⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2008)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.09.1999
ძალის დაკარგვა 22.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №554
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46(53), 24/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 994 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.1999 მიღება
22.02.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 28.35pt 70.9pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №554 1999 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაფართოება-გაღრმავების და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი“. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. ცენტრი ახორციელებს ურთიერთობებს უცხოეთის ქვეყნებში არსებულ შესაბამის როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართვას საქართველოს კოსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ამ დებულების საფუძველზე. 4. ცენტრის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მას გააჩნია ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 5. ცენტის იურიდიული მისამართია: 380005, ქ. თბილისი, ლესელიძის ქუჩა №41. II. ცენტრის ძირითადი ამოცანები 6. ცენტრის ამოცანებია: ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება (გაფართოება) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, მათ ორგანიზაციებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის, ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ ცენტრებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან; ბ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიზური საკონტაქტო კომპიუტერული ბანკის შექმნა; დ) ხელშეწყობა საზღვარგარეთ მოქმედ შესაბამის ორგანიზაციებსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში; ე) საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხვედრილი მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიულ- კულტურული ფასეულობების მოძიება, აღნუსხვა და შესაბამისი კატალოგების გამოცემა. III. ცენტრის ძირითადი საქმიანობა 7. დასახული ამოცანების განსახორციელებლად ცენტრი: ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან ჩვენი ქვეყნის ყოფილ მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა); ბ) ხელს უწყობს თანამემამულეების ჯგუფებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ შექმნან ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, ვიდეოთეკები, მხატვრული თვითმოქმედების წრეები და სხვ.; გ) უხცოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლებთან; დ) უცხოეთში აგზავნის დელეგაციებისა და ჯგუფების შემადგენლობაში ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოღვაწეებს. შესაბამისად, საქართველოში იწვევს დელეგაციებსა და ცალკეულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებში, კვირეულებში და სხვ.; ე) ხელს უწყობს სასწავლებლად საქართველოს უმაღლეს და საშუალო სკოლებში საზღვარგარეთიდან თანამემამულეები მიღებას, აგრეთვე დასასვენებლად ბავშვების მიღებას; ვ) თანამემამულეთათვის გამოსცემს მრავალტირაჟიან გაზეთს, ქართული ენის თვითმასწავლებლებს, ლექსიკონებს, სასაუბრეებს, ბროშურებს და სხვა ლიტერატურას ქართულ და უცხო ენებზე. ახორციელებს ტელე-რადიო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მეთოდურ ზედამხედველობას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ტელე-რადიო მაუწყებლობაზე; ზ) ახორციელებს თანამემამულეთა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას; თ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მოძიებას, აღნუსხვასა და კატალოგების გამოცემას. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ ექსპედიციებსა და მივლინებებს უცხოეთის ქვეყნებში; ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ. IV. ცენტრის ქონება და შემოსავლები 8. ცენტრის ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება დამოუკიდებელ ბალანსზე და რომელიც იმავდროულად სახელმწიფო საკუთრებაა. 9. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება: ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; ბ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან შენატანებით; გ) საქართველოსა და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების შენატანებით; დ) საქველმოქმედო შენატანებით; ე) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეთა ნებაყოფლობით შენატანი თანხებით; ვ) საგამომცემლო, საგამოფენო და სხვა კულტურული ღონისძიებების შემოსავლებით. V. ცენტრის მართვა 10. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიმართ. 11. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ისმენს და ამტკიცებს ცენტრის წლიურ ანგარიშს. 12. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 13. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 14. ცენტრის დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით, განაგებს ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს; გ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხს აგებს დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესახებ, ანაწილებს მოვალეობებს თავის მოადგილეებს შორის, გამოსცემს ბრძანებებს; დ) ცენტრის ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურას და მუშაკთა რიცხოვნებას; ე) შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;      ვ) ახორციელებს თანამშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და წახალისების ღონისძიებებს. V. დასკვნითი დებულებები 15. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.