გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2011
ძალის დაკარგვა 15.11.2013
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110331032, 05/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 979 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2011 მიღება
15.11.2013 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 37.3pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 17 2011 წლის 30 მარტი ქ.  გორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის   მე-2 პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სავალდებულოა ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა; გ) უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი. 2. დამტკიცდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში, დანართი №1-ის შესაბამისად. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                               ზ. ხმალაძე         დანართი №1 პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში საქართველოს კონსტიტუცია: 1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა; 2. ადგილობრივი თვითმმართველობა; 3. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; 4. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; 5. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; 2. თვითმმართველი ერთეულის ცნება; 3. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში; 4. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი; 5. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება; 6. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები; 7. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები; 8. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები; 9. საკრებულოს არჩევის წესი; 10. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება; 11. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება; 12. საკრებულოს კომისიები; 13. საკრებულოს ბიურო; 14. საკრებულოს ფრაქცია; 15. საკრებულოს წევრის სტატუსი; 16. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი; 17. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 19. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; 20. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; 21. გამგეობა; 22. გამგებლის სტატუსი, მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესი; 23. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 24. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; 25. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტები; 26. თვითმმართველი ერთეულის ქონება; 27. ადგილობრივი შესყიდვა; 28. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები; 29. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი: 1. საჯარო სამსახურის ცნება და სახეები; 2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება; 3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები; 4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები; 5. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო სამსახურში; 6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; 7. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურის ვადა; 8. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით; 9. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის ხელფასი; 10. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი; 11. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო; 12. საჯარო მოსამსახურის შვებულება; 13. მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი დავალების მიცემა; 14. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა; 15. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები; 16. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები; 17. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება; 18. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება; 19. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება; 20. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება; 21. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება; 22. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები; 23. სამსახურებრივი შეუთავსებლობა; 24. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი; 25. საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად; 26. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები; 27. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი; 28. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა; 29. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი; 30. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები; 31. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება; 32. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები; 33. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები; 2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები; 3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია; 4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია; 5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი; 6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები; 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება; 8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა; 9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები; 10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში; 11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; 13. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება; 14. ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინისტრაციული წარმოების მხარეები; 15. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები; 16. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი; 17. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის; 18. განცხადების განუხილველად დატოვება; 19. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; 20. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება; 21. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები; 22. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები; 23. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში; 24. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები; 25. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია); 26. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი; 27. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.