📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2011
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110331037, 05/04/2011
matsne.gov.ge 1,060 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 37.3pt 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2011 წლის 25 მარტი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  1. დამტკიცდეს დებულება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ (თან ერთვის). 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 იანვრის №4 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www. matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016054 თარიღი 11.02.2011 წელი). 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე). 4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11), კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                         მ. საღარეიშვილი დანართი 1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება სამსახურის უფროსს. 3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს პროფესიული, სოციალური და სხვა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეუძლია კანონმდებლობის შესაბამისად გაერთიანდეს ან ნებაყოფლობით შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში. 5. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. 6. სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.     მუხლი 3🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემედგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობანი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ჩამონათვალი მტკიცდება დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. სამსახურის ძირითადი შემადგენლობის დაწყებით მომზადებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ხოლო სამსახურის პირადი შემადგენლობის შემდგომ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. თავი II სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება     მუხლი 5🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე (ზოგიერთი კატეგორიის გარდა), რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი. 2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო დაცვის სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გაწვევის ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობებზე სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება გამგებლის მიერ.     მუხლი 6🔗. შეზღუდვები სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს. თავი III სამსახურის დისციპლინა     მუხლი 7🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითების, მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამისილების შესრულებას.     მუხლი 8🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფერხებაში; დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას; ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობის პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებულ ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის. თავი IV სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 9🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეებისათვის დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისათვის არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცვლებში მომუშავე მომსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო), ცვლების განრიგის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. თავი V სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურიდან გათავისუფლება     მუხლი 11🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.