⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2006)

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2003
ძალის დაკარგვა 01.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2413
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.001.313
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 15/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,118 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2003 მიღება
01.01.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 56.7pt 44.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების სამართლებრივ საფუძველს შეადგენს ეს კანონი, „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონები და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.     მუხლი 2🔗. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მიზანი ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მიზანია: ა) ყოველი დაზღვეულის, თვითდამზღვევის ან/და დამზღვევის მიერ შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის პირობების შექმნა; ბ) სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისას მათი ოდენობის განმსაზღვრელი შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟისა და დაზღვეულის შემოსავლების შესახებ მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფა; გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფისა და რეალიზაციისათვის, ასევე დაზღვეულთა შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის საფუძველზე სადაზღვევო გასაცემლების დასანიშნად საინფორმაციო ბაზის შექმნა; დ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის მიზნით ფიზიკური პირის დაინტერესების მოტივაციის განვითარება; ე) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანაზე კონტროლისათვის პირობების შექმნა; ვ) სადაზღვევო გასაცემლების, ხარჯების, სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფის განსაზღვრის, სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშების პროგნოზირების საინფორმაციო მხარდაჭერა; ზ) დაზღვეულზე სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნა-გაცემის წესის გამარტივება და პროცედურების ოპერატიული უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის პრინციპები სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროს ერთიანობასა და საყოველთაოობას; ბ) დაზღვეულის შესახებ მონაცემების აღრიცხვას, სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანის საყოველთაოობასა და სავალდებულოობას; გ) სადაზღვევო უზრუნველყოფის მიზნით დაზღვეულის შესახებ მზღვეველთან არსებული დოკუმენტების გამოყენებას; დ) დაზღვეულის შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პროცესში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განხორციელებასა და სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის შესაბამის მონაცემთა გამოყენებას.     მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევა – სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც დაზღვეულს უზრუნველყოფს სადაზღვევო გასაცემლებით ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევების დადგომის შემდეგ; ბ) დაზღვეული: ბ.ა) საჯარო მოსამსახურე და შრომითი (კონტრაქტით) ან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით მომუშავე საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელებზედაც ამ კანონის შესაბამისად ვრცელდება სავალდებულო სოციალური დაზღვევა და რომლებსაც მზღვევლის ბიუჯეტში შეაქვთ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; ბ.ბ) ფიზიკური პირი, რომელიც გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით; ბ.გ) თვითდამზღვევი. გ) დამზღვევი: გ.ა) სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ანაზღაურებენ მათთან დასაქმებული (დაზღვეული) ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს (მომსახურებას) და მზღვევლის ბიუჯეტში დასაქმებულზე (დაზღვეულზე) შეაქვთ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; გ.ბ) სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირთა სავალდებულო სოციალურ დაზღვევას; დ) მზღვეველი - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელსაც „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით ეკისრება საქართველოში სავალდებულო სოციალური დაზღვევის ორგანიზება და მართვა; ე) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანნი – „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირები; ვ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი – დამზღვევის, დაზღვეულისა და თვითდამზღვევის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მზღვევლის ბიუჯეტში სავალდებულო სოციალური დაზღვევის გასაცემლების მიღებაზე დაზღვეულის უფლების უზრუნველსაყოფად სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ტარიფის მიხედვით სადაზღვევო ბაზიდან შესატანი თანხა; ზ) სადაზღვევო სტაჟი – სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე უფლებათა განსაზღვრისას გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის პერიოდების ხანგრძლივობა 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ, რომელთა განმავლობაშიც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე მზღვევლის ბიუჯეტში მოხდება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანა, აგრეთვე „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდები; თ) ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა – სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში დაზღვეულის სადაზღვევო მონაცემების ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება; ი) ინდივიდუალური ანგარიში – მზღვევლის ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის სისტემაში მონაცემთა მანქანურ მატარებელზე გამოყოფილი ინფორმაციული ველების ერთობლიობა, რომელზეც აღრიცხულია მონაცემები დაზღვეულის, თვითდამზღვევის ან დამზღვევის მიერ შეტანილი სავალდებულო სოციალური სადაზღვევო შესატანების შესახებ, ასევე სხვა მონაცემები ამ კანონის შესაბამისად; კ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო ბარათი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, როგორც დაზღვეულის რეგისტრაციის ფაქტს. თავი II ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა     მუხლი 5🔗. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალურ (პერსონიფიცირებულ) აღრიცხვას ახორციელებს მზღვეველი.     მუხლი 6🔗. დაზღვეული პირის ინდივიდუალური ანგარიში 1. მზღვეველი ყოველ დაზღვეულზე აწარმოებს ინდივიდუალურ ანგარიშს. 2. დაზღვეული პირის ინდივიდუალური ანგარიში შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) საკონტროლო თანრიგების შემცველ მუდმივ სადაზღვევო ნომერს; ბ) გვარს, სახელსა და მამის სახელს, აგრეთვე დაბადების გვარს; გ) დაბადების თარიღს; დ) დაბადების ადგილს; ე) სქესს; ვ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს; ზ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერიასა და ნომერს; თ) მოქალაქეობას; ი) ტელეფონის ნომერს; კ) შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდებს სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის შრომით ან სადაზღვევო სტაჟში გასათვალისწინებლად; ლ) შრომის ანაზღაურებას სადაზღვევო სტაჟის ყოველი თვისათვის, რომელზედაც კანონმდებლობის შესაბამისად დარიცხულია სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; მ) დაზღვეულზე დარიცხულ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის თანხას სადაზღვევო სტაჟის ყოველი თვისათვის, მათ შორის, ცალ-ცალკე დამზღვევისა და დაზღვეულისათვის; ნ) უმუშევრობის შემწეობის გაცემის პერიოდებს; ო) „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის პერიოდებს; პ) მონაცემებს სადაზღვევო გასაცემელთა დანიშვნის, გადაანგარიშების, ინდექსაციისა და დარიცხვის შესახებ. 3. დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშში მოცემული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები შესაბამისად ზუსტდება და იცვლება დაზღვეულის შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდში. 4. დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მონაცემები ინახება მზღვეველთან, დაზღვეულის მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ – საპენსიო საქმეთა შენახვის დადგენილი წესით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებში, ასევე მისი გარდაცვალების თარიღის შესახებ მითითებულ მონაცემებს გარდაცვალების რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადასცემს მზღვეველს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.     მუხლი 7🔗. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო ბარათი 1. მზღვეველი ყოველ დაზღვეულზე მისი განცხადების საფუძველზე გასცემს სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო ბარათს (შემდგომში – სადაზღვევო ბარათი), რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში მითითებულ მონაცემებს. 2. შრომითი ხელშეკრულებით სამუშაოზე პირველად მიღებული პირი სადაზღვევო ბარათს იღებს მზღვევლისაგან თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სადაზღვევო ბარათი გაიცემა აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც იღებენ პენსიას მარჩენლის დაკარგვის გამო, აგრეთვე სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ პირებზე. 3. დაზღვეული, რომელიც დამოუკიდებლად იხდის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანს, სადაზღვევო ბარათს იღებს უშუალოდ მზღვევლისაგან მისი, როგორც დაზღვეულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 4. სადაზღვევო ბარათი ინახება დაზღვეულთან. მისი დაკარგვის შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია დაკარგვიდან 30 დღის განმავლობაში განცხადებით მიმართოს მზღვეველს ბარათის აღდგენის შესახებ. 