⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.09.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 09.10.1999
ძალის დაკარგვა 29.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №581
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51(58), 13/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,092 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.1999 მიღება
29.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 59.55pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №581 1999 წლის 9 ოქტომბერი  ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში საჰაერო ტრანსპორტის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით და მისი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით: 1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს საავიაციო ბაზრის გაერთიანების და საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებში ეროვნული ავიაგადამზიდველის კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესახებ. 2. დამტკიცდეს „საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის შესახებ“ თანდართული დებულება. 3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და სარეგისტრაციოდ წარადგინოს „ავიაგადამზიდველთა სამგზავრო მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოების ფუნქციონირების წესი და პირობები“, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამგზავრო მოცულობების რეალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ოდენობა და სააგენტოების უფლება-მოვალეობანი. 4. უცხო ქვეყნის ავიაკომპანიების მიერ საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობების ფუნქციონირებისათვის დაწესდეს მათი საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტში აკრედიტაცია. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაოს და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით სათანადო წესით დაამტკიცოს უცხო ქვეყნის ავიაკომპანიების საკუთარი წარმომადგენლობების აკრედიტაციის წესი. 5. უცხო ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საავიაციო ბაზრის ცალმხრივად ათვისების შემთხვევაში დაწესდეს ამ ავიაკომპანიების მიერ კომერციული ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნული ავიაკომპანიის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის სავალდებულოდ გადახდა. საკომპენსაციო თანხების გადახდა წყდება საქართველოს ავიაკომპანიების მიერ ამ ხაზზე პარიტეტული რეგულარული რეისების დაწყების მომენტიდან. საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს მიენიჭოს უფლება ამ მუხლით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები გაზარდოს მინიმუმ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შესაბამისი უცხო სახელმწიფო გადაახდევინებს საქართველოს ავიაკომპანიებს ანალოგიურ საკომპენსაციო თანხებს. ე. შევარდნაძე საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის შესახებ დებულება I. საერთო დებულებანი 1. საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე. 2. ამ დებულების მიზანს წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული ავიადგდამზიდველების ურთიერთობების მოწესრიგება, საქართველოს საერთაშორისო საავიიაციო ბაზრის რეგულირება და უცხო ავიაგადამზიდველელბისათვის რეალური საკონკურენტო გარემოს შექმნა. 3. საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სტატუსის (შემდგომში – სტატუსი) მინჭებას, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარდგენის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო. II. ტერმინთა განმარტებანი 4. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავიაგადამზიდველი – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ავიასატრანსპორტო საწარმო, რომელსაც საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისაგან მიღებული „ექსპლუატანტის მოწმობა”; ბ) ეროვნული ავიაგადამზიდველი –ავიაგადამზიდველი, რომელის უპირატესი ფლობის და ფაქტობრივი კონტროლის უფლება გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს ან მის მოქალაქეებს; გ) საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის სამართლებრივი მდგომარეობა, რომლის უფლებები და მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით; დ) სტატუსის მაძიებელი – ავიაგადამზიდველის სტატუსის მიღების სურვილი; ე) „პირველი უარის უფლება: -ეროვნული ავიაგადამზიდველის უფლება იყოს უპირველესად დანიშნული საჰაერო მიმოსვლის შესახებ სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებში; ვ) გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტი – მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ბარგის და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულების დასადასტურებლად