თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 31.10.2001
ძალის დაკარგვა 23.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №428
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 08/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 19.12.2005
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №428
2001 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ, ხოლო სახელმწიფო კონტროლი საბიუჯეტო ეკონომიკურ სფეროში ქ. თბილისის მერიამ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდება
თავი I
სტატუსი, ავტონომიურობა
მუხლი 1🔗. ინსტიტუტის სტატუსი
1. თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის №428 ბრძანებულებით.
2. ინსტიტუტს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლება-უნარიანობა და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ საქმიანობას.
3. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი“, შემოკლებით – სსიპ თბსი. ინსტიტუტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე უნდა აისახოს ინსტიტუტის სრული სახელწოდება ქართულ ენაზე.
5. ინსტიტუტი თავისი სპეციალური უფლება-უნარიანობის ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება ინსტიტუტის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია.
6. ინსტიტუტი ვალდებულია ყველა სახის დოკუმენტაცია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ინსტიტუტს უფლება აქვს თავისი სახელით სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: 380007, ქ. თბილისი, პუშკინის ქ. №7.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის ავტონომიურობა
1. ინსტიტუტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. ინსტიტუტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) ინსტიტუტის სტრუქტურის ჩამოყალიბებას;
ბ) ინსტიტუტის მართვა-გამგეობას;
გ) ინსტიტუტის მმართველი ორგანოების არჩევასა და დაკომპლექტებას;
დ) სწავლების სტრატეგიული ხაზის, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-დამტკიცებას საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაცვის პირობით;
ე) საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის თანახმად აწარმოებს აბიტურიენტთა მიღებას სხვადასხვა სპეციალობაზე. სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სწავლების ფორმებს;
ვ) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ზ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
თ) ამყარებს კავშირებს ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე. სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან), იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან არსებული კანონმდებლობის საფუძველზე;
ი) ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.
თავი II
ინსტიტუტის საქმიანობის საგანი
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
ინსტიტუტის საქმიანობის საგანია:
ა) კომპეტენტური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო მუშაობა;
გ) კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
თავი III
ინსტიტუტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქცია
1. ინსტიტუტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი, განყოფილებების, ფაკულტეტების და კათედრების, ინსტიტუტთან არსებული კოლეჯის, ფილიალების, გამომცემლობის, ბიბლიოთეკის, მუშაობის წესი და რეგლამენტი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, იმყოფებიან დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი
1. ინსტიტუტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება ინსტიტუტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
2. ინსტიტუტის შინაგანაწესით დგინდება ინსტიტუტში სტუდენტთა ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვებისა და ინსტიტუტიდან გარიცხვის პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმის (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, სასწავლო გეგმითა და ინსტიტუტის განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, ლექციებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები). შინაგანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულნი და სხვ.) სწავლის საჭირო პირობების შესაქმნელად დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომელიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
4. ინსტიტუტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. სწავლების ფორმა
ინსტიტუტში სწავლება ხორციელდება დასწრებული, ზოგიერთ ფაკულტეტზე კი დაუსწრებელი სწავლების ფორმით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სტუდენტის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში ინსტიტუტი გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს ( დიპლომს).
მუხლი 8🔗. სადისერტაციო საბჭოები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსტიტუტთან შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭოები.
2. სადისერტაციო საბჭოები თავის მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
ინსტიტუტის მართვა. ინსტიტუტის მუშაკები
მუხლი 9🔗. ინსტიტუტის მართვა
ინსტიტუტის მართვას ახორციელებენ;
ა) რექტორი;
ბ) რექტორატი;
გ) დეკანატები;
დ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს ინსტიტუტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს ინსტიტუტის სახელით, ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. ინსტიტუტის რექტორის არჩევა და დამტკიცება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტის წესდების მიხედვით. რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 45 დღისა სამეცნიერო საბჭო ვალდებულია მოაწყოს რექტორის არჩევნები. ინსტიტუტის რექტორობის კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი (კანდიდატი), პროფესორი, ინსტიტუტის ძირითადი თანამშრომელი, უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებით და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით.
3. რექტორს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
4. გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოაქვს სამეცნიერო საბჭოს. ამავე სხდომაზე ღია კენჭისყრით აირჩევა საორგანიზაციო კომისია, რომელიც შემდგომში წარმართავს რექტორის არჩევნების პროცესს. რექტორი აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევამდე.
5. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები თანდართული საბუთებით საორგანიზაციო კომისიის მიერ მიიღება ერთი თვის განმავლობაში კონკურსის გამოცხადებიდან.
6. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთ კვირაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნა კანდიდატის დაშვება-არდაშვების შესახებ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად (საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა სია შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენში. ფარული კენჭისყრის ბიულეტენში კანდიდატურების შეტანა ხდება მათ მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების შემოტანის დროის მიხედვით.
7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით, რაც შეესაბამება ინსტიტუტში სწავლების ხანგრძლივობის სრულ ციკლს. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა სიითი შემდაგნელობის 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და, ამავე დროს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე (50 პროცენტზე) მეტი.
8. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნება არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე ტარდება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორი კანდიდატისათვის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს.
9. თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები (ცხადდება კონკურსი).
10. ხმის დამთვლელი კომისია აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით. ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას ადგენს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგები მტკიცდება სამეცნიერო საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უბრალო უმრავლესობით.
11. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენში უნდა იქნეს შეტანილი კონკურსში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
12. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ რექტორად არჩეულს, საქართველოს განათლების მინისტრის წარდგენით, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
13. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე უმაღლეს სასწავლებელში.
14. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
15. რექტორის უფლება-მოვალეობები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მართვის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უმაღლესი სასწავლებლის წესდებით.
16. რექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) განსაზღვროს საწარმოო და სოციალური ფონდების გამოყენების მიმართულებები;
გ) კანონით ნებადართული წესით გამოსცეს ბრძანებები და მითითებები;
დ) გახსნას და დახუროს ბანკში ინსტიტუტის ანგარიშები;
ე) ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტუროს ინსტიტუტის დოკუმენტაცია;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს და დაამტკიცოს მიმღები საგამოცდო კომისიის საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
ზ) ინსტიტუტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
თ) ინსტიტუტის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
17. რექტორი სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესით შექმნას და გააუქმოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) განსაზღვროს და დაამტკიცოს სტუდენტთა (მათ შორის უცხოელ სტუდენტთა) მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. რექტორი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას ინსტიტუტის წესდება;
ბ) რექტორი ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე ინსტიტუტის სასწავლო, სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობისათვის.
მუხლი 11🔗. ინსტიტუტის რექტორატი, ფაკულტეტის დეკანი
1. ინსტიტუტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორი, დეკანები (პრორექტორობა და დეკანობა ძირითადი სამუშაო ადგილია, ხოლო კათედრებზე მუშაობა ითვლება შეთავსებად), აგრეთვე, რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ინსტიტუტის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.
2. ინსტიტუტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს ინსტიტუტის რექტორი.
3. პრორექტორების კანდიდატურებს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
4. დეკანის არჩევა ხდება შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოს მიერ ალტერნატიული პრინციპით კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით.
5. დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოში შემავალი კათედრის თანამშრომელი; ბ) სხვა კათედრის თანამშრომელი, მაგრამ ფაკულტეტის პროფილის შესაბამისი სპეციალისტი; გ) ზოგადსაინსტიტუტო კათედრის თანამშრომელი. უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, აგრეთვე პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
6. დეკანის მოადგილეს ნიშნავს რექტორი.
7. სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ინსტიტუტის რექტორისა და შესაბამისი საბჭოს წინაშე.
8. სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ შევიდნენ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში რეკომენდაციებითა და წინადადებებით.
9. ინსტიტუტის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ინსტიტუტის არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების ხარჯთა ნუსხის პროექტს.
10. ინსტიტუტის რექტორატს უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, ინსტიტუტის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
11. რექტორატის წევრებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და ინსტიტუტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 12🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის ინსტიტუტის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორი, ფაკულტეტების დეკანები, კათედრის გამგეები, ინსტიტუტის ცენტრებისა და ფილიალების დირექტორები, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ბიბლიოთეკის გამგე, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი რექტორატის რეკომენდაციით.
3. სამეურნეო და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად ინსტიტუტში იქმნება გაფართოებული სამეცნიერო საბჭო. გაფართოებულ სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები, ასევე სტუდენტური სამეცნიერო საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ინსტიტუტის ყველა პედაგოგს.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სასწავლო გეგმისა და პროგრამების დამტკიცება;
ბ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა და დამტკიცება;
გ) ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების დამტკიცება;
დ) კათედრის გამგეებისა და კათედრის პროფესორების არჩევა.
ე) ინსტიტუტის პრორექტორების, ფილიალების და ცენტრების დირექტორების დამტკიცება რექტორის წარდგინებით;
ვ) ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა კანდიდატურების წარდგენა ასპირანტურაში;
ზ) სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების მინიჭება;
თ) ინსტიტუტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ბიუჯეტის განსაზღვრა, საფინანსო და სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
ი) საბჭოს მუშაობის ყოველწლიური ანგარიშების განხილვა;
კ) სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე და სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა;
ლ) რექტორის არჩევნების დანიშვნა.
6. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საპატიო დოქტორად აირჩიოს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტები და ცნობილი მეცნიერები.
7. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით ხმის უბრალო უმრავლესობით, ხოლო თანამდებობებზე არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით ინსტიტუტის საარჩევნო დებულების მიხედვით.
8. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
9. საბჭოს მუშაობა ტარდება ყოველი სემესტრისათვის შედგენილი გეგმის მიხედვით. საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს ინსტიტუტის რექტორის საბჭოს სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ.
10. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 13🔗. სამეთვალყურეო საბჭო
1. ინსტიტუტში ფინანსური და რესურსების მოზიდვის, განახლებისა და ხარჯვის მიზანმიმართულად განკარგვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანო – საქართველოს განათლების სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ინსტიტუტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ეწყობა წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 14🔗. ინსტიტუტის მუშაკთა უფლება-მოვალეობანი
1. ინსტიტუტის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება შინაგანაწესით, ინსტიტუტსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. ინსტიტუტის მუშაკს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულების განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს ინსტიტუტის მართვაში.
3. ინსტიტუტის პედაგოგი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ინსტიტუტის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში აიმაღლოს კვალიფიკაცია;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. ინსტიტუტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი - ასისტენტი, უფროსი ლაბორანტი, მეთოდისტი (უფროსი ლაბორანტის გარდა ყველა თანამდებობა არჩევითია; არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, ინსტიტუტის საარჩევნო დებულების დაცვით).
თავი V
ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 15🔗. ინსტიტუტის ქონება
1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. ინსტიტუტისთვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
2. ინსტიტუტის ქონებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. დაფინანსება
1. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროა:
ა) ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები, გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. ინსტიტუტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა რაიმე მიზნით აკრძალულია.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის შესაბამის განმახორციელებელ მმართველობის ორგანოს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. ინსტიტუტის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, ფინანსური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 19🔗. ინსტიტუტის წესდებაში შესატან ცვლილებათა წესი
ინსტიტუტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 20🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. ინსტიტუტი შექმნილია განსაზღვრული ვადით.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.