5. მზღვეველი დაზღვეულის მიერ სადაზღვევო ბარათის დაკარგვის შესახებ განცხადებით მიმართვიდან ერთი თვის განმავლობაში, მისთვის გახსნილი ინდივიდუალური ანგარიშის საფუძველზე გადასცემს მას აღნიშნული სადაზღვევო ბარათის დუბლიკატს დამზღვევის მეშვეობით ან პირადად. სადაზღვევო ბარათის დუბლიკატის გაცემისას მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეულს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მის პიროვნებას და ინდივიდუალურ ანგარიშში მითითებულ სხვა მონაცემებს. 6. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ისინი აისახება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე ამ კანონის მე-8–10 მუხლებით განსაზღვრული თანამიმდევრობით. ამასთან, მზღვეველი დაზღვეულზე გასცემს ახალ სადაზღვევო ბარათს (ადრე გაცემულის ნაცვლად) ინდივიდუალური ანგარიშის იმავე სადაზღვევო ნომრით. 7. ახალი სადაზღვევო ბარათის გაცემის თაობაზე (დაკარგულის ნაცვლად) დაზღვეულის განცხადების ფორმა მტკიცდება კანონმდებლობით.     მუხლი 8🔗. დაზღვეულის შესახებ მონაცემების წარდგენისა და შენახვის წესი 1. მზღვეველთან დაზღვეულის შესახებ მონაცემებს წარადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი. 2. დამზღვევი წარადგენს მონაცემებს ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც მასთან მუშაობს შრომითი ხელშეკრულებით და რომლის შრომის ანაზღაურებასაც კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი. მონაცემები გადაეცემა მზღვეველს დამზღვევის, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 3. დაზღვეული, რომელიც დამოუკიდებლად იხდის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანს, უშუალოდ წარადგენს შესაბამის მონაცემებს მზღვეველთან თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დამზღვევისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტანის მიერ შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟისა და შრომის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი მონაცემების უტყუარობაზე კონტროლს ახორციელებს მზღვეველი. 4. მონაცემებს იმ დაზღვეულზე, რომელიც „დასაქმების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით უმუშევრად არის ცნობილი, მზღვეველს წარუდგენს დასაქმების ორგანო. 5. მზღვეველთან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა ხდება დადგენილი წესით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. აღნიშნული მონაცემები შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით (მანქანურ მატარებლებზე ან ელექტრონული კავშირის არხებით) მათი სისწორის, არასანქცირებული შეღწევის და დამახინჯებისაგან დაცვის პირობების არსებობისას. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტების იურიდიული ძალა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მტკიცდებოდეს ელექტრონულ-ციფრული მინაწერით. საკითხს ელექტრონული ფორმით ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე წყვეტს მზღვეველი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის კონკრეტულ შემტანთან ერთად. 6. მზღვეველთან ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მიზნით წარდგენილი მონაცემების ასლები ინახება დამზღვევთან და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტან დაზღვეულთან. აღნიშნული ასლების შენახვა დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დოკუმენტების შენახვისათვის დადგენილი წესით. 7. მზღვეველთან წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტების შენახვის ვადა, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის დამზღვევისა და დაზღვეულის მიერ მზღვეველთან შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანისა და შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟის შესახებ, შეადგენს არანაკლებ 6 წელს, ხოლო ზემოთ აღნიშნული სხვა მონაცემების შემცველი დოკუმენტების შენახვის ვადა – არანაკლებ 3 წელს. 8. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანისა და შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟის შესახებ მონაცემების შემცველი დოკუმენტების განადგურება მათი შენახვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარმოებს დაზღვეულისათვის მის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მონაცემების გაცნობისა და გადაცემის შემდეგ.     მუხლი 9🔗. დამზღვევის მიერ დაზღვეულის შესახებ მზღვეველთან წარსადგენი მონაცემები 1. დამზღვევი მზღვეველთან წარადგენს მასთან მომუშავე დაზღვეულის შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს შემდეგ შემთხვევებში: ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის დაზღვეულის პირველადი რეგისტრაციისას; ბ) დაზღვეულის სამუშაოზე მიღებისას; გ) შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟის და სადაზღვევო ბარათის არმქონე ფიზიკური პირის სამუშაოზე მიღებისას ან მასთან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების დადებისას, რომლის შრომის ანაზღაურებასაც კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; დ) ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას; ე) მასთან მომუშავე დაზღვეულის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლისას. 