⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.01.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2001
ძალის დაკარგვა 29.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002162
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 27/09/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,041 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2001 მიღება
29.01.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №387 2001 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს ენერგოსისტემაში მიმდინარე რეფორმების შემდგომი განვითარების, ენერგოსისტემის მართვის სრულყოფის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის საიმედო  ენერგეტიკული გარანტიების შექმნის, მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან  ერთობლივი მუშაობის აღდგენის დაჩქარების, „ბისეკის“ წევრი ქვეყნების ენერგოგაერთიანების მომზადების, საერთაშორისო ურთიერთობებში ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების მიზნით  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური  ენერგეტიკული ცენტრი. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის თანდართული დებულება. 3. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს  ქ.თბილისში გელოვანის ქ. №2-ში მდებარე შენობის I, II, III, IV და V  სართულების (8155,3 მ​2) დამხმარე ინფრასტრუქტურით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამ-შრომლობის რეგიონალურ ენერგეტიკულ ცენტრისათვის  გადაცემა. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იaქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ამ დებულების საფუძველზე. 3. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის 2. II. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის საქმიანობის საგანი, მიზნები და ფუნქციები 4. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი: ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს ენერგოსისტემის ურთიერთობას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან, მათ შორის კავშირების აღდგენასა და ელექტროენერგიის ურთიერთგადადინებების (ექსპორტ-იმპორტი) განხორციელებას; ბ) მონაწილეობს საქართველოს ენერგოსისტემის სხვადასხვა სტრუქტურებთან (ენერგოგენერაცია, ელექტროდისპეტჩერიზაცია, ელექტროგადაცემა, სს „პონტოელი“ და სხვ.) ერთად ენერგოსისტემის ექსპლუატაციის ძირითად ღონისძიებათა (პარალელური მუშაობის, სარემონტო კამპანიის, წყალდიდობისა და შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის მზადება და სხვ.) დაგეგმვაში რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მათ შეთანხმებაში მეზობელ ენერგოსისტემებთან, მომხდარი ავარიების მიზეზების შესწავლასა და აღმოფხვრის ღონისძიებათა შემუშავებაში; გ) კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ბისეკი და სხვ.) ელექტროენერგეტიკის დარგში; დ)  საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინაციას უწევს ამიერკავკასიის რეგიონალური ენერგობაზრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო საქმიანობას; ე) ამზადებს წინადადებებს საერთაშორისო ენერგოკავშირების გაფართოებისა და შემდგომი განვითარების შესახებ; ვ) მონაწილეობს ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზაში რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობათა გათვალისწინებით; ზ) კოორდინაციას უწევს მეზობელ ენერგოსისტემებთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობის რეჟიმებს, სისტემათაშორისი ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის, სარელეო დაცვისა და მართვის სისტემების შემუშავება-დანერგვასა და ექსპლუატაციას; თ) მონაწილეობს ენერგოსისტემებს შორის გადადინებების შეთანხმებული სიდიდეების დარღვევების გაანალიზებასა და საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში; ი) კოორდინაციას უწევს მეზობელ ენერგოსისტემებთან მუშაობის საიმედოობის  ღონისძიებათა შემუშავება-დანერგვას; კ) კოორდინაციას უწევს მეზობელ ენერგოსისტემებთან მუშაობისათვის აუცილებელი ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავებას და მათ შესრულებას. III. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის ქონება და შემოსავლები 5. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის ქონებაა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობანი, რომლებიც აისახება მათ დამოუკიდებელ ბალანსზე. 6. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის ქონების ფორმირების წყაროებია: ა) სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება; ბ) მიღებული შემოსავლებით შეძენილი ქონება; გ) საქველმოქმედო შენატანები და ადგილობრივი ან უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობანი. 7. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკულ ცენტრს დასახული მიზნებისა და  დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უზუფრუქტის და/ან თხოვების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო ქონებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. 8. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის დაფინანსების წყაროა: ა) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებით მიღებული შემოსავლები; ბ) საქველმოქმედო შემონატანები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები. IV.საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის მართვა 9. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკულ ცენტრს მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 10. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალურ ენერგეტიკულ ცენტრს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის თავმჯდომარე. 11. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის თავმჯდომარე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად: ა) უძღვება საქმეებს ერთპიროვნულად და პასუხს აგებს საქმიანობის სწორი წარმართვისათვის; ბ) წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალურ ენერგეტიკულ ცენტრს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; გ) მოქმედებს საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს; დ) სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის  სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას; ე) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის თანამშრომლებს; ვ) ახორციელებს თანამშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და წახალისების ღონისძიებებს. V. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები 12. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო. 13. სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; 14. მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებებისათვის აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. VI. ლიკვიდაციის წესები და პირობები 15. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 16. საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.