„ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 30.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-12/ნ
სარეგისტრაციო კოდი 290090000.22.035.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110331001, 01/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .5in .75in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-1
2
/ნ
2011 წლის 30
მარტი
ქ.
თბილისი
ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე
-3 მუხლის მე
-5 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე
-19 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე
-5 მუხლის მე
-2 პუნქტის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერის პირობები, რომელიც მოიცავს:
ა) ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას;
ბ) სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას;
გ) სამედიცინო კონსულტაციების ხარჯების ანაზღაურებას;
დ) ამბულატორიული მკურნალობის, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯების ანაზღაურებას;
ე) ჰოსპიტალური მკურნალობის, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებას;
ვ) სიცოცხლის დაზღვევას.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ვაუჩერის მოსარგებლეა საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ გადადგომის ან გარდაცვალების გამო) ოჯახის წევრები – ამ პირის მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი (შვილები).
3. ამ ბრძანების შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენს:
ა) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მშობლებზე (რაოდენობის მიუხედავად) – თვეში 250 ლარს;
ბ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მეუღლესა და არასრუწლოვან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებზე (რაოდენობის მიუხედავად, საოჯახო დაზღვევა) – თვეში 85 ლარს.
4. სადაზღვევო ვაუჩერის ფარგლებში დაზღვევის სუბიექტები არიან:
ა) დაზღვეული – ვაუჩერის მოსარგებლე, რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;
ბ) დამზღვევი – პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული;
გ) მზღვეველი – სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.
5. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ვაუჩერი წარმოადგენს არამატერიალიზებულ ვაუჩერს, რაც გულისხმობს ვაუჩერის მოსარგებლის კანონით აღიარებული უფლების (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის) გამოყენებას ამ ბრძანებით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობების შესაბამისად, მისთვის სასურველ ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.
6. მზღვეველი კომპანიის ნების გამოვლენა ამ პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე გამოიხატება დაზღვეულის მიერ მზღვეველთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებით.
7. სადაზღვევო პრემიის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).
8. სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პრემიის გადარიცხვის შესახებ მოთხოვნას უგზავნის სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას, მზღვეველის მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
9. ეს ბრძანება და დამზღვევსა და მზღვეველს შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულება ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას მხარეებს შორის, შესაბამისად, სააგენტო და მზღვეველი თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების კუთხით).
10. მზღვეველი ვალდებულია ამ ბრძანებით გათვალისწინებული ვაუჩერის მოსარგებლეზე სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეატყობინოს სააგენტოს.
11. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები.
12. არამატერიალიზებული ვაუჩერის მფლობელს ენიჭება სადაზღვევო კომპანიის არჩევანის თავისუფლება, ხოლო მზღვეველის შეცვლა წარმოებს დადებული კონტრაქტის პირობების შესაბამისად.
13. არასრულწლოვანი დაზღვეული პირების შემთხვევაში დაზღვევა გრძელდება სრულწლოვანების მიღწევამდე.
14. დაზღვეულის მხრიდან სადაზღვევო კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მას მოჰყვა შესაბამისი თვის სადაზღვევო პრემიის გარდა სხვა ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა, ამ თანხის გადახდა ეკისრება დაზღვეულს.
15. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება კალენდარული წლის მიხედვით.
16. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე