,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №22
2011 წლის 30 მარტი
ქ. კასპი
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4, მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 81 ლარი.
მუხლი 5
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებზე (მათ შორის,გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;
ბ) საძოვრებზე (მათ შორის,გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარი.“.
„მუხლი 8
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი
| გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ კასპში | 0,24 | 1,05 | 0,25 |
| 2 | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ კასპისა | 0,24 | 0,46 | 0,11 |
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი