საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2007
ძალის დაკარგვა 01.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №483
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.004478
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 24/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.12.2009
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 16.07.2003
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 16.09.2001
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .8in 27.0pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
2007 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 741 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №354 ბრძანებულება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 სექტემბრის №371 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2007 წლის 29 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავის საქმიანობაში არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, თავისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.
5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დასახელებით.
თავი II
სამსახურის მიზნები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები
სამსახურის მიზნებია:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციისა და ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება;
გ) სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება, საქართველოში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა, სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფა, სადაზღვევო ბაზრის რეგულირება და დაცვის ხელშეწყობა, სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მზღვეველთა, დამზღვევთა და დაზღვეულთა უფლებების დაცვა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური:
ა) შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას;
ბ) განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ.) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
დ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის;
ე) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ;
ვ) მონაწილეობს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
ზ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით აგზავნის შეკითხვებს და იღებს ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
თ) მიმართავს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს);
ი) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნას და ფუნქციონირებას;
კ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;
ლ) შეისწავლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას;
მ) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისა და ბაზრის მონაწილეთა, აქტივების მმართველისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის კონტროლის მიზნით, სამსახური:
ა) არეგულირებს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევისას წარმოშობილ ურთიერთობებს;
ბ) ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამისად ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზირებას, რეგლამენტირებასა და რეგულირებას;
გ) ადგენს მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვა ხორციელდება;
დ) ამზადებს, იღებს, ცვლის და აუქმებს წესებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
ე) ამტკიცებს ემისიის პროსპექტებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისათვის და უზრუნველყოფს ემიტენტთა მიერ მასში მოცემული პირობებისა და მოვალეობების შესრულებას;
ვ) წარადგენს ოფიციალურ განმარტებებს და რეკომენდაციებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებული საკითხების შესახებ; კონსულტაციას უწევს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა საკითხის თაობაზე; წარადგენს წინადადებებს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ზ) გასცემს, ცვლილებები შეაქვს და გამოითხოვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ლიცენზიებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს, შემოწმებას, გამოკვლევას და ზედამხედველობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეთა საქმიანობას;
ი) იღებს, აჩერებს და გამოითხოვს გადაწყვეტილებას იურიდიული პირის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების შესახებ;
კ) ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრისათვის საჭირო სააღრიცხვო სტანდარტების დანერგვას ასეთი სტანდარტების ჩამომყალიბებელ ინსტიტუტებთან კონსულტაციების მეშვეობით;
ლ) იწონებს ან უარყოფს თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიერ მიღებულ წესებს და შესწორებებს;
მ) დადგენილი წესით იყენებს სანქციებს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, აქვეყნებს ინფორმაციას ასეთი დარღვევების და მათზე რეაგირების შესახებ;
ნ) აწყობს ატესტაციას ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და გასცემს საკვალიფიკაციო ატესტატებს;
ო) ხელს უწყობს ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ საჭირო საინფორმაციო ბაზის შექმნას;
პ) ხელს უწყობს ინვესტორების დასაცავად სპეციალური სადაზღვევო ფონდის შექმნა-განვითარებას, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები ინვესტორი კლიენტის დასაკმაყოფილებლად;
ჟ) იყენებს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ინვესტორებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კანონიერი ინტერესების დასაცავად;
რ) ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას უცხოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ან/და შეთანხმების საფუძველზე, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით;
ს) უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას და ამ მიზნით ატარებს შემოწმებებს დადგენილი წესების შესაბამისად;
ტ) ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მათთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას;
უ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დებულებების დაცვის სახელმწიფო კონტროლს;
ფ) ახორციელებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
3. სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური:
ა) ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირებას;
ბ) აწარმოებს მზღვეველის, არაკომერციული დაზღვევის ორგანიზაციის (ურთირთდაზღვევის საზოგადოება) რეესტრს;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად აწესებს ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას (მათ შორის, ფულადი ფორმით);
დ) შეიმუშავებს მზღვეველის მიერ გამოყენებული სადაზღვევო ტარიფების გათვლის მეთოდიკას და ახორციელებს მათი გამოყენების ზედამხედველობას;
ე) აკონტროლებს მზღვეველთა გადახდისუნარიანობას;
ვ) განსაზღვრავს სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხას, გამოსცემს მათი შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სადაზღვევო ოპერაციების მაჩვენებლებისა და ფორმების, მზღვეველის ანგარიშგებისა და მისი წარდგენის ვადებს;
თ) შეიმუშავებს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განმსაზღვრელ მეთოდიკას და ადგენს ნორმატიულ მოცულობას;
ი) ადგენს მზღვეველის მიერ მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრულ თანაფარდობას;
კ) გამოსცემს ნორმატიულ და მეთოდურ დოკუმენტაციას სადაზღვევო საქმიანობის იმ საკითხების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას;
ლ) ამოწმებს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის, სხვა ეკონომიკური ლიმიტების მოთხოვნათა დაცვას და მის მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობას, რისთვისაც მზღვევლისაგან მოითხოვს ანგარიშგებას;
მ) მიმართავს სასამართლოს იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნით, რომელიც სადაზღვევო საქმიანობას ახორცილებს ლიცენზიის გარეშე;
ნ) ამზადებს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან;
ო) იხილავს სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს;
პ) ახორციელებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
თავი III
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
2. პირი სამსახურის უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დააკმაყოფილებს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იმავე საკითხის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დაუშვებელია.
4. სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას ან შეუთავსებელი საქმიანობისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ვ) გარდაცვალებისას.
5. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
7. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
8. სამსახურის უფროსის მოადგილეები:
ა) ახორციელებენ სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფენ სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას;
ბ) სამსახურის უფროსის მითითებით ხელმძღვანელობენ და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევენ თავიანთი ზედამხედველობის ქვეშ შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
გ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.
9. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებას.
10. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
12. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.
13. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.
14. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
15. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ბ. დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ. ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ. ანალიტიკური სამმართველო;
ე. ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო;
ვ. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
ზ. იურიდიული სამმართველო;
თ. მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ი. სარევიზიო სამმართველო;
კ. ადმინისტრაციული სამმართველო.
16. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
თავი IV
სამსახურის ქონება, დაფინანსება და ანგარიშგება
მუხლი 5🔗. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
სამსახურს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, სხვა ქონებითა და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 6🔗. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) სამსახურის ბიუჯეტი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.
მუხლი 7🔗. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს სამსახურისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლს, სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას.
3. სამსახური საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
თავი V
ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗. სამსახურის ლიკვიდაცია
1. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სამსახურის უფროსიც.
2. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
მუხლი 9🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VI
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 10🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.