასტრის, რეგისტრაციისა და მონიტორინგის წარმოებასთან ან მიწის ათვისებასა და დაცვასთან დაკავშირებული კონტრაქტების მომზადება და გაფორმება არსებული წესის შესაბამისად, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; პ) სისტემის ორგანიზაციებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზაცია და წარმართვა; ჟ) საქმისწარმოებისა და საუწყებო საარქივო ფონდის შექმნა. IV. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 10. დეპარტამენტს უფლება აქვს:           ა) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; გ) თავისი კომპეტენციის ფრგლებში გამოსცეს ნორმატიული ხასიათის აქტები, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საფუძველზე; დ) არსებული წესის მიხედვით წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებანი თავის სამოქმედო სფეროში პოლიტიკის კორექტირების, გადაწყვეტილებებში ცვლილებათა შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ; ე) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, მოამზადოს ხელშეკრულებათა პროექტები; ვ) გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით; ზ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობით დადგენილი წესით შექმნას კომისიები; თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით მოაწყოს ტენდერები და კონკურსები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ფინანსური კონტროლის მიზნით მოაწყოს დეპარტამენტის სისტემის დაწესებულებებში საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და არსებული წესით დადგენილი ფუნქციების შესრულების გეგმური შემოწმებები; კ) უშუალოდ წარმართოს დეპარტამენტის სამსახურებისა და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების, ორგანიზაციების საქმიანობა, მოამზადოს წინადადებები მათი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ახალი სტრუქტურების შექმნის შესახებ; ლ) წარმართოს ერთიანი საკადრო პოლიტიკა, განახორციელოს კადრების შერჩევა და განაწილება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზაცია; მ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი; ნ) კანონის შესაბამისად დააფუძნოს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 11. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 12. დეპარტამენტის სამსახურებს, რომლებიც ამ დებულების შესაბამისად ახორციელებენ მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლს, წარმოადგენენ: ა) დეპარტამენტის სამმართველოები; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები, მიწის მართვის სამხარეო სამმართველოები, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი და მიწის მართვის რაიონული (საქალაქო) სამმართველოები. 13. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობის მიხედვით არიან საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები. 14. ავტონომიური რესპუბლიკების მიწის მართვის დეპარატმენტის თავმჯდომარე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მიწის მართვის სამხარეო სამმართველოს უფროსი თანამდებობის მიხედვით, შესაბამისად, არის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის, მხარის მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ხოლო მისი მოადგილე - ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის, მხარის მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე. 15. რაიონის (ქალაქის) მიწის მართვის სამმართველოს უფროსი თანამდებობის მიხედვით არის რაიონის (ქალაქის) მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 16. საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის (ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის შესაბამისი დეპარატამენტების თავმჯდომარეების, სამხარეო სამმართველოს უფროსის) გადაწყვეტილებით მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის უფლებები შეიძლება მიენიჭოთ აგრეთვე დეპარტამენტისა და მხარის სამმართველოს სხვა მუშაკებს, რომლებიც თანამდებობის მიხედვით არ არიან მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექტორები. ამ მუშაკების ნუსხას და მათთვის მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო ინსპექტორების უფლებათა მინიჭების წესს განსაზღვრავს დეპარტამენტის თამჯდომარე. 17. საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, მოადგილეების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და რაიონის მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორებისა და მოადგილეების, მიწის გამოყენებისა და დაცვის სხვა სახელმწიფო ინსპექტორების საქმიანობის წესსა და უფლებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 18. მიწის გამოყენებისა და დაცვის წესების დარღვევისას, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ჯარიმების სახით ამოღებული თანხის 20 პროცენტი ჩაირიცხება მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტში, 60 პროცენტი - საქართველოს (ავტონომიური რესპუბლიკის) ბიუჯეტში და მოხმარდება მიწის გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა დაფინანსებას, ხოლო 20 პროცენტი გადაირიცხება დეპარტამენტის ანგარიშზე, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 19. დეპარტამენტის სამსახურები თავდაცვის საჭიროებისა და მიწათსარგებლობის საგანგებო რეჟიმის სხვა მიწების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით. V. დეპარტამენტის ვალდებულებანი 20. დეპარტამენტი ვალდებულია: ა) სისტემატურად წარუდგინოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა შესრულების ანგარიში; ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება; გ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს პროექტები და წინადადებები კანონპროექტების, სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა ღონსძიებათა შესამუშავებლად; დ) მჭიდროდ ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან; ე) არ დაუშვას სხვა ორგანოების კომპეტენციის საკითხებში ჩარევა; ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოფს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან; ზ) კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნისთანავე შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებებისა და აქტების მოქმედება, ხოლო მათი არამართლზომიერების დადგენის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი; თ) დეპარტამენტის სისტემაში საბიუჯეტო დაფინანსების სახსრების გამოყენების შესახებ დააწესოს კონტროლი და დადგენილ ვადებში წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს ანგარიშგება; ი) ბიუჯეტში მიწის გადასახადის დროულად და სრულად ამოღების მიზნით სათანადო მონაცემები მიაწოდოს საგადასახადო ორგანოებს. VI. