რუსთაველის პრემიის ლაურეატის, კინოოპერატორ ლევან ნამგალაშვილისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №383

1999 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

რუსთაველის პრემიის ლაურეატის, კინოოპერატორ ლევან ნამგალაშვილისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტის დანიშვნის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წინადადება და 1999 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს პრეზიდენტის გრანტი დაენიშნოს კინოოპერატორ ლევან ნამგალაშვილს თვეში 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) საქართველოს 1999 წლის ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დამატებით გამოუყოს 650 ლარი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრ ე მიების კომიტეტს, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამისი წლის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო ასიგნება.

ე. შევარდნაძე