საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.11.2001
ძალის დაკარგვა 17.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №458
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 08/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 17.07.2007
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონი 29.12.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №458
2001 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 24-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანდართული წესდება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. აკადემიის სტატუსი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება.
2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.
3. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“, შემოკლებით „სსიპ – საქართველოს შსს აკადემია“.
4. აკადემიას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აკადემიას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: 380119, თბილისი, ქერჩის შესახვევი №1.
მუხლი 2🔗. აკადემიის მიზნები და ამოცანები
1. აკადემია ახორციელებს:
ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაცვით;
ბ) სპეციალობათა ნუსხის შედგენასა და დამტკიცებას სახელმწიფო მოთხოვნის გათვალისწინებით; სწავლების ფორმის შემოღებას და გაუქმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ე) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ვ) უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და დაწესებულებებისათვის;
ზ) აკადემიის მართვა-გამგეობას.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
თავი II
აკადემიის საქმიანობის საგანი, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
აკადემიის საქმიანობის საგანია სამართალმცოდნეობისა და სხვა პროფილის:
ა) სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო საქმიანობა;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების და დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების და დაწესებულებების თანამშრომელთა პირველდაწყებითი მომზადება;
ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რიგით და უმცროს მეთაურთა შემადგენლობის მომზადება.
მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი
1. აკადემიის სასაწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
2. შინაგანაწესით დგინდება აკადემიაში მსმენელთა ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე გადაყვანის, პროფილის მიხედვით სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტთა გადმოყვანის, კურსზე დატოვების ან აკადემიიდან გარიცხვის პირობები და წესი, მსმენელთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, სწავლის პირობები, მსმენელთა უფასო და ფასიანი სწავლების სახეები, სასწავლო რეჟიმის მეცადინეობის რაოდენობა, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი, ფორმები და სხვ.
მუხლი 5🔗. სწავლების ფორმა
აკადემიაში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით (ფასიანი და უფასო).
მუხლი 6🔗. დიპლომი და საგანმანათლებლო სერტიფიკატი
აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და მსმენელის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს სახელმწიფო დიპლომსა და საგანმანათლებლო სერტიფიკატს.
მუხლი 7🔗. სადისერტაციო საბჭო
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიაში იქმნება სადისერტაციო საბჭო.
2. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
თავი III
აკადემიის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 8🔗. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები
1. აკადემიის სასწავლო ფორმები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფაკულტეტი;
ბ) კათედრა;
გ) ციკლი;
დ) სექტორი;
ე) ადიუნქტურა;
ვ) სასწავლო ნაწილი;
ზ) განყოფილებები;
თ) ქვეგანყოფილებები;
ი) სასწავლო ცენტრი;
კ) ბიბლიოთეკა;
ლ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები.
2. სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, რომლითაც განისაზღვრება მათი საქმიანობა, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 9🔗. აკადემიის მართვა
აკადემიის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) რექტორატი;
გ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართვას აკადემიის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს აკადემიას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს აკადემიის სახელით.
2. რექტორის დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელსაც საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის.
4. რექტორი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და მსმენელისათვის;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს აკადემიის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და თანამშრომლები;
გ) აკადემიის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
დ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს აკადემიის დოკუმენტაცია;
ე) დაამტკიცოს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის, საგნობრივი კომისიებისა და ტექნიკური სამდივნოს შემადგენლობა;
ვ) აკადემიის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის საზღვარგარეთ;
ზ) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილოს და დაამტკიცოს აკადემიის ადმინისტრაციული აქტები; სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე წარადგინოს წინადადებები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე; განსაზღვროს და დაამტკიცოს მსმენელთა მიღებისა და ჩარიცხვის ფორმები და წესები.
5. რექტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას აკადემიის წესდება;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. აკადემიის რექტორატი
1. აკადემიის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები და დეკანები.
2. აკადემიის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის წესს.
მუხლი 12🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის აკადემიის მართვის კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომლის შექმნა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
3. საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდებიდან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების განხილვა; წინადადებების მომზადება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ბ) აკადემიის სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი და სარედაქციო-საგამომცემლო მუშაობის, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციის ყველა საკითხის შემდგომი სრულყოფის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება;
გ) სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის მომზადების განხილვა და დამტკიცება;
დ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების, გეგმების, სადისერტაციო კვლევის თემების დამტკიცება;
ე) აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული საკითხების, კათედრების, განყოფილებებისა და სხვა დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის განხილვა;
ვ) სამეცნიერო, საპატიო წოდებებისა და სამთავრობო ჯილდოების მისანიჭებლად წარდგინებების განხილვა.
მუხლი 13🔗. აკადემიის მუშაკთა უფლება-მოვალეობები
აკადემიის მუშაკთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი განისაზღვრება მუშაკსა და აკადემიას შორის დადებული ხელშეკრულებით.
თავი IV
აკადემიის ქონება
მუხლი 14🔗. აკადემიის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აკადემიას სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზურფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
2. ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. აკადემიის დაფინანსება
1. აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები და გრანტები;
ე) ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. აკადემიის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 16🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით აკადემიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
აკადემიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.