⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2005)
გაუქმებულია:

მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 01.10.1999
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №566
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49(56), 06/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,326 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.1999 მიღება
26.08.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.4pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №566 1999 წლის 1 ოქტომბერი  ქ. თბილისი მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა (19.04.94 წ. №126, 29.11.95 წ. N04) და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საზღვარ­გარეთის ქვეყნებს შორის დადებული სამთავრობო შეთანხმებებით „ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით: 1. შეიქმნას მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგი­ურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისია (შემადგენლობა თან ერთვის). 2. დამტკიცდეს სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. 3. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღ­ნიშნული ბრძანებულებებითა და სამთავრობათაშორისო შეთანხმე­ბებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კოორდინაცია. ე. შევარდნაძე მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის დებულება მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტ­რუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) მთავრობის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი სათათბირო ორგანოა. I. კომისიის ამოცანები და ფუნქციები კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: 1. ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულების – ეკოლოგიურად სუფთა ავტომა­ტიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრას­ტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნას, რეკონსტრუქციას და განვითარებას, მთიანი რეგიონების წამყვანი დარგების (სასოფლო და საქალაქო მეურნეობა, მრეწველობა, ტურიზმი, კურორტები, სპორტი, სასაზღვრო დაცვა და სხვა) ძნელადმისასვლელი დასახლე­ბებისა და წარმოება-დაწესებულებებისათვის. ამ პრიორიტეტული მიმართულებით დასახული ღონისძიებებიდან, საქართველოს წამყვანი როლის დამკვიდრების აუცილებლობის გათვალისწინებით, პირველ რიგში განსახორციელებელია არსებული ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზის რეკონსტრუქცია, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „სპეცტრანსის“ შესაბამისად და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა და რეალიზაცია, ამ სფეროში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადებული ურთიერთხელსაყრელი სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო და ეკონომიკური სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და პირდაპირი კავშირების დამყარების საფუძველზე. 2. ითანამშრომლოს საქართველოს დაინტერესებულ სამინის­ტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ფირმებთან და კოორდინაცია გაუწიოს მთიანი რეგიონებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საკითხების გადაწყვეტისათვის გამიზნულ საქმიანობას. 3. ორგანიზაცია გაუწიოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისისა“ და სხვა საერთაშორისო დამფინანსებელი დონორი ქვეყნებისათვის, დასახულ სფეროში რეგიონალური და მუნიციპალური პროგრამების პროექტების შერჩევის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას, მათ ფართო განხილვას, რეცენზირებასა და ექსპერტიზას. ხელი შეუწყოს მაღალი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტიანობის მქონე პროექტების დანერგვას. 4. კომპლექსურად განიხილოს მთიანი რეგიონებისათვის ავტომატიზებული სამგზავრო, სამგზავრო-სატვირთო და სატვირთო საბაგირო, საბაგირო-რელსური (ფუნიკულიორი), მონორელსური და სატროლეიბუსო სისტემების გამოყენების საკითხები ჩატვირთვის, ტრანსპორტირებისა და განტვირთვის პროცესების, როგორც ერთიანი ტექნოლოგიური ციკლის, გათვალისწინებით. 5. განიხილოს და შეაფასოს ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემების შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების დაგრობრივი და მუნიციპალური პროგრამები, ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებები, საინვესტიციო წინადადებები, კონცეფციები და სხვა. 6. ხელი შეუწყოს მთიანი რეგიონების მწვავე სატრანსპორტო პრობლემის ოპტიმალური გადაჭრისათვის, საერთაშორისო დონეზე სპეციალური ტრანსპორტის სისტემების შექმნის სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო, საპროექტო-საძიებო, დანერგვისა და ექსპლუატაციის სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, პროფესიონალი სპეცია­ლისტების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას და საზღვარგარეთ სტაჟირებას. 7. ითანამშრომლოს დიდი აბრეშუმის გზის, შავი ზღვის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს წევრ ქვეყნების დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის გათვა-ლისწინებით,; აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუ­მების და სემინარ-გამოფენების მოწყობაში, პრობლემის პოპულა­რიზაციის მიზნით ითანამშრომლოს მასმედიასთან, მიგრაციის პროცე­სების გაშუქების გათვალისწინებით. 8. კომისიამ მოამზადოს წინადადებები მასზედ დაკისრებული აქტუალური საკითხების დროულად და ეფექტიანად გადაჭრის უზრუნველსაყოფად. II. კომისიის უფლებამოსილებანი 1. კომისია უფლებამოსილია: 1. წარუდგინოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციები და წინადადებები მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების პრობლემათა შესახებ. 2. კომისიის სხდომაზე განიხილოს კომისიის დებულებით განსაზღვრული საკითხები მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესახებ და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები. 3. მოისმინოს მთიანი რეგიონებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის შექმნის, რეკონსტრუქციის და განვითარების დარგობრივი და მუნიციპალური პროგრამების შესრულების მდგომარეობა და ამის შესახებ დასკვნა წარუდგინოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 4. საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი საკონსულტაციო ჯგუფები ცალკეული საკითხების შესასწავლად და რეკომენდაციების მოსამზადებლად, მოისმინოს ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. უფლებამ­ოსილია მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 5. რეკომენდაცია მისცეს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს შექმნან მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლო­გიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრობლემებთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც ითანამშრომლებენ კომისიასთან, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან, სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების სახელმწიფო დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსს (სდსტკ) „საქსპეცტრანსთან“ და მის სათაო სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკასთან“. III. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია და რეგლამენტი 1. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს ტრანს­პორტის მინისტრი. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები. 3. კომისიის პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართ­ველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 4. კომისიის სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. 5. კომისიის რეკომენდაციები ფორმდება საოქმო გადაწყვე­ტილებებით. 6. კომისიის სხდომებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონის­ძიებებს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო, სდსტკ „საქსპეცტრანსი“ და მისი სათაო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი „ტრანსავტომატიკა“. მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ორჯონიკიძე – საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საზღვარგარეთის ქვეყნებში, საქართველოს სახელმწიფო დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის „საქსპეცტრანსის“ გენერალური დირექტორი, გენერალური კონსტრუქტორი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკო­ნო­მიკური ურთიერთობების მინისტრის მოად­გილე გრიგოლ დათუნაიშვილი      – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სურსათისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ივანე ზოდელავა – ქალაქ თბილისის მერი დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკური სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი რამინ მითაიშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე მირიანაშვილი – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტექნი­კურ მეცნიერებათა კანდიდატი თეიმურაზ მოსიაშვილი – დსთ-ს საკითხთა და მშვიდობიანი კავკასიის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მინდია სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ულუმბერაშვილი      – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქ­ტორი ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდი­დატი თამაზ ჩიტაიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის მდივანი ალექსანდრე ჩხეიძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. პ. მამრაძე