2. დამზღვევი მზღვეველთან წარადგენს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს შემდეგნაირად: ა) ცნობებს მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეულის შესახებ, სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის დაზღვეულის პირველადი რეგისტრაციისას მზღვევლის მიერ დადგენილ ვადებში. ამასთან, ყოველი დაზღვეული დამზღვევს წარუდგენს საკუთარი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებს შესაბამის ფორმებს; ბ) მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეულის ინდივიდუალური ანგარიშის საკონტროლო თანრიგების შემცველ მუდმივ სადაზღვევო ნომერს მზღვეველთან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანის სახით დაზღვეულის პირველადი რეგისტრაციისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო შესაბამისი სადაზღვევო ბარათის არარსებობის შემთხვევაში – აღნიშნულ მონაცემებს წარადგენს შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შესახებ მონაცემებთან ერთად. ამასთან, დამზღვევს ყოველი დაზღვეული წარუდგენს საკუთარი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებს შესაბამის ფორმებს; გ) ინფორმაციას შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო ბარათის არმქონე იმ ფიზიკური პირის სამუშაოზე მიღებისას ან მასთან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების დადებისას, რომლის შრომის ანაზღაურებასაც კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, აგრეთვე შესაბამისი დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული მონაცემების შეცვლისას ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, მუშაობის დამწყები ყოველი პირი, ისევე როგორც დაზღვეული, რომელთა ინდივიდუალურ ანგარიშზეც აღრიცხული მონაცემები შეიცვალა, დამზღვევს წარუდგენს საკუთარი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებს შესაბამის ფორმებს; დ) დამზღვევის ლიკვიდაციისას და მისი, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანის, აღრიცხვიდან მოხსნის შემთხვევაში და აღნიშნული საფუძვლით მასთან მომუშავე დაზღვეულის გათავისუფლებისას. 3. დაზღვეული, რომელიც იწყებს მუშაობას ან დებს შესაბამის სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებას და რომლის შრომის ანაზღაურებასაც კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, ვალდებულია დამსაქმებელს წარუდგინოს სადაზღვევო ბარათი.     მუხლი 10🔗. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტანი დაზღვეულის მიერ მზღვეველთან წარსადგენი მონაცემები 1. დაზღვეული, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, მზღვეველთან წარადგენს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს შემდეგ შემთხვევებში: ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის მისი პირველადი რეგისტრაციისას; ბ) მზღვეველთან მისი, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტანის, აღრიცხვიდან მოხსნისას; გ) დაზღვეულის მიერ სადაზღვევო ბარათის დაკარგვისას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; დ) დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლისას. 2. დაზღვეული, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, მზღვეველთან წარადგენს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს შემდეგნაირად: ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტანის სახით პირველადი რეგისტრაციისას სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს სადაზღვევო ბარათს ან განცხადებას აღნიშნული სადაზღვევო ბარათის მისთვის პირველად ან ახლის (დაკარგულის ნაცვლად) გაცემის შესახებ, ასევე ატყობინებს აღნიშნულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; ბ) დაზღვეულის, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დამოუკიდებლად შემტანის აღრიცხვიდან მოხსნისას – აღრიცხვიდან მოხსნისათვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად; გ) დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლისას – შეცვლიდან 30 დღის განმავლობაში.     