ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა აღდგენის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 07.11.2001
ძალის დაკარგვა 09.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №460
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 08/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა აღდგენის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №460
2001 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა აღდგენის შესახებ
არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები (ზვავი, გვალვა, სეტყვა და სხვ.) დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, შეინიშნება ამ მოვლენების სიხშირისა და ინტენსიურობის ზრდის ტენდენციები, რის გამოც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საგანგებო ღონისძიებებს ახორციელებს მათგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესარბილებლად. ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კვლევის დარგში, აგრეთვე ამ პროცესების რეგულირების მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების შექმნაში ქართველ მეცნიერებს წამყვანი ადგილი ეკავათ მსოფლიოში. 1961 წლიდან საქართველოში, პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში, დაიწყო არახელსაყრელი ჰიდრომეტეოლოროგიური პროცესების რეგულირების პრაქტიკული სამუშაოები. 80-90-იანი წლების მიჯნაზე ქვეყანაში განვითარებული ცნობილი ამბების შედეგად საქართველოში შეწყდა ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოები, რის გამოც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან ქვეყნისათვის მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი შეადგინა.
ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების პრაქტიკულ და სამეცნიერო-ექსპერიმენტულ სამუშაოთა აღდგენის მიზნით:
1. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩაითვალოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გვალვის, სეტყვის, გაზაფხულის სუსხის და ოზონის მავნე გავლენისაგან დაცვის, საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის, საქართველოს სამხედრო გზაზე თოვლის ხელოვნურად ჩამოზვავების, აგრეთვე ნალექებისა და სხვა ატმოსფერული მოვლენების რეგულირების სამუშაოთა აღდგენა და წარმოება.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების პრაქტიკული და სამეცნიერო-ექსპერიმენტულ სამუშაოთა აღდგენის აუცილებლობის შესახებ; მიზანშეწონილად ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციაში ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით შექმნილი ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ახალი თაობის ტექნოლოგიების შემოტანა და წარმოებაში დანერგვა.
3. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ნ. ბერაძე):
ა) შეასრულოს არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოები:
ა.ა) სასოფლო-სამეურნეო სავრგულების არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან დაცვისა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან, აგრეთვე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე სადაზღვევო პრინციპების (მექანიზმების) გათვალისწინებით;
ა.ბ) საქართველოს სამხედრო გზის ზვავსაშიშ უბნებზე თოვლის ხელოვნურად ჩამოზვავებისა – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან, აგრეთვე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე;
ა.გ) ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავების წყალშემკრებ აუზებსა და სათხილამურო კურორტების სასრიალო ტრასებზე ნალექების ხელოვნურად სტიმულირებისა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, აგრეთვე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე;
ა.დ) აეროდრომების თავზე ან მათ უშუალო სიახლოვეს ნისლის გაფანტვისა და ელჭექის ინტენსიურობის რეგულირებისა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან, აგრეთვე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა საფუძველზე;
ა.ე) აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო დაკვეთების ან სპეციალური ფონდების ხარჯზე.
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან, ტერიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან, მეცნიერებათა აკადემიასთან შესაბამისი რეგიონებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებთან ერთად განახორციელოს ღონისძიებანი ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა სარეაბილიტაციო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევისათვის გრძელვადიანი კრედიტების მოსაპოვებლად;
გ) შესაბამისი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში 2002-2003 წლებში უზრუნველყოს ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა სრული მასშტაბით აღდგენა-წარმოება, ხოლო 2003 წლის ბოლომდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად შექმნას აქტიური ზემოქმედების სამეცნიერო-ექსპერიმენტული ცენტრი.
4. ეთხოვოთ მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას, საერთაშორისო რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებს გაგვიწიონ ფინანსური დახმარება ატმოსფერულ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა აღდგენასა და შესაბამისი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის შექმნაში.
ე. შევარდნაძე