გამოყენებული ავიასატრანსპორტო დოკუმენტი; ზ) „ჰაერის მე-6 თავისუფლება” – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს დანიშნულ ავიაგადამზიდველზე მინიჭებული უფლება განახორციელოს რეგულარული გადაყვანა – გადაზიდვები ამ უფლების მიმნიჭებელი სახელმწიფოდან მესამე სახელმწიფოში ავიაგადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოს პუნქტების გამოყენებით; თ) დანიშნული ავიაგადამზიდველი – ეროვნული ავიაგადამზიდველი, რომელიც საჰაერო მომოსვლის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების შესაბამისად დანიშნულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის რეგულარული რეისების შესასრულებლად. III. სტატუსის მიღების საფუძველი 5. სტატუსის მიღების საფუძველია სატუსის მაძიებლის წეროლობითი განცხადება. 6. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-11 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების დამამტკიცებელი დოკუმენტები. 7. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი განცხადების მიღებიდან ერთ თვეში იხილავს სტატუსის მაძიებლის მიერ ამ დებულების მე-11 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში წარადგენს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში დასამტკიცებლად. განაცხადის განხილვისას გამოტანილი უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ამ სტატუსის მაძიებელს უარყოფის დასაბუთებული პასუხი წერილობით ეცნობება განხილვიდან ერთ კვირაში. IV. სტატუსის მოქმედების ვადა და ჩამორთმევის საფუძვლები 8. სტატუსი მიენიჭება საქართველოს ერთ ეროვნულ ავიაგადამზიდველს. 9. სტატუსის მფლობელს სტატუსი ჩამოერთმევა: ა) სტატუსის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) სტატუსის მფლობელის ლიკვიდაციის შემთხვევაში; გ) სტატუსის მფლობელის „ექსპლუატანტის მოწმობის“ ჩამორთმევის შემთხვევაში; დ) იმ შემთხვევაში, თუ იგი სტატუსის ფლობის პერიოდში ვერ უზრუნველყოფს ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას ან დაცვას. V. საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის უფლება-მოვალეობანი 10. საქართველოს ფლაგმანურ ავიაგადამზიდველს უფლება აქვს: ა) განახორციელოს რეგულარული და არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები ლიცენზიით გათვალისწინებულ საჰაერო ხაზებზე; ბ) საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებულ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად იყოს დანიშნული ავიაგადამზიდველი „პირველი უარის უფლებით“; გ) მონაწილეობა მიიღოს საჰაერო მიმოსვლის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში; დ) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 11. საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი მოვალეა: ა) გააჩნდეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, გადაყვანა-გადაზიდვის საკუთარი საფირმო დოკუმენტაცია; ბ) გააჩნდეს საჰაერო ხომალდის სამგზავრო მოცულობების დაჯაშვნის და რეალიზაციის ავტომატიზებული სისტემა; გ) გააჩნდეს საკუთრებაში ორი ან მეტი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი; დ) ჰყავდეს საერთაშორისო ფრენების განხორციელების უფლების მქონე საფრენოსნო შემადგენლობა; ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რეგულარული ექსპლუატაცია გაუწიოს ორ ადგილობრივ საჰაერო ხაზს; ვ) რომ მისი უპირატესი ფლობის და ფაქტობრივი კონტროლის უფლება გააჩნდეს საქართველოს სახელმწიფოს ან მის მოქალაქეებს; ზ) უზრუნველყოს საერთაშორისო საავიაციო ბაზრის მარკეტინგული გამოკვლევა მგზავრობის საწყისი, შუალედური და საბოლოო პუნქტების განსაზღვრით, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო რეგულარული გადაყვანა -– გადაზიდვების სამარშრუტო ქსელის და განრიგების დაგეგმვა უპირატესად განხორციელდეს „ჰაერის მე-6 თავისუფლების“ გამოყენებით და სათანადო შეპირაპირების უზრუნველყოფით. – მარკეტინგული გამოკვლევის შედეგები ყოველწლიურად წარედგინება საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს; თ) უზრუნველყოს არსებულ და ახალ საჰაერო ხაზებზე საქართველოს საავიაციო ბაზრის გაჯერება ისეთი სამგზავრო ტევადობით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებზე; ი) უზრუნველყოს მსოფლიო სამოქალაქო მსოფლიო ავიაციის ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავება ბრონირების და რეალიზაციის ახალი თანამედროვე სისტემების დანერგვით, პარტნიორი ავიაგადამზიდველების მოზიდვით, მათთან Interline და SPA შეთანხმებების დადებით და სხვ.; კ) არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები განახორციელოს სოციალურად ორიენტირებული სატარიფო პოლიტიკით; ლ) უზრუნველყოს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შეთანხმებულ ხაზებზე საქართველოს საავიაციო ბაზრის მაქსიმალური ათვისება; მ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი.