საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.07.1999
ძალის დაკარგვა 15.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №459
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37(44), 30/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 934 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.1999 მიღება
15.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 37.9pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №459 1999 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება I. ზოგადი დებულება 1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კულტურის, განათლების, მეცნიერების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას, უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე რეზოლუციების, დავალებების, მითითებების შესრულების კონტროლს. 2. სამსახურის ამოცანები, კომპეტენცია, ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებთი დებულებით“ და ამ დებულებით. II. სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები 3. სამსახურის ძირითადი მიზანია: ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის, ანალიზის, რეკომენდაციებისა და წინადადებების მიწოდება; ბ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა. 4. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის სახელმწიფო სტრუქტურების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და სხვა ნორმატიული აქტების, რეოლუციებისა და წერილების პროექტების შემუშავება, მათი შესრულების ორგანიზება და კონტროლი; ბ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის ცენტრალური და რეგიონული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია; გ) სახელმწიფო დღესასწაულებისა და ღირსშესანიშნავი თარიღების, იუბილეების მოწყობის კოორდინაცია; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემოქმედებით კავშირებთან, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიულ კავშირებთან, კერძო პირებთან; ე) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის სფეროებში საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ფონდებთან თანამშრომლობა; ვ) ქართული ენის განვითარების, სახელმწიფოებრივი ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომისიების საქმიანობის კოორდინაცია, ენის სახელმწიფო კომისიის მუშაობისათვის ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სფეროებში არსებული მდგომარეობის, პრობლემების, პერსპექტიული განვითარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმაციისათვის ყოველკვირეული შიდა ბიულეტენის (კვირიდან-კვირამდე) გამოცემა. III. სამსახურის უფლებამოსილება და მოვალეობა 5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ამ დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებიდან საინფორმაციო, სტატისტიკური მასალა, პერსპექტიული გეგმები, აგრეთვე, ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს კულტურის, მეცნიერების, განათლების, ბავშვთა და ახალგაზრდობის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო და წიგნით ვაჭრობის სფეროებში მმართველობის განხორციელების სრულყოფისათვის საჭირო ნორმატიული აქტების პროექტები; გ) წარუდგინოს წინადადებები საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შესაბამის სამინისტროთა, უწყებათა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, აგრეთვე სპეციალისტებისაგან კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; დ) მოამზადოს და ორგანიზაცია გაუწიოს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, ცალკეული პირების, უცხოელი სტუმრების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან და სახელმწიფო მინისტრთან მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ე) თავისი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად მოიწვიოს თათბირები სამინისტროებისა და უწყებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების, სახელმწიფო კანცელარიის სხვა ქვედანაყოფების მუშაკთა მონაწილეობით; ვ) დაამყაროს ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან; ზ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამის სფეროებში საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების მომზადებასა და ხელმოწერაში; თ) განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. IV. სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 6. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 7. სამსახურის უფროსი ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურ დავალებებს, ამზადებს მისი წერილებისა და გამოსვლების პროექტებს, პასუხისმგებელია სამსახურის მუშაობისათვის. 8. სამსახურის საშტატო ნუსხაშია: სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილეები, რეფერენტები, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, საქმისმწარმოებელი. 9. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 10. სამსახურში დროებითი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად გარკვეული ვადით დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით განსაზღვრული წესით. 11. სამსახურის რეფერენტებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 12. სამსახურის უფროსი განსაზღვრავს თავისი მოადგილეებისა და სხვა თანამშრომლების ფუნქციურ მოვალეობებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 13. სამსახურის რეორგანიზაციის ან გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით.