მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 25.06.1999
ძალის დაკარგვა 01.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 300390000.05.002.001575
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30(37), 25/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin-top:198.45pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:184.3pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №373
1999 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, სატრანზიტო კომუნიკაციებისა და შენობა-ნაგებობათა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით:
1. საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების სტაბილური მუშაობა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია მიჩნეულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ამოცანად.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე):
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებში ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის;
ბ) ძირითადი ყურადღება გაამახვილოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ადგილობრივი ქვედანაყოფებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენაზე, ხანძრების პროფილაქტიკასა და ჩაქრობაში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების დანერგვაზე, ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენებაზე, თანამედროვე სახანძრო ტექნიკისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების ათვისებაზე.
3. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა:
ა) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად პრიორიტეტული მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნიონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და საფინანსო უზრუნველყოფა;
ბ) 1999 წლის მესამე კვარტალში განიხილონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის საკითხი, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად;
გ) ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე ავარიების, ხანძრებისა და მათი შედეგების სალიკვიდაციოდ უზრუნველყონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალებისა და საშუალებების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისათვის ტექნიკისა და მოსახლეობის მობილიზება დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) არ დაუშვან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შტატების შემცირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) მაგისტრალურ მილსადენებზე ავარიებისა და ხანძრების რისკიდან გამომდინარე, დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშაოს პროგრამა მილსადენების ექსპლუატაციის პერიოდში ეკოლოგიური რისკის შეფასების, პროგნოზის, შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ. გიორგაძე) 1999 წლის II კვარტალში მოამზადოს და წარმოადგინოს კანონპროექტი „მაგისტრალური მილსადენების შესახებ“.
6. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან (ს.პაპაშვილი), სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ (ი. ზაზაშვილი), საქართველოს მილსადენის კომპანიასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან (გ. ჭანტურია), საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან (მ. ჩხენკელი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის მესამე კვარტალში მოამზადოს დებულება „მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების ზონაში სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოების შესახებ“.
7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამსახურებთან ერთად ორ თვეში შეისწავლოს მილსადენების უსაფრთხოების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობების აშენების კანონიერება და დარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
8. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში მოამზადოს დებულება „მაგისტრალური მილსადენების დაცვის შესახებ“.
9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს ნავთობსადენისა და სუფსის სახმელეთო ტერმინალის ექსპლუატაციის ტექნიკური უსაფრთხოების წესები.
10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ახალი ეროვნული ტექნიკური ნორმების შედგენის გეგმაში გაითვალისწინოს მაგისტრალური მილსადენების სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავება.
11. ეთხოვოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ (ა. ჩხაიძე) უზრუნველყოს სახანძრო მატარებლების მუდმივი მზადყოფნა, დადგენილი ნორმების შესაბამისად, მათი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებით, ცეცხლსაქრობი საშუალებებითა და საწვავით დაკომპლექტება-შევსება.
12. მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო პროექტები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აუცილებლად შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტთან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა ნაწილში.
ე. შევარდნაძე