საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების, კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებითი დანგრევის, მშენებლობის შეჩერების წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 24.09.2001
ძალის დაკარგვა 12.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №384
სარეგისტრაციო კოდი 010240000.08.002.004027
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 25/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების, კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებითი დანგრევის, მშენებლობის შეჩერების წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №384
2001 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების, კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებითი დანგრევის, მშენებლობის შეჩერების წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი ცენტრალიზებული ორგანოს – მთავარი არქმშენინსპექციის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ თანდართული დებულება;
ბ) კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევისა და მშენებლობის შეჩერების წესი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):
ა) საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის ფუნქციონირების ხარჯი, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე;
ბ) „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის ცენტრალური აპარატის დაფინანსება განახორციელოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილ შესაბამის ასიგნებათა ფარგლებში.
3. „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართვლოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში“;
ბ) მე-14 პუნქტის:
ბ.ა. „თ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „კანონით“ და ბოლოს დაემატოს სიტყვები „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ.ბ. „ნ“ ქვეპუნქტის ბოლოს დაემატოს სიტყვები „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“;
დ) 21-ე პუნქტს სიტყვების „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სამინისტროს გამგებლობაში არსებული ერთიანი ცენტრალიზებული ორგანო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქმშენინსპექცია“; შემდეგ როგორც ტექსტშია;
ე) 25-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი;
ვ) 31-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) დებულებას 33-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 პუნქტი:
„331. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი ცენტრალიზებული ორგანო – მთავარი არქმშენინსპექცია, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი ცენტრალიზებული ორგანო – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია) არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას – წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიან ცენტრალიზებულ ორგანოს.
2. მთავარი არქმშენინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო.
4. მთავარი არქმშენინსპექცია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.
5. მთავარი არქმშენინსპექცია იმყოფება სახაზინო მომსახურებაზე, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, სპეცანგარიში ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
6. მთავარი არქმშენინსპექციის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონით დადგენილი წესით საჯარიმო სანქციების განხორციელებით შემოსული თანხები, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით ნებადართული სხვა შემოსავლები.
7. მთავარი არქმშენინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 380095, ვაჟა-ფშაველას გამზირი №6.
თავი II
მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗
მთავარი არქმშენინსპექცია აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს:
1. სამშენებლო საქმიანობის წარმოების არქიტექტურულ სამსახურთან შეთანხმებული და დამკვეთის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.
2. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესებისა და სახელმწიფო სტანდარტების დაცვისათვის.
3. მშენებარე ობიექტებზე სერტიფიცირებული მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების აუცილებელი გამოყენებისათვის.
თავი III
მთავარი არქმშენინსპექციის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗
1. მთავარი არქმშენინსპექცია მის სტრუქტურაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციებით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი არქმშენინსპექციის წინაშე, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის ნორმალური დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის დაცვით ამოწმებს ხარისხს. საქართველოს ტერიტორიაზე შემოწმებას ექვემდებარება შენობა-ნაგებობების მშენებლობა, გაფართოება და რეკონსტრუქცია.
2. არქმშენინსპექცია ობიექტის მშენებლობის, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის შემოწმებას „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის დაცვით ახორციელებს მშენებლობაში მონაწილეთა უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.
3. არქმშენინსპექციის ამოცანებია:
ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემისას.
4. არქმშენინსპექცია შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებს და განაზოგადებს, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.
5. არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების განხორციელების თაობაზე.
6. არქმშენინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების საწარმოებზე, რომლებიც აშენებენ ობიექტებს, აწარმოებენ სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი IV
მთავარი არქმშენინსპექციის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 4🔗
1. მთავარ არქმშენინსპექციას უფლება აქვს:
ა) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის დაცვით შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოებში;
ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია და სამშენებლო მასალების ხარისხის სერტიფიკატი;
გ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოებისათვის აუცილებლად შესასრულებელი მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
დ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონის დაცვით შეაჩეროს მშენებლობა, შესაბამისი უწყების წინაშე დასვას საკითხი სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების, მათი დანიშნულებით რეალიზაციის ან გამოყენების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებელ ორგანიზაციას, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები, გაზომვებისა და გადაღებების განხორციელება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – არქმშენინსპექცია;
ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან ამხანაგობის მიერ წლის განმავლობაში დარღვევების განმეორების ან დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წინაშე დასვას საკითხი ამ სუბიექტისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის ან/და სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან მისი გაუქმების შესახებ;
ზ) პროექტის შემთანხმებელ ორგანოს მოსთხოვოს პროექტის შეთანხმებისას დაშვებული დარღვევის და ამ დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება;
თ) გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ.
თავი V
მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. მთავარი არქმშენინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) მთავარი არქმშენინსპექციის ცენტრალური აპარატი:
ა.ა) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო;
ა.ბ) აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქმშენინსპექცია;
გ) აფხაზეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქმშენინსპექცია;
დ) ქ.თბილისის არქმშენინსპექცია;
ე) ქ.ფოთის არქმშენინსპექცია;
ვ) გურიის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
ზ) იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
თ) კახეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
ი) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
ლ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
მ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
ნ) ქვემო ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექცია;
ო) შიდა ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექცია.
2. სტრუქტურული ერთეულები, გარდა ცენტრალური აპარატისა, წარმოადგენენ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილობრივ ორგანოებს.
თავი VI
საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა
მუხლი 6🔗
1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს არქმშენინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს მთავარ არქმშენინსპექციას და მინდობილობის გარეშე მოქმედებს მისი სახელით.
2. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი.
4. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს მთავარ არქმშენინსპექციას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს მთავარი არქმშენინსპექციის, მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) არქმშენინსპექციების თანამდებობის პირების მეშვეობით წყვეტს არქმშენინსპექციის ამოცანებით, ფუნქციონირების წესითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთა ფუნქციებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს ნორმატიული აქტების, პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროს და სხვა კომპეტენტური ორგანოების ბრძანებების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ვ.ა) მთავარი არქმშენინსპექციის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს მინისტრთან შეთანხმებით;
ვ.ბ) სხვა სტრუქტურული ერთეულების არქმშენინსპექციების უფროსებს ადგილობრივი მმართველობის შესაბამის ორგანოებთან და მინისტრთან შეთანხმებით;
ვ.გ) რეგიონალური არქმშენინსპექციების თანამშრომლებს რეგიონალური არქმშენინსპექციის უფროსთან შეთანხმებით;
ზ) ითანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არქმშენინსპექციების უფროსების დანიშვნის საკითხს;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს არქმშენინსპექციების თანამშრომლებს.
5. მთავარი არქმშენინსპექციის ცენტრალური აპარატისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი.
6. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის არქმშენინსპექციების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი არქმშენინსპექციის უფროსი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
7. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურული ერთეულებისა და სამსახურების ხელმძღვანელები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
თავი VII
მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 7🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი არქმშენინსპექცია აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
2. მთავარი არქმშენინსპექცია გაწეული საქმიანობის შესახებ სათანადო ანგარიშგებას კანონით დადგენილი წესით წარუდგენს სამინისტროს.
თავი VIII
მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗
1. მთავარი არქმშენინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
2. მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევისა და მშენებლობის შეჩერების
წესი
I. კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევის წესი
1. აშენებულ შენობა-ნაგებობათა ნაწილობრივ ან მთლიანად დანგრევა (დემონტაჟი, აღება) არის განსაკუთრებული ზომა, რომელსაც მიმართავს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისადმი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – არქმშენინსპექცია გაფრთხილების მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი წესების დარღვევისას:
ა) მშენებლობის განხორციელებს მიწის ნაკვეთის ფლობის ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლების გარეშე;
ბ) მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტის დარღვევით (როდესაც შენობა-ნაგებობა ვერ პასუხობს ტერიტორიის განაშენიანების ქალაქმშენებლობის ნორმებს);
გ) როდესაც შენობა-ნაგებობის მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;
დ) მშენებლობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გარეშე.
2. შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილების აღსრულება უნდა მოხდეს დამრღვევი პირის მიერ მისივე ხარჯებით. თუ დამრღვევი პირი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებს არქმშენინსპექციის დადგენილებას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს.
3. შენობა-ნაგებობათა ნაწილობრივ ან მთლიანად დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ დადგენილების მიღების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარ არქმშენინსპექციას – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის არქმშენინსპექციებს – აფხაზეთსა და აჭარაში;
გ) რეგიონალურ არქმშენინსპექციებს – საქართველოს რეგიონებში;
დ) ქ.თბილისის არქმშენინსპექციას – ქ.თბილისში;
ე) ქ.ფოთის არქმშენინსპექციას – ქ.ფოთში.
4. შენობა-ნაგებობათა დანგრევის (დემონტაჟის) სამუშაოების ფინანსური უზრუნველყოფა, როდესაც დამრღვევი პირი უარს აცხადებს ნებაყოფლობით დადგენილების შესრულებაზე, ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. სასამართლოს მიერ არქმშენინსპექციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი დადგენილ ვადაში აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
7. დანგრევის პროცესის ტექნიკურ ზედამხედველობას აწესებს ადგილობრივი არქმშენინსპექცია.
II. კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობის შეჩერების წესი
8. მშენებლობის შეჩერება არქმშენინსპექციის მიერ ხდება კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი წესების დარღვევისას:
ა) მშენებლობის განხორციელება მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გარეშე;
ბ) სამშენებლო საქმიანობის წარმოება სათანადო სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე;
გ) მშენებლობის პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რის გამოც დაქვეითებულია კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა, საფრთხე ემუქრება მოქალაქეთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა (გამოსწორება) მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ) არქმშენინსპექციის მიწერილობის შეუსრულებლობა, რომელიც ეხება გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებას დადგენილ ვადაში.
9. არქმშენინსპექციას ამ წესის მე-8 პუნქტში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოაქვს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. ამასთან, წერილობით ატყობინებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მშენებლობის დამკვეთს და მშენებელ ორგანიზაციას მშენებლობის შეჩერების შესახებ.
10. მშენებლობა უნდა შეჩერდეს დამრღვევის მიერ შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. შეტყობინებაში უნდა დაფიქსირდეს მშენებლობის შეჩერების მიზეზი, კერძოდ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს არქმშენინსპექციის ამ მიწერილობის შეუსრულებლობას და მშენებლობის თვითნებურ გაგრძელებას დარღვევის გამოსწორების გარეშე. მშენებლობაშეჩერებულ ობიექტზე დასაშვებია მხოლოდ იმ სამუშაოთა წარმოება, რომელიც დაკავშირებულია გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებასთან.
11. დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის მიერ იმ ობიექტის მშენებლობის წარმოება, რომელზეც გაცემულია არქმშენინსპექციის შეტყობინება მშენებლობის შეჩერების შესახებ. მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას არქმშენინსპექცია სვამს საკითხს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე მეწარმე სუბიექტისათვის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.
12. მშენებლობაშეჩერებული ობიექტის მშენებლობის თვითნებური განახლების შემთხვევაში არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს მშენებლობის იძულებითი წესით შეჩერების მოთხოვნით.