გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 28.09.2001
ძალის დაკარგვა 11.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.002165
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 02/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის №393 ბრძანებულებისა და „ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №280 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.09.2007
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №393
2001 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია).
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თავი I
უნივერსიტეტის სტატუსი და ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. უნივერსიტეტი არის გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის უფლებამონაცვლე.
2. უნივერსიტეტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს სპეციალური უფლებამოსილება და ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (შემდგომში – „სსიპ გსუ“).
4. უნივერსიტეტს აქვს საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულ ენაზე.
5. უნივერსიტეტი თავისი სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგება, რომელიც სცილდება უნივერსიტეტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.
7. უნივერსიტეტს უფლება აქვს საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 383500, ქ. გორი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №53.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის ავტონომიურობა
1. უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) უნივერსიტეტის სტრუქტურის ჩამოყალიბება;
ბ) უნივერსიტეტის მართვა-გამგეობა;
გ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევა და დაკომპლექტება;
დ) სწავლების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად;
ე) სპეციალობათა ნუსხის შედგენა და დამტკიცება სახელმწიფოს მოთხოვნების გათვალისწინებით, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით სწავლების ამა თუ იმ ფორმის შემოღება ან გაუქმება;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა;
ზ) ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე კავშირის დამყარება სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ), აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით ქონებისა და ფინანსური სახსრების განკარგვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
3. უნივერსიტეტის ავტონომიურობა ვრცელდება მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი II
უნივერსიტეტის საქმიანობა
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიზნები
ა) საუნივერსიტეტო პროფილის კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ) საგამომცემლო საქმიანობა.
თავი III
უნივერსიტეტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია
1. უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია: ფაკულტეტები და კათედრები, სამმართველოები, განყოფილებები, კოლეჯი, ფილიალები, გამომცემლობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელთა მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო.
2. უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეული არის უნივერსიტეტის საერთო ბალანსზე.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
2. უნივერსიტეტის შინაგანაწესით დგინდება აბიტურიენტების ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვების ან უნივერსიტეტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევის ნორმები და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეობები, სასწავლო რეჟიმი (ყოველდღიური ლექცია-სემინარების რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და საუნივერსიტეტო განრიგით განსაზღვრული თანამიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულნი და სხვ.) სწავლის საჭირო პირობების შესაქმნელად დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან მონაწილეობას სასწავლო პროცესში. შეღავათების სახით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასებების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს (დიპლომს).
თავი IV
უნივერსიტეტის მართვა, უნივერსიტეტის მუშაკები
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის მართვა
ა) რექტორი;
ბ) რექტორატი;
გ) დეკანატები;
დ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს უნივერსიტეტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს. წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე. რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 45 დღისა სამეცნიერო საბჭო ვალდებულია მოაწყოს რექტორის არჩევნები.
3. რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
4. არჩევნები ეწყობა საქართველოს განათლების მინისტრის 1998 წლის 19 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
5. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ რექტორს საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის.
7. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში, მისთვის დაკისრებული ამოცანების განხორციელებისას ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
8. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
დ) გამოსცეს ბრძანებები და მითითებები;
ე) გახსნას ან დახუროს ბანკში უნივერსიტეტის ანგარიში;
ვ) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს უნივერსიტეტის დოკუმენტაცია;
ზ) შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
თ) უნივერსიტეტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან;
ი) სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე დადგენილი წესით შექმნას და გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები; საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შემოიღოს ან გააუქმოს სპეციალობები; განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფორმები და წესი.
9. რექტორი ვალდებულია განუხრელად დაიცვას უნივერსიტეტის წესდება.
10. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
მუხლი 11🔗. უნივერსიტეტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანი
1. უნივერსიტეტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები (პრორექტორობა და დეკანობა ძირითადი სამუშაო ადგილია, ხოლო კათედრებზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე უნივერსიტეტის ზოგიერთი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
3. პრორექტორების კანდიდატურებს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ფარული კენჭისყრის წესით შესაბამისი ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხის ან სამეცნიერო წოდების მქონე მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთაგან 5 წლის ვადით. გამონაკლის შემთხვევაში რექტორს, სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, უფლება აქვს დეკანის მოვალეობის შესრულება დაავალოს სამეცნიერო ხარისხისა და წოდების არმქონე პირს, რომელიც არის დარგის ცნობილი სპეციალისტი და აქვს უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის სულ ცოტა 10 წლის სტაჟი.
5. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
6. სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებული არიან უნივერსიტეტის რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
7. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წარუდგინონ რეკომენდაციები და წინადადებები.
8. უნივერსიტეტის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო სწავლების სექტორიდან შემოსული ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
9. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
10. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 12🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორი, ფაკულტეტების დეკანები, კათედრების გამგეები, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, ფილიალების დირექტორები, ბიბლიოთეკის გამგე, აგრეთვე ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლები რექტორატის რეკომენდაციით.
3. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სასწავლო გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება;
ბ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულების განსაზღვრა და დამტკიცება;
გ) ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების დამტკიცება;
დ) კათედრების გამგეებისა და პროფესორების არჩევა;
ე) რექტორის წარდგინებით უნივერსიტეტის პრორექტორების, ფილიალების დირექტორების დამტკიცება;
ვ) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კანდიდატურების წარდგენა ასპირანტურაში;
ზ) სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების დანიშვნა;
თ) უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა, ბიუჯეტის განსაზღვრა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, საფინანსო და სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშების განხილვა და მოსმენა;
ი) საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშების განხილვა;
კ) სახელმძღვანელოების, დამხმარე, სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა;
ლ) რექტორის არჩევნების დანიშვნა.
4. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საპატიო დოქტორად აირჩიოს გამოჩენილი სპეციალისტები და ცნობილი მეცნიერები.
5. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, ხმის უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების შესაბამისად.
6. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. საბჭოს მუშაობა ხორციელდება ყოველი სემესტრისათვის შედგენილი გეგმის მიხედვით. საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი საბჭოს სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ.
8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 13🔗. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალურად განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტი, მასწავლებელი (ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია; არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების შესაბამისად).
თავი V
უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების განსახორციელებლად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. უნივერსიტეტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, უძრავი ქონების გასხვისება, დატვირთვა და სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, უნივერსიტეტმა უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების თანხმობით.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროა:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთების შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები, გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დაწესებულების ფუნქციების შესრულებას, სხვა რაიმე მიზნით უნივერსიტეტის სახსრებისა და შემოსავლის გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 17🔗. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს საგანმანათლებლო სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო.
თავი VI
წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.