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 21. დეპარტამენტს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. თავმჯდომარე იმავდროულად არის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 22. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 5 მოადგილე (მათ შორის - ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. თავმჯდომარის პირველი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 23. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას; დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობის შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის; დ) ამტკიცებს ცენტრალური აპარატის, სამხარეო, რაიონული (საქალაქო) მიწის მართვის სამმართველოების, დაქვემდებარებული დაწესებულების სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას; ე) ამტკიცებს თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, მიწის მართვის სამხარეო სამმართველოების, მიწის მართვის რაიონული (საქალაქო) სამმართველოების, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა დაწესებულებების დებულებებს (აფხაზეთის, აჭარის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით); ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არსებული წესის შესაბამისად, წარადგენს წინადადებებს იმ ნორმატიული აქტების გაუქმების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება მიწის კანონმდებლობას; ზ) შეაქვს შესაბამის ორგანოებში წინადადება დეპარტამენტის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აკონტროლებს ხარჯთა ნუსხის ზუსტ და მიზნობრივ შესრულებას; თ) შეაქვს მთავრობაში წინადადება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე; ი) იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა სახის უფლებამოსილებებს. 24. დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს: დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკებს, ტერიტორიული ორგანოების (აფხაზეთში, აჭარაში და თბილისში შემავალი რაიონების (ქალაქების) მუშაკების გარდა) ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებსა და მთავარ ბუღალტრებს, დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებს; იმ წარმოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, რომელთა მართვის უფლებამოსილება დელეგირებულია დეპარტამენტისადმი. 25. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოები საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 26. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ თავმჯდომარის მეშვეობით. 27. კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარე მოქმედებს მინდობილობის გარეშე. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 28. დეპარტამენტში იქმნება სათათბირო ორგანო - სათათბირო საბჭო, რომლის საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს თავმჯდომარე შესაბამისი ბრძანებით. 29. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მათთვის დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციებს; ბ) მონაწილეობენ დეპარტამენტის მართვაში; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობენ სხვა უწყებებისა და ორანიზაციების მუშაობაში. VII. დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი ამოცანები 30. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატს ქმნის: ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა, ამ სფეროში ძირითად მიმართულებათა შემუშავება; ბ) საგარეო ურთიერთობათა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის მართვის საკითხებში უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება; გ) კადრების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია და განხორციელება; დ) მიწის რესურსების აღრიცხვის, გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რესურსების აღრიცხვა, მისი დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო კონტროლი; ე) მიწის რეფორმის, მიწათმოწყობისა და საადგილმამულო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რეფორმის სამუშაოთა განხორციელება, მიწათსარგებლობისა და საადგილმამულო ურთიერთობის დარეგულირება და გადაწყვეტა, საზღვრების დადგენაში მონაწილეობა, მიწათმოწყობის პროექტების განხილვა; ვ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგულირების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და სხვა საჭიროებისათვის მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგულირება, განაშენიანებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის პროექტებზე დასკვნების მომზადება; ზ) მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის ორგანიზაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სამუშაოების ორგანიზაცია, განხორციელება, მიღებული ინფორმაციების დამუშავება და მისი შემდგომი გამოყენება; თ) კონტრაქტების მომზადებისა და მონიტორინგის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა კონტრაქტების მომზადება და მონიტორინგის მოწყობა; ი) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაცია, წარმართვა და კონტროლის განხორციელება; კ) ცენტრალური ბუღალტერია, რომლის ძირითადი ამოცანაა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზაცია და წარმართვა; ლ) საქმეთა მმართველობა, რომლის ძირითადი ამოცანაა საქმის წარმოების ორგანიზაცია. VIII. