საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.11.2001
ძალის დაკარგვა 02.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №483
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 129, 30/11/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
2001 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების თაობაზე
1. დამტკიცდეს საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ თანდართული დებულება.
2. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) სისტემატურად წარუდგინოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შეტყობინებები მეწარმეთა საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილ ურჩ გადამხდელთა შესახებ სათანადო რეაგირებისათვის.
3. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოების მიერ მეწარმეთაგან კვარტალის მომდევნო თვეში საგადასახადო დეკლარაციების მიღება, ამასთან, მხოლოდ საგზაო ფონდის კვარტალური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის შესახებ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების აღნიშვნის შემდეგ;
ბ) „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოების მიერ მეწარმეთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობა საგზაო ფონდის გადასახადების სრული და დროული გადახდის შემოწმების ნაწილში სპეციალისტის სტატუსით, აგრეთვე საგზაო ფონდის გადასახადების გადახდის სისწორეზე შემოწმების შედეგების საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გაგზავნა.
4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ არ დაუშვას სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებზე საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოების მიერ სატრანსპორტო საგზაო ბარათის ბლანკების მორიგი რაოდენობის გაცემა საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.
5. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა დახმარება აღმოუჩინონ საგადასახადო სამსახურებს საგზაო ფონდის გადასახადების სრულად და დროულად ამოღებისათვის.
ე. შევარდნაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ
მუხლი I. ზოგადი დებულებანი
1. დებულება შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის და „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და შეიცავს საგზაო ფონდის გადასახადების გადახდის ინსტრუქციული ხასიათის მითითებებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ გადასახადებით მიღებული შემოსავლების აღრიცხვისა და მიზნობრივი გამოყენების წესს.
2. საგზაო ფონდის სახსრების მიზნობრივი გამოყენების მიმართულებები და წლიური მოცულობები, საგზაო დარგისათვის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ ასიგნებათა ჩათვლით, განისაზღვრება მოცემული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის დავალებათა გათვალისწინებით შედგენილი წლიური პროგრამის საფუძველზე, რომელსაც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შეიმუშავებს დადგენილი წესით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული მიმართულებებისა და მოცულობების ფარგლებში განისაზღვრება საგზაო სამუშაოების დეტალური წლიური გეგმა, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტი.
3. საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში (გარდა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთისა) რეგისტრირებული მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადები საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის და იმ მეწარმეთა მიერ გადახდილი გადასახადები მიწისქვეშა კომუნიკაციების, სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის, რომელთა დასაბეგრი ობიექტები განთავსებულია ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში, მიიმართება საგზაო ფონდში და მოხმარდება მოცემული რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვასა და განვითარებას სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული მიმართულებებისა და მოცულობების საფუძველზე, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნაწილში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით).
4. საგზაო ფონდის გადასახადების გადამხდელთა და დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვასა და ამ დებულებით დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის საგზაო ფონდის სამმართველო და საგზაო საგადასახადო სამმართველო (შემდგომში – შესაბამისი სამსახური).
5. დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური თავისი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ხსნის:
ა) სატრანზიტო ანგარიშებს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში თითოეული გადასახადისათვის ცალ-ცალკე;
ბ) სატრანზიტო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში თითოეული გადასახადისათვის ცალ-ცალკე.
6. საგზაო ფონდის გადასახადების თანხა, ჩარიცხული დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში გახსნილ სატრანზიტო ანგარიშებზე, გადაირიცხება საბანკო დაწესებულებების მიერ არა უგვიანეს მეორე საბანკო დღისა დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშებზე. ამ ანგარიშებზე შესული თანხები ყოველდღიურად გადაირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში სახელმწიფო საგზაო ფონდის დაფინანსებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
7. სახელმწიფო საგზაო ფონდის დაფინანსების სპეციალური სახაზინო ანგარიშიდან სახსრების ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული მიმართულებებისა და მოცულობების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე.
8. საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარის თანახმად, შემდეგი წესით:
ა) დეპარტამენტის საგადასახადო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით განსაზღვრული წესით საგადასახადო დეკლარაციის წარმოუდგენლობის ან დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში ავრცელებს საჯარიმო სანქციებს გადამხდელზე, გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დაარიცხავს საურავს, განახორციელებს გადამხდელთა ინფორმირებას, დაარიცხავს გადასახადის თანხებს, ავრცელებს საგზაო ფონდის გადასახადების გადამხდელებისათვის გადასახადის გადახდის, აკრეფისა და დაბრუნების წესებს, აწარმოებს საინკასო დავალებებით (განკარგულებებით) საგზაო ფონდის დავალიანებების ჩამოწერას მეწარმეთა საბანკო ანგარიშებიდან;
ბ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გარდა იმ საკითხებისა, რომლებსაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არეგულირებს დეპარტამენტის საგადასახადო სამსახური;
გ) საგზაო ფონდის გადასახადების გადამხდელებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი გადამხდელთა უფლება-მოვალეობანი;
დ) ბანკები და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის საინკასო დავალებათა შესრულება და ჩარიცხონ ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ საგზაო ფონდის სატრანზიტო ანგარიშებზე გადასახადის თანხები გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშიდან ფულის ჩამოწერის ოპერაციის შესრულებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
9. მეწარმის დავალიანება საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე, წარმოშობილი საგზაო ფონდის გადასახადების გადაუხდელობით, ერთი მხრივ და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დავალიანება მეწარმის წინაშე, წარმოშობილი მიწოდებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოების ან გაწეული მომსახურების საფასურის აუნაზღაურებლობით, მეორე მხრივ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაიფაროს ურთიერთჩათვლებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში სახელმწიფო საგზაო ფონდის დაფინანსებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ასახვით.
10. დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი იქმნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდა
1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან წარუდგინონ დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ ან საქალაქო საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №1) თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ მოცემულ რაიონში ან ქალაქში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.
2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი.
მუხლი 3🔗. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის გადახდა
1. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარუდგინოს დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ ან საქალაქო საგადასახადო ორგანოს საგადასახადო დეკლარაცია (ფორმა №2) თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხოს გადასახდელი თანხა დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ მოცემულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.
2. საწვავ-საცხები მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე.
მუხლი 4🔗. საავტომობილო ბენზინის აქციზის გადახდა
1. იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
2. სამამულო წარმოების საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებს საგადასახადო დეპარტამენტი რიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
3. ყოველი თვის პირველ დეკადაში საბაჟო დეპარტამენტი საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას საავტომობილო ბენზინის აქციზით დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ (ეთილირებულიდან და არაეთილირებულიდან ცალ-ცალკე).
მუხლი 5🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადის გადახდა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე იურიდიული ან ფიზიკური პირები ჩარიცხავენ ან შეიტანენ გადასახდელ თანხებს საანგარიშო წლის განმავლობაში დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ რაიონებში, ქალაქებსა ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშებზე თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით.
2. საბანკო დაწესებულებები გადასახადის გადამხდელ იურიდიულ პირებს აძლევენ გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ფიზიკურ პირებზე – სპეციალურ ქვითრებს, რომელთაც ეს უკანასკნელნი წარუდგენენ საგზაო პოლიციას ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ხელმეორე რეგისტრაციის ან ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების დროს.
მუხლი 6🔗. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციის, სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის გადასახადის გადახდა
1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში (მიწის ვაკისის ფარგლებში) მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციის და სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ ან საქალაქო საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაციები (ფორმა №3) თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით ყოველი საანგარიშო წლის 1 აპრილამდე, ხოლო სარეკლამო სტენდების ან ფირნიშების განთავსებისათვის – დაყენების მომენტში და შემდგომ ყოველი საანგარიშო წლის პირველ აპრილამდე და ამავე პერიოდში ჩარიცხონ გადასახადის თანხები დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ რაიონებსა და ქალაქებში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშებზე.
მუხლი 7🔗. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადახდა
1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადების აკრეფას ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტი კანონით დამტკიცებული განაკვეთით.
2. გადასახადის გადამხდელი პირისათვის თანხის გადახდისას გაიცემა გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ავტომანქანის მარკის, სახელმწიფო ნომრისა და გადახდილი თანხის ოდენობის ჩვენებით.
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ხდება დოკუმენტის გამცემი სამსახურის მიერ, აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებით.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის თანხებს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
5. ყოველი თვის პირველ დეკადაში საბაჟო დეპარტამენტი დადგენილი წესით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგენს წინა თვეში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხას საბაჟო გამტარი პუნქტების მიხედვით, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებულ იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხას, რომლებითაც განხორციელებულია სატრანზიტო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით.
6. პერიოდულად (არა უმეტეს კვარტალში ერთხელ) ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოსვლისათვის გადასახადის გადახდევინებისა და თანხების მოძრაობის სისწორის ერთობლივი შემოწმება დადგენილი წესით, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული პარამეტრების შემოწმება, ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტვირთამწეობასთან შესაბამისობისა და ღერძული დატვირთვის განსაზღვრა, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საავტომობილო გზებზე გატარების მარშრუტების დადგენა ხორციელდება საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტების მიერ საბაჟო გაფორმების ადგილებში საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით, ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ადგილებში. ორივე შემთხვევაში გადასახადს ზენორმატიული დატვირთვისათვის ახდევინებენ ამავე ადგილებში საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტები.
8. ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადამხდელი პირისათვის გაიცემა მკაცრი აღრიცხვის ქვითარი, რომელშიც აღინიშნება ზედმეტი წონის ან ზენორმატიული ღერძული დატვირთვისა და ამისათვის გადახდილი გადასახადის ოდენობა.
9. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტები საგზაო ფონდის გადასახადის თანხებს სამუშაო დღეებში ყოველდღიურად, ხოლო დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე – პირველ მომდევნო სამუშაო დღეს შეიტანენ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
10. საბაჟო ზონაში მომუშავე საგზაო-საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახური საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით აძლევს სპეციალურ საშვს, რომელიც მაგრდება მკერდზე. საშვში ჩაკრული უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, ადვილად იკითხებოდეს მისი გვარი და სახელი როგორც ქართულად, ისე ლათინურად. ცვლაში მომუშავე თანამშრომელს უნდა ეცვას საბაჟო სამსახურის წარმომადგენლისაგან განსხვავებული ტანსაცმლის ფორმა.