მუხლი 11🔗. მზღვეველთან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანისა და შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟის შესახებ მონაცემების წარდგენა 1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შესახებ მონაცემებს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ხოლო შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟის შესახებ მონაცემებს საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში არსებული ბრძანებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მზღვეველთან წარადგენს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2. დამზღვევი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ, მაგრამ საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეულის შესახებ მზღვეველთან წარადგენს შემდეგ მონაცემებს: ა) ინდივიდუალური ანგარიშის საკონტროლო თანრიგების შემცველ მუდმივ სადაზღვევო ნომერს; ბ) გვარს, სახელსა და მამის სახელს; გ) სამუშაოზე მიღების თარიღს (საანგარიშო პერიოდში დამზღვევის მიერ სამუშაოზე მიღებულ დაზღვეულზე) ან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების (თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ შრომის ანაზღაურებას კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი) დადების თარიღს; დ) სამუშაოდან გათავისუფლების თარიღს (საანგარიშო პერიოდში დამზღვევის მიერ სამუშაოდან გათავისუფლებულ დაზღვეულზე) ან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების (თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ შრომის ანაზღაურებას კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხებოდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი) შეწყვეტის თარიღს; ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობას, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხებოდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად დარიცხული და შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ოდენობას. 3. დაზღვეული, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში მზღვეველთან წარადგენს შემდეგ მონაცემებს: ა) ინდივიდუალური ანგარიშის საკონტროლო თანრიგების შემცველ მუდმივ სადაზღვევო ნომერს; ბ) გვარს, სახელსა და მამის სახელს, აგრეთვე დაბადების გვარს; გ) შრომის ანაზღაურების ოდენობას, რომელსაც ერიცხებოდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი; დ) დარიცხული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ოდენობას. 4. სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანი – დამზღვევი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის საქმიანობის პერიოდების შესახებ მზღვეველთან შესაბამის მონაცემებს წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.     მუხლი 12🔗. სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟში შემავალი საქმიანობის შესახებ მონაცემების წარდგენა 1. ფიზიკურმა პირმა, რომელიც სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის საჭირო შრომით ან/და სადაზღვევო სტაჟში შემავალ საქმიანობას ეწევა (სამხედრო სამსახური ან მასთან გათანაბრებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა), უნდა მიმართოს მზღვეველს სადაზღვევო ბარათის მისაღებად და აღნიშნული მონაცემების მის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღსარიცხავად. ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მზღვეველის მიერ აღნიშნული საქმიანობა აღირიცხება ინდივიდუალურ ანგარიშზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ფიზიკური პირი, რომელსაც პენსია დაენიშნა „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და რომელიც იწყებს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანასთან დაკავშირებულ შრომით ან/და სადაზღვევო სტაჟში შემავალ საქმიანობას, მზღვეველთან შესაბამის მონაცემებს წარადგენს ამ კანონით დადგენილი წესით. თავი III დაზღვეულის, დამზღვევისა და მზღვეველის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა     მუხლი 13🔗. დაზღვეულის უფლება-მოვალეობანი 1. დაზღვეული უფლებამოსილია: ა) საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით მზღვევლისაგან უფასოდ მიიღოს მონაცემები, რომლებიც დაცულია მის ინდივიდუალურ ანგარიშზე; ბ) უფასოდ მიიღოს დამზღვევისაგან იმ მონაცემების ასლები, რომლებიც დამზღვევის მიერ მზღვეველთან ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისთვისაა წარდგენილი; გ) ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში მზღვეველს განცხადებით მიმართოს მათი შესწორების თაობაზე. 2. დაზღვეული ვალდებულია: ა) გაიაროს რეგისტრაცია მზღვეველთან ამ კანონის მე-8–10 მუხლების შესაბამისად; ბ) მიიღოს სადაზღვევო ბარათი, შეინახოს და წარადგინოს იგი დამზღვევის, მზღვევლის და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნისთანავე; გ) იმ მონაცემთა შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც დაცულია მის ინდივიდუალურ ანგარიშზე, აგრეთვე სადაზღვევო ბარათის დაკარგვისას განცხადებით მიმართოს მზღვეველს ამ კანონით დადგენილი წესით; დ) მზღვევლის მოთხოვნისთანავე წარადგინოს მონაცემები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხვას.     