საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №484

1999 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რექტორთა საბჭოს თხოვნა და ნება დაერთოთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული ფორმებით დროებით, არა უმეტეს 5 წლით გაცემისა და ამორტიზებული, გამოუყენებელი აქტიური ნაწილის გაყიდვისათვის.

2. ამ ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები ჩაირიცხოს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშზე და გამოყენებულ იქნეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განმტკიცებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისათვის.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1259786/