⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.07.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2011
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110330019, 04/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,749 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2011 მიღება
30.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BodyTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.95pt 42.5pt 53.95pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 4 201 1 წ ლის 29 მარტი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლისა და 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად : 1 . დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის თანდართული დებულება (თან ერთვის ).  2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №25 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ და 2010 წლის 30 სექტემბრის №34 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე . 4 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ . დედოფლისწყარო , ჰამლეტ გონაშვილის ქ .№2 ) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში .  საკრებულოს თავმჯდომარე                 ლ. ბაღაშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური  1 . დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში „სამსახური“ ) წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ , იურიდიულ , დოკუმენტურ , ანალიტიკურ , საინფორმაციო და მატერიალურ -ტექნიკურ უზრუნველყოფას , აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას . 2 . სამსახურის ფუნქციაა : უზრუნველყოს გამგეობის მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა , კომუნიკაცია თვითმმართველობის ორგანიზაციებთან , სამსახურებთან , ტერიტორიულ ორგანოებთან , მოქალაქეებთან , იურიდიულ პირებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება . 3 . სამსახური ახორციელებს გამგეობის მუშაობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას გამგეობასთან . 4 . სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ , მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს . 5 . სამსახური არ არის იურიდიული პირი . სამსახურს აქვს ბლანკი , შტამპი – შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის , მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით . 6 . სამსახურის საქმიანობის და სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან .     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1 . სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია : საქართველოს კინსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი , „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები , საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები , გამგეობის დებულება და წინამდებარე დებულება , რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის სტატუსს , სტრუქტურას , უფლებამოსილებას , ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს .  სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე , რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას , კანონმდებლობით დადგენილი წესით .     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1 . სამსახური ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, საინფორმაციო, სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ მომსახურებას; 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა ) გამგებლის დავალების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმის , პროექტის და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ბ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან , სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან , საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან , დაწესებულებებთან , საწარმოებთან , საზოგადოებრივ ორგანოზაციებსა და მოქალაქეებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზება; გ ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების , გამგებლის თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა , მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი; დ ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე ) გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება , შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების , წერილების აღრიცხვა , რეგისტრაცია , დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა , მათზე რეაგირების კონტროლი , ამ მიმართებით აპარატის მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი , შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის არქივში დროული ჩაბარება; ვ ) გამგებლის გადაწყვეტილებათა და გასული ოფიციალური კორესპონდენციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა , გამგეობის კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოში , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამგეობის არქივის საქმიანობის წარმართვა; ზ ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება; თ ) საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება სათანადო ორგანიზაციებში , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში . საჭიროების შემთხვევაში , გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების უზრუნველყოფა; ი ) გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების , პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა , საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულებების გაფორმება , შესაბამისი აქტების მომზადება თანამშრომლების მიღება -გათავისუფლების , დაჯილდოების , წახალისების და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე , კონტროლი მომსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე , საჭიროების შემთხვევაში , საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; კ ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა შესაბამისად ; ლ ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად , მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება; მ ) მოქმედი კანონმდებლობის , საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების , გამგეობის დებულების , წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება .  3 . სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე , რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას , კანონმდებლობით დადგენილი წესით .     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1 . სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს , ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი . 2 . სამსახურის უფროსი : ა ) უძღვება სამსახურის საქმიანობას; ბ ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის და გამგეობის საშტატო ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად . გ ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს : დ ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ე ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ ) ადგენს გამგეობის შინაგანაწესს და საქმისწარმოების წესს , რომელიც გამგებლის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს . ზ ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს , საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით , გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . 3 . სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი -გამგებლის მოადგილის წინაშე . 4. სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი და კურატორი გამგებლის მოადგილე . 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას გამგებლის ბრძანებით ასრულებს სამსახურის სტრუქტურის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი.     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება .     მუხლი 6🔗. მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები  მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება: 1. უზრუნველყოფს: ა) მოქალაქეთა ადმინისტრაციულ მომსახურეობას „ერთი სარკმლის პრინციპით”, ერთ მისამართზე, ერთ განყოფილებაში; ბ) წერილების, განცხადებების მიღებასა და რეგისტრაციას; გ) განცხადებებზე მიღებული პასუხების გაცნობასა და მოქალაქეებზე ჩაბარებას; დ) მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამსახურების შესახებ; ე) მოქალაქეებისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ვ) ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეებიდან და ორგანიზაციებიდან წინადადებების მიღება. 2. ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, მუნიციპალიტეტის გამგეობის ურთიერთობას. 3. კოორდინაციას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.     მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილების ფუნქციები იურიდიული განყოფილება: 1. უზრუნველყოფს გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას . 2. ახორციელებს გამგებლის სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში და საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს . 3. ახორციელებს გამგეობის სახელით გასული წერილების, მიმართვების, მოქალაქეთა განცხადებების პასუხების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებისათვის, გამგეობას სხვა თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფს კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. 5. ახორიცელებს მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას: ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ ი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) განსაზღვრავს განყოფილების მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს მისი მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ზ) უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების საიდუმლოების რეჟიმს, შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებელთან სამსახურის უფროსის წარდგინებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი.  მოხელეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები  საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.     მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.     მუხლი 12🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამსახურის უფროსი; ბ) განყოფილებების უფროსები; გ) სამსახურის მთავარი სპეციალისტები; დ) სამსახურის სპეციალისტები; ე) შტატგარეშე მოსამსახურეები; ვ) დამხმარე მოსამსახურეები.     მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.