მუხლი 14🔗. დამზღვევის უფლება-მოვალეობანი 1. დამზღვევი უფლებამოსილია: ა) დაზღვეულის სამსახურში მიღებისას მზღვეველთან წარსადგენად მოსთხოვოს მას სადაზღვევო ბარათი და ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მონაცემები; ბ) მზღვეველთან შეთანხმებით შეავსოს და დააზუსტოს მის მიერ გადაცემული მონაცემები დაზღვეულის შესახებ. 2. დამზღვევი ვალდებულია: ა) საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაცია გაიაროს მზღვეველთან, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანმა; ბ) მზღვეველს დადგენილ ვადაში წარუდგინოს ამ კანონით განსაზღვრული მონაცემები დაზღვეულის შესახებ; გ) უფასოდ გადასცეს მასთან მომუშავე ყოველ დაზღვეულს იმ მონაცემთა ასლები, რომლებიც ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის წარდგენილია მზღვეველთან ინდივიდუალურ ანგარიშზე აღსარიცხავად; დ) კონტროლი გაუწიოს დაზღვეულზე გაცემული სადაზღვევო ბარათის მონაცემთა შესაბამისობას მასთან დასაქმებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტებთან.     მუხლი 15🔗. მზღვევლის უფლება-მოვალეობანი ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. მზღვეველს უფლება აქვს, დამზღვევისაგან და დაზღვეულისაგან მოითხოვოს ამ კანონით განსაზღვრული მონაცემების სწორად და დადგენილ ვადაში წარდგენა. 2. მზღვეველი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს დამზღვევის და დაზღვეულის მიერ წარდგენილ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის ინდივიდუალურ ანგარიშზე და მათი შენახვა; ბ) განახორციელოს კონტროლი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შემტანის მიერ წარდგენილ, ამ კანონით განსაზღვრულ მონაცემთა სისწორეზე; გ) დაზღვეულის მიმართვიდან 10 დღის განმავლობაში წარუდგინოს მას ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული მონაცემები; დ) დამზღვევსა და დაზღვეულს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობანი, ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის პროცედურები, შესაბამისი ფორმების შევსებისა და მონაცემთა წარდგენის წესი.     მუხლი 16🔗. მზღვეველთან დამზღვევისა და თვითდამზღვევის რეგისტრაცია 1. მზღვეველთან დამზღვევისა და თვითდამზღვევის რეგისტრაცია სავალდებულოა და ხორციელდება 30 დღის ვადაში შემდეგნაირად: ა) დამზღვევისა – ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო დამზღვევისა, რომელსაც აქვს ქვედანაყოფები (ფილიალები) და მათი მეშვეობით გასცემს შრომის ანაზღაურებას დაზღვეულზე, – აგრეთვე თითოეული ქვედანაყოფის (ფილიალის) ადგილსამყოფლის მიხედვით; ბ) თვითდამზღვევისა – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან, ხოლო თუ იგი საქმიანობას ეწევა სხვა ადგილზე – მაშინ საქმიანობის ადგილის მიხედვით; გ) ფიზიკური პირისა, რომელიც ახორციელებს დაქირავებით მუშაკთა მიღებას და მათი შრომის ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით, – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაქირავებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა რეგისტრაციის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 17🔗. მზღვევლის თანამდებობის პირების, დამზღვევისა და დაზღვეულის პასუხისმგებლობა 1. მზღვევლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მონაწილეობენ შესაბამის პირთა ინდივიდუალურ ანგარიშზე მოცემული მონაცემების აღრიცხვაში, შენახვაში, გაცემასა და გამოყენებაში, პასუხისმგებელნი არიან ამ მონაცემების დაცვაზე. 2. დამზღვევი და დაზღვეული პირები კანონით გათვალისწინებული სრული და სწორი მონაცემების წარდგენისათვის თავის არიდების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განხორციელებისათვის საჭირო მონაცემების დადგენილ ვადებში წარუდგენლობისათვის ან არასრულად და არასწორად წარდგენისათვის დამზღვევისა და დაზღვეულის მიმართ გამოიყენება ფინანსური სანქციები მზღვეველთან ანგარიშგების პერიოდში შესატანი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის 10%-ის სასამართლო წესით გადახდევინებით.     მუხლი 18🔗. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის საკითხებზე დავის გადაწყვეტის წესი ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის საკითხებზე მზღვეველს, დამზღვევსა და დაზღვეულს შორის დავა წყდება სასამართლო წესით. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 19🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები 1. 2004 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტი სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის, სავალდებულო სოციალური დაზღვევის მონაწილეთა რეგისტრაციის, სათანადო ფორმების დამტკიცებისა და მათი წარმოების წესის შესახებ. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №507 ბრძანებულება „სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის შესახებ“.     მუხლი 20🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2003 წლის 20 ივნისი. №2413-IIს შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2442-რს - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.390