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (ქ.სოხუმი) - ქ. სოხუმის მიწის მართვის სამმართველო - გაგრის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - გალის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - გუდაუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - გულრიფშის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ოჩამჩირის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - სოხუმის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი (ქ.ბათუმი) - ქ. ბათუმის მიწის მართვის სამმართველო - ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - შუახევის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ხულოს რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 3. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი - ნაძალადევის რაიონული განყოფილება - დიდუბის რაიონული განყოფილება - ჩუღურეთის რაიონული განყოფილება - მთაწმინდის რაიონული განყოფილება - ვაკის რაიონული განყოფილება - კრწანისის რაიონული განყოფილება - ისნის რაიონული განყოფილება - სამგორის რაიონული განყოფილება - გლდანის რაიონული განყოფილება - საბურთალოს რაიონული განყოფილება - დაბა წყნეთის განყოფილება. 4. იმერეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. ქუთაისი) - ქ. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველო - ბაღდათის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - სამტრედიის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - საჩხერის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ქ. ტყიბულის მიწის მართვის სამმართველო - ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველო - ქ. ჭიათურის მიწის მართვის სამმართველო - ხარაგაულის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 5. ქვემო ქართლის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. რუსთავი) - ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველო - ბოლნისის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - დმანისის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - თეთრიწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველო - მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - წალკის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 6. შიდა ქართლის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ.გორი) - გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - კასპის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ქარელის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ერედვის თემის მიწის მართვის სამმართველო - ქურთის თემის მიწის მართვის სამმართველო - ცხინვალის მიწის მართვის სამმართველო - ჯავის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 7. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. ზუგდიდი) - ქ. ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველო - ზუგდიდის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - მარტვილის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - მესტიის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - სენაკის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ჩხოროწყუს რაიონის მიწის მართვის სამმართველო - წალენჯიხის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ფოთის მიწის მართვის სამმართველო. 8. გურიის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. ოზურგეთი) - ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ჩოხატაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 9. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. ამბროლაური) - ამბროლაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ლენტეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ონის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ცაგერის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 10. მცხეთა-მთიანეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. მცხეთა) - მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ახალგორის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - თიანეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ყაზბეგის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 11. კახეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო - თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ლაგოდეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველო - სიღნაღის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ყვარლის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 12. მესხეთ-ჯავახეთის მხარის მიწის მართვის სამმართველო (ქ. ახალციხე) - ახალციხის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ადიგენის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ასპინძის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ახალქალაქის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ბორჯომის რაიონის მიწის მართვის სამმართველო - ნინოწმინდის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. 13. მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „საქსახმიწპროექტი“. IX. დეპარტამენტის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 31. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 32. ამ სახსრების გამოყენების წესს ადგენს დეპარტამენტი, რომელიც ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის. X. დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურება 33. დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. XI. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნა, გარდაქმნა და საქმიანობის შეწყვეტა 34. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. XII. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტის წესი და პირობები 35. დეპარტამენტის საქმიანობის შეწყვეტა და შეწყვეტის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.