მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.03.2011
ძალის დაკარგვა 13.02.2012
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.153.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110330022, 04/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 31
2011 წლის 30 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგასახადო კოდექსის 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი და დადგინდეს მისი განაკვეთები :
1. რეზიდენტი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ქონების გადასახადი შეადგენს :
ა) რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, არამატერიალურ აქტივებზე, ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, მ.შ. იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ არსებულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.
2.ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული:
ა) უძრავი ქონება (მ.შ. დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები;
ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100.000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,08 პროცენტს;
ბ) 100.000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის-საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტს.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს:
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი\ჰა)
სახნავი და სხვა მიწები
1 ჰა
საკარმიდამო
1 ჰა
სათიბები
1 ჰა
საძოვრები
1 ჰა
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა
ბუნებრივი რესურსები 1 ჰა
95ლ
95ლ
18ლ
15ლ
20ლ
3ლ
5. ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწაზე ქონების გადასახადი მცხეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეადგენს 0.24 ლარს, გარდა ქ. მცხეთისა. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი X 1 კოეფიციენტზე = 0,24 ლ;
ბ) ქ. მცხეთაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1. კვ.მ.-ზე შეადგენს 0.288 ლარს. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი X 1,2 კოეფიციენტზე = 0,288 ლ.
6. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ პირები:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე;
ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე