უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №549

1999 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მოთხოვნების შესრულების მიზნით:

1. უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება ფასიანია.

2. ლეგალიზების სატარიფო განაკვეთების რაოდენობა განისაზღვროს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე