საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2001
ძალის დაკარგვა 24.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №371
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002155
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 17/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,455 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2001 მიღება
24.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №371 2001 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თან­დართული დებულება. 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 3. სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუ­ამავლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლისათვის დაკისრებული სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა განხორციელდეს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 ივნისის №330 ბრძანებულება „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის სამსახურის შექმნის შესახებ“; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 აგვისტოს №433 ბრძანებულება „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №363 ბრძანებულება „სალიცენზიო მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავ­ლების საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტგარეშე შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ“. ე.შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია დაზღვევის სფეროში სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად, სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ანგარიშ­ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის არამარ­თლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სამსახურის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, დებულებები, ბრძანებები, ინსტრუქციები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად საქარ­თველოში რეგისტრირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგა­ნიზაციებისათვის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერებისა და აგენტე­ბისათვის მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სახელმწიფო სოციალური დაზღვევისა და სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ორგანიზაციებისა. 4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართვე­ლოს კონსტიტუციით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, შეუძლია იქონიოს მიმდინარე ანგარიშსწორებისა და სადეპოზიტო ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო). საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 6. სამსახურის ფინანსური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 7. სამსახური გადაწყვეტილებებს უძრავი ქონების შეძენასთან, გასხვისებასა და დატვირთვასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინის­ტროსთან შეთანხმებით, ხოლო სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით, აგრეთვე საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრის თაობაზე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 8. სამსახურს სახელმწიფო ქონება გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით. 9. სამსახურს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, თხოვების და/ან უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძ­ველზე გადასცემს სახელმწიფო ქონებას, რომელიც გამოიყენება ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად. II. სამსახურის დაფინანსების წყარო 10. სამსახურის დაფინანსების წყაროა: ა) მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო დამფუძნებლების მიერ მოზიდული სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) 1 პროცენტი. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე. ამასთან, სამსახურისათვის განკუთვნილი, მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის თითოეული დამფუძნებლის წლიური შენატანი უნდა იყოს არანაკლებ 5000 ლარი და არა უმეტეს 50 000 ლარი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული გლობალური პროექტების გამო დადებულ (საჰაერო-სატრან­სპორტო და საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებების, ქონებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა) იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა მიხედვითაც საჭიროა რისკის ფაკულტატური გადაზღვევა, როდესაც ხდება რისკის ერთჯერადი 100-პროცენტიანი გადაზღვევა დამზღვევის ან მისი უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მიერ არჩეულ, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რეიტინგის მქონე უცხოელ პარტნიორთან; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. III. სამსახურის ამოცანები 11. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება; ბ) სადაზღვევო საქმიანობის კოორდინაცია; გ) მზღვეველთა, დამზღვევთა და დაზღვეულთა უფლებების დაცვა; დ) სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ე) საქართველოში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა; ვ) სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფა; ზ) სადაზღვევო ბაზრის რეგულირება და დაცვის ხელშეწყობა; თ) სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობა; ი) სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტების მომზადებაში მონაწი­ლეობის მიღება. IV. სამსახურის ფუნქციები 12. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სადაზღვევო, მათ შორის, დაზღვევის სფეროში საბროკერო საქმიანობის ლიცენზირება; ბ) მზღვეველის, დაზღვევის ბროკერის, არაკომერციული დაზღვე­ვის ორგანიზაციათა (ურთიერთდაზღვევის საზოგადოება) რეესტრის წარმოება; გ) ლიცენზიის ასაღებად აუცილებელი შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაწესება (მათ შორის ფულადი ფორმით) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მზღვეველის მიერ გამოყენებული სადაზღვევო ტარიფების გათვლის მეთოდიკის შემუშავება და მათი გამოყენებისადმი ზედამხედველობის განხორციელება; ე) მზღვეველთა გადახდისუნარიანობის კონტროლი; ვ) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხის განსაზღვრა, მათი შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესების დადგენა და გამოცემა; ზ) სადაზღვევო ოპერაციების მაჩვენებლებისა და ფორმების, მზღვეველის ანგარიშგებისა და მისი წარდგენის ვადების დადგენა და გამოცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდე­ბულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის მეთოდიკის შემუშავება და ნორმატიული მოცულობის დადგენა და გამოცემა; ი) მზღვეველის მიერ მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის დადგენა და გამოცემა; კ) ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის გამოცემა სადაზ­ღვევო საქმიანობის იმ საკითხებზე, რომლებიც მოქმედი კანონ­მდებლობით განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას. V. სამსახურის უფლებამოსილებანი 13. სამსახური უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის, სხვა ეკონომიკური ლიმიტების მოთხოვნათა დაცვა და მათ მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობა, რისთვისაც მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერისაგან გამოითხოვოს და მიიღოს დადგენილი ანგარიშგება; ბ) მიმართოს სასამართლოს იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნით, რომელიც სადაზღვევო ან დაზღვევის სფეროში საბრო­კერო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე; გ) მოამზადოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან; დ) შექმნას, რეორგანიზაცია მოახდინოს ან გააუქმოს სამსახურის ტერიტორიული ორგანოები (ინსპექციები) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) კონსულტაციების მიღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები; ვ) მოამზადოს და უზრუნველყოს თათბირების, სემინარების, კონფერენციების, პრესკონფერენციების გამართვა თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 14. სამსახური იხილავს საწარმოების, ორგანიზაციების, მოქა­ლაქეების განცხადებებს წინადადებებსა და საჩივრებს, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან. VI. სამსახურის მართვა 15. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქარ­თველოს პრეზიდენტი. 16. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოად­გილე. სამსახურის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ნიშნავს სამსახურის უფროსი. ფუნქციებს მოადგილეებს შორის ანაწილებს სამ­სახურის უფროსი. 17. სამსახურის სტრუქტურაშია: ა) ნორმატივების, იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმარ­თველო; ბ) ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველო; გ) ზედამხედველობის სამმართველო; დ) საერთაშორისო ურთიერთობათა, ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო; ე) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება; ვ) საერთო განყოფილება; ზ) ტერიტორიული ორგანოები (ინსპექციები). 18. სამსახურის უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვე­ტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, უშუალოდ წყვეტს სამსახურის ამოცანების, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს. 19. თანამდებობებზე სპეციალისტთა დანიშვნისა და გათავისუფ­ლების საკითხები წყდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 20. სამსახურის უფროსს აკისრია პერსონალური პასუხის­მგებლობა სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის. სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა პერსონალურ პასუხის­მგებლობას. 21. სამსახურში იქმნება კოლეგია (სათათბირო ორგანო), რომელშიც შედიან სამსახურის უფროსი (კოლეგიის თავმჯდომარე), სამსახურის უფროსის მოადგილეები და სამსახურის ცენტრალური აპარატის სხვა ხელმძღვანელი მუშაკები. კოლეგიის წევრთა რაოდე­ნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 22. სამსახურის კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, საქარ­თველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი ანგარიშის, საკანონმდებლო აქტების, სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ინსპექციების დებულებების, მნიშვნელოვანი ბრძანებების, წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ინსპექციების უფროსების ანგარიშებს, დავალებათა შესრულების შემოწმების, კადრების შერჩევის და სხვა საკითხებს. 23. სამსახურის უფროსი, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს. ნორმატივები, ინსტრუქ­ციები, რომლებიც ნორმატიული ხასიათისაა გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით. 24. სამსახურის უფროსის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებანი სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ფუნქცი­ების ფარგლებში. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. 25. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ინსპექციების დებულებებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 26. სამსახურის უფროსი განაგებს სამსახურის განკარგულებაში არსებულ ფულად და მატერიალურ საშუალებებს მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად. VII. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 27. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.