სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

მრძანებულება №449

1999 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრ ო ბო საკოორდინაციო კომისიის შესახებ

1. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნას საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ბაკურ გულუა –   საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თეიმურაზ ბერიძე  –   საქართველოს სტატისტიკის სახე ლ მწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

თენგიზ გაზდელიანი –   საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვლადიმერ პაპავა    –   საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ნინო ჩხობაძე –  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

ჯონი ხეცურიანი     –   საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გივი ჯაფარიძე    –   საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. კომისიას მიეცეს უფლება, მოიწვიოს თანამდებობის პირები, მოითხოვოს მათგან პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები, ანალიტიკური და სხვა აუცილებელი მასალები.

3. კომისიამ უზრუნველყოს:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთის რეგიონების განვითარების სამუშაოთა კოორდინაცია;

ბ) მთის რეგიონების განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების IFAD-ში წარდგენა, ამ წინადადებების არსებული წესით საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი განხილვის შემდეგ;

4.  კომისიამ სისტემატურად წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შედეგებზე.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1259567/