⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.03.2006)
გაუქმებულია:

დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 01.10.1999
ძალაში შესვლა 04.04.2005
ძალის დაკარგვა 24.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №565
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49(56), 06/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,438 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.1999 მიღება
04.04.2005 ძალაში შესვლა
24.03.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გარდაქმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №565 1999 წლის 1 ოქტომბერი  ქ. თბილისი დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გარდაქმნის შესახებ ქვეყნის ყველა სამედიცინო დაწესებულება, განურჩევლად საკუთრების ფორმის და უწყებრივი დაქვემდებარებისა, ყალიბდება „კერძო სამართლის“ იურიდიულ პირად, რაც ქმნის მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის ორგანიზების კარგ პირობებს. ამგვარ შემთხვევაშიც უნდა გამოიყოს ცალკეული დაწესებუ­ლებანი, რომელთაც სპეციფიკური საჯარო ამოცანების გადაწყვეტა მოუწევთ დარგში მიმდინარე პროცესების სახელმწიფოებრივი მმართველობის უზრუნველსაყოფად. მათ რიცხვს განეკუთვნება დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების პროფესიულ ზრდას, ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ატესტაციას მთელი კავკასიის რეგიონში. ამჟამად, როდესაც დღის წესრიგში დადგა მედიკოსთა ერთიანი სერტიფიცირება, მათი უწყვეტი განათლების სისტემისა და რეზიდენტურის ორგანიზება, აღნიშნული დაწესებულების მდიდარი გამოცდილების როლი და მნიშვნელობა იზრდება. საჭირო ხდება მისთვის ახალი საჯარო ფუნქციების მინიჭება და, შესაბამისად, მატე­რიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. ჩამოყალიბდეს დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად კანონ­მდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. დამტკიცდეს აკადემიის თანდართული წესდება. 3. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. 4. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია სტატუსით გაუთანაბრდეს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელს. 5. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორად დაინიშნოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შაქარიშვილი. 6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) უზრუნველყოს, რომ დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას გადაეცეს მისთვის საჭირო ქონება დადგენილი წესით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინადადებით. 7. სწავლულ ექსპერტთა საბჭომ (გ. სანაძე) უზრუნველყოს აკადემიასთან არსებული საპროფესორო და სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების რეგლამენტის დამტკიცება სეს-ის წესდების შესაბამისად. 8. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა (ლ. ჯაფა­რიძე) უზრუნველყოს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება მეცნიერული კადრების აღზრდის საქმეში ასპირანტურისა და დოქტორანტურის ფუნქციონირების საშუალებით; სამედიცინო მეცნიერების პრიორიტეტულ მიმართულებებში კვლევითი პროექტების განხორციელება საკონკურსო წესით. 9. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორ­ბენაძე) უზრუნველყოს დიპლომისშემდგომი განათლების სახელმ­წიფო სამედიცინო აკადემიასთან შესაბამისი სახელმწიფო შეკვეთების გაფორმება მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და სამი თვის განმავლობაში დაწესებულების განვითარების სტრატეგიული ხუთწლიანი პროგრამის შემუშავება და წარმოდგენა. ე. შევარდნაძე დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წესდება 1. ზოგადი დებულებანი 1. აკადემია წარმოადგენს საჯარო სამრთლის იურიდიულ პირს და შედი საქართველოს ჯანმრთელობის სისტემაში. იგი უმაღლესი განათლების სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელია. აკადემიის ძირითადი საქმიანობაა – პედაგოგიური, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-პრაქტიკული, სამედიცინო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო. 2. აკადემია შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მისი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) კანონით განსაზღვრული წესით. 3. აკადემიამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებეით დაფინანსებული საშტატო ნუსხისა და ხელფასისი ფონდის განსაზღვრა. 4. აკადემიის ძირითადი ფუნქციაა მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და ცალკეული სპეციალობების მიხედვით რეზიდენტების მომზადება, აგრეთვე რეზიდენტურის სამსახურისა და სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების ორგანიზაცია. 5. აკადემიას გახსნილი აქვს შესაბამისი ანგარიშები ბანკებში, იგი აწარმოებს დამოუკიდებელ ბალანსს, თავისი შემოსავლებით ფარავს დანახარჯებს და სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განკარგავს მოგებას. აკადემია დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვრავს შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების წესს, ფორმასა და ოდენობას, ხოლო არასახელმწიფო შეკვეთით შესრულებული სამუშაოებისათვის საჭირო საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის ოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებლად. II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 6. აკადემიის ფუნქციონირების მიზანია ქვეყანაში არსებული სამედიცინო დარგის ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეცნიერული და საგანმანათლებლო უზრუნველყოფის მიზნით; გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება; სამეცნიერო კვლევათა შედეგების თავმოყრა და მათი პრაქტიკაში გატარების ორგანიზება. აკადემია ეწევა აგრეთვე ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. 7. აკადემიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: – სამედიცინო-ბიოლოგიური სამეცნიერო კვლევების შესრულება და კოორდინაცია; – პოსტდიპლომური და უწყვეტი სამედიცინო განათლების განხორციელება; – სამედიცინო დაწესებულებათა ლიცენზირებისა და სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების განხორციელება; – საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების განხორციელება; – სამედიცინო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოძიება, შეკრება, დამუშავება; – საკუთარი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღება და მისი გამოყენება მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის; – გრანტების მოპოვება; – ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამეურნეო საქმიანობის წარმოება საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით; – სამედიცინო პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; – უმაღლესი და საშუალო განათლების მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის დიპლომის შემდგომი განათლების წარმართვა როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის; – სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი, კონგრესი ყრილობა) ორგანიზაცია, გამართვა და მონაწილეობის მიღება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; – სამეცნიერო-კვლევითი შედეგების აპრობაცია-დანერგვა და მათი საავტორო უფლებების დაფიქსირება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; – სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტების მოწყობა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; – სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ანალოგიურ სტრუქტურებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაფართოება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც; – სახელმწიფო შეკვეთების შესრულება; – სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში გაერთიანებული ყველა დაწესებულებებიდან და მის საფუძველზე ერთიან მონაცემთა ბანკის შექმნა; – ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მედიკოსთა სერტიფიცირების, თეორიულ-პრაქტიკული და იურიდიული საფუძვლების მომზადება და სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პროცესის საორგანიზაციო-მატერიალური უზრუნველყოფა; – საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების ერთიანი კომპიუტერული ბანკის შექმნა მათი ერთიანი აღრიცხვა-კოორდინირება და შედეგების დანერგვა; – სამედიცინო, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემის საქმიანობის ორგანიზაცია ყველა სამედიცინო სამსახურისა და დაწესებულების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით; – მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და სასწავლებლებთან, აგრეთვე ფირმებთან ერთობლივი სამეცნიერო, სამედიცინო და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაცია; – მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში, რომელთა მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა-განვითარება; – სამეცნიერო და საპატიო ხარისხებისა და წოდებების მინიჭება საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის; – საგამომცემლო საქმიანობა; – პოსტდიპლომური და უწყვეტი სამედიცინო განათლება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და გადამზადება; – სამეცნიერო პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებათა შიდა სტანდარტების ექსპერტიზა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; 8. აკადემია თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და მის გარეთ, სათანადო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისი ხელშეკრულება იდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირთან. III. აკადემიის ქონება 9. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აკადემიას ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცემა ქონება, რომელიც დადგენილი წესით აისახება მის საბუღალტრო ბალანსში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. 10. აკადემია მოვალეა უზრუნველყოს ქონების ნორმალური ექსპლუატაცია, რისთვისაც ახორციელებს ძირითად ფონდებზე ამორტიზაციის ანარიცხების დარიცხვას დადგენილი წესით, რითაც უზრუნველყოფს თავის მფლობელობაში მყოფი ძირითადი ფონდების მოდერნიზაციასა და განახლებას. IV. მართვა 11. აკადემიას მართავს რექტორი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 12. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის წარდგინებით. მას ეკისრება აკადემიის წარმომადგენლობა და პერსონალური პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, აკადემიის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის, იგი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 13. აკადემიის მუშაკთა საქმიანობის მოცულობასა და წესებს განსაზღვრავს შესაბამისი ინსტრუქციები და საკონტრაქტო პირობები, რომელთაც ამტკიცებს რექტორი. 14. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გამომუშავების მიზნით აკადემიაში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომლის მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს დებულება და რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. 15. აკადემიის სტრუქტურას (ინსტიტუტები, რექტორატი, ფაკულტეტები, კათედრები, ლაბორატორიები, კლინიკური განყოფილებები), მათი მუშაობის პირობებსა და რეგლამენტს ამტკიცებს რექტორი. V. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა 16. აკადემიის შემოსავლის ძირითადი წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; ე) შემოწირულობანი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. 17. მიღებული შემოსავლები ხმარდება უშუალოდ აკადემიის საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული დანახარჯების დაფარვას. 18. აკადემიის საქმიანობით წარმოქმნილი საფინანსო შედეგის განკარგვა ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. შესაძლებელია აღნიშნული სახსრების, ან მათი ნაწილის ხარჯზე აკადემიაში შეიქმნას სპეციალური ფონდები, რომელთა სახსრები დადგენილი წესით მოხმარდება მუშაკთა მატერიალურ წახალისებას და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. 19. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შედგინოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად. 20. წლიური ბალანსი უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა. VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია 21. საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება დამფუძნებლის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი და აკადემიის შემდგომი ბედი (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია).