⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2006)

სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2003
ძალის დაკარგვა 01.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2419
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.001.315
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 15/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,903 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2003 მიღება
01.01.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
2004 55 წელი და 6 თვე
2005 56 წელი
2006 56 წელი და 6 თვე
2007 57 წელი
2008 57 წელი და 6 თვე
2009 58 წელი
2010 58 წელი და 6 თვე
2011 59 წელი
2012 59 წელი და 6 თვე
პენსიის დანიშვნის წელი მინიმალური ასაკი, რომელიც პენსიაზე უფლებას იძლევა
2013 და შემდეგ 60 წელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-2.45pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 46.35pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ 1. სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირებს სავალდებულო სადაზღვევო პენსია ენიშნებათ და მიეცემათ ამ კანონის შესაბამისად. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიებთან დაკავშირებული საპენსიო ვალდებულებები წესრიგდება მხოლოდ ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ეს კანონი არ არეგულირებს იმ საპენსიო ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის სავალდებულო სადაზღვევო პენსიებთან. აღნიშნული ვალდებულებები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.     მუხლი 2🔗. სამართლებრივი რეგულირების საგანი 1. „სავალდებულო სოციალური  დაზღვევის შესახებ“ და „სავალდებულო სოციალური  დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ეს კანონი ადგენს სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე უფლებათა წარმოშობის საფუძვლებს, მისი დანიშვნისა და გაცემის წესს. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონისგან განსხვავებული ნორმები, მაშინ უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ნორმებს.     მუხლი 3🔗. კანონში გამოყენებული ტერმინები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სავალდებულო სადაზღვევო პენსია – დაზღვეულის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა საპენსიო ასაკის შესრულების, შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომის ან მარჩენლის გარდაცვალების შემთხვევებში, რომელიც გაანგარიშებულია სახელმწიფოში არსებული საშუალო თვიური ხელფასის, შრომითი ან სადაზღვევო სტაჟისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის ოდენობის საფუძველზე; ბ) საბაზისო ნაწილი (შემდგომ ფორმულებში – საბაზ. ნაწ.) – ყველასათვის ერთი სიდიდის მქონე სავალდებულო სადაზღვევო პენსიის შემადგენელი ნაწილი, რომლის ოდენობა არ არის დამოკიდებული დაზღვეულის მიერ გადახდილ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანზე და განისაზღვრება სახელმწიფოში არსებული საშუალო თვიური ხელფასის საფუძველზე; გ) სადაზღვევო ნაწილი (შემდგომ ფორმულებში – სადაზღ. ნაწ.) – სავალდებულო სადაზღვევო პენსიის შემადგენელი ნაწილი, რომლის ოდენობა დამოკიდებულია დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის საერთო ოდენობაზე; დ) შრომითი სტაჟი – სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე დაზღვეულის საპენსიო უფლებათა განსაზღვრისას გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის პერიოდების ხანგრძლივობა 2004 წლის 1 იანვრამდე, როდესაც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე ხდებოდა სოციალური გადასახადის დარიცხვა, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდების ხანგრძლივობა; ე) სადაზღვევო სტაჟი (შემდგომ ფორმულებში – სადაზღ. სტაჟი) – სადაზღვევო პენსიაზე უფლებათა განსაზღვრისას გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის პერიოდების ხანგრძლივობა 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ, როდესაც მზღვევლის ბიუჯეტში მოხდება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანა, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდების ხანგრძლივობა; ვ) პირობითი საპენსიო კაპიტალი (შემდგომ ფორმულებში – პირობ. საპ. კაპ.) – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის საერთო თანხისა და ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული ფულადი სახით გამოხატული საპენსიო უფლებების ვალორიზებული (სიდიდეების ინდექსირებული) ჯამი, რაც წარმოადგენს სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილის ოდენობის განსაზღვრის საფუძველს; ზ) ინდივიდუალური ანგარიში – მზღვევლის ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის სისტემაში მონაცემთა მანქანურ მატარებლებზე გამოყოფილი ინფორმაციული ველების ერთობლიობა, რომელშიც აღრიცხულია მონაცემები დაზღვეულზე შემოსული სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების შესახებ, აგრეთვე სხვა მონაცემები „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) საშუალო ხელფასი (შემდგომ ფორმულებში – საშ. ხელფასი) – ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის წინა წელს ქვეყანაში არსებული საშუალო თვიური ხელფასი.     მუხლი 4🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნაზე უფლების მქონე პირები 1. ამ კანონის შესაბამისად სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნაზე უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაზღვეულნი არიან „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების პირობებს; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეების თანაბრად,  თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში მათ კმაყოფაზე მყოფი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირებს უფლება აქვთ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნაზე, თუ მათ გააჩნიათ არანაკლებ 15 წლის შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟი.     მუხლი 5🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სახეები სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სახეებია: ა) ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია; ბ) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია; გ) მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია.     მუხლი 6🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის არჩევის უფლება 1. პირებს, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად, ერთდროულად რამდენიმე სახის სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათივე არჩევით დაენიშნებათ ერთი სახის სავალდებულო სადაზღვევო პენსია. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნაზე უფლების წარმოშობის შემდეგ, პირს პენსიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. თავი II ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია     მუხლი 7🔗. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის პირობები 1. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების უფლება აქვთ პირებს 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუ მათ გააჩნიათ არანაკლებ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟი. 2. პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟი, აქედან, არანაკლებ 10 წლის მუშაობის უწყვეტი სტაჟი – მაღალმთიან რეგიონში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასაკი 5 წლით უმცირდებათ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად ცხოვრების შემთხვევაში.     მუხლი 8🔗. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა 1. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის საბაზისო ნაწილის სიდიდე განისაზღვრება ფორმულით: საბაზ.ნაწ. = 0.13 X საშ.ხელფ. 2. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: სადაზღ.ნაწ. = პირობ.საპ.კაპ. : გაცემ.მოს.ხანგრძ., სადაც: ა) პირობ.საპ.კაპ. არის დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის ოდენობა იმ დღის მდგომარეობით, როდესაც დაზღვეულს ენიშნება ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია; ბ) გაცემ.მოს.ხანგრძ. არის ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასაკის შესრულებიდან სადაზღვევო პენსიის გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში, დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებული აქტუარული ცხრილების საფუძველზე. 3. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის გაანგარიშება ხდება ფორმულით: პირობ.საპ.კაპ. = სადაზღ.სტაჟი X სადაზღ.კოეფ. X სადაზღ.ბაზა X ვალ.კოეფ., სადაც: ა) სადაზღ.კოეფ. არის კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღსარიცხ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზის ნაწილს და რომლის სიდიდე უდრის 0.08; ბ) სადაზღ.ბაზა არის სადაზღვევო შესატანის შეტანის დღის მდგომარეობით „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული დაზღვეულის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის დარიცხვის ბაზა; გ) ვალ.კოეფ. არის ვალორიზების კოეფიციენტი, რომლის გამოყენება ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. 4. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა არ შეიძლება იყოს თვეში 0,15 X საშ. ხელფ. ნაკლები. 5. 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისას, მისი გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა მცირდება აქტუარული ცხრილების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პენსიაზე გასული პირის ასაკს. ამასთან, ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილის სიდიდის გამოთვლისთვის აღნიშნული პენსიის გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება შეადგენდეს 10 წელზე (120 თვე) ნაკლებს. 6. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: ას.პენს. = საბაზ.ნაწ. + სადაზღ.ნაწ. თავი III შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია     მუხლი 9🔗. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის პირობები 1. პირის შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენისას სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევებში. 2. პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხს, მის გამომწვევ მიზეზს, შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომის დროსა და მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მზღვეველი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. საერთო დაავადებით შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია პირს ენიშნება, თუ მას გააჩნია ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟი და შესაძლებლობის შეზღუდვა დადგა იმ საქმიანობის პერიოდში, რომლიდანაც მიღებულ შრომის ანაზღაურებას ერიცხებოდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი. 4. შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია პირს ენიშნება მიუხედავად შრომითი ან სადაზღვევო სტაჟის ხანგრძლივობისა. ამასთან, პროფესიული დაავადებით გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დადგა არა უგვიანეს 2 წლის განმავლობაში მისი გამომწვევი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ. 5. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოიშვა პირის მიერ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების ჩადენის ან თავისი ჯანმრთელობისთვის ზიანის განზრახ მიყენებისას, რომელიც სასამართლო წესით არის დადასტურებული, მას შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია არ დაენიშნება.     მუხლი 10🔗. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა 1. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის საბაზისო ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: საბაზ.ნაწ. = 0.13 X საშ.ხელფ. 2. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: სადაზღ.ნაწ. = პირობ.საპ.კაპ. : (საპ.ას. – შეს.შეზღ.ას. + გაცემ.მოს.ხანგრძ.), სადაც: ა) პირობ.საპ.კაპ. არის დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის ოდენობა იმ დღის მდგომარეობით, როდესაც დაზღვეულს ენიშნება შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია. პირობითი საპენსიო კაპიტალის ოდენობა გამოითვლება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ფორმულის თანახმად; ბ) საპ.ას. არის ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილი საპენსიო ასაკი თვეებში; გ) შეს.შეზღ.ას. არის შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენისას დაზღვეულის ასაკი თვეებში; დ) გაცემ.მოს.ხანგრძ. არის ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში. 3. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: შეს.შეზღ.პენს. = საბაზ.ნაწ. + სადაზღ.ნაწ. 4. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დანიშნული შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა არ შეიძლება იყოს თვეში 0.22 X საშ. ხელფ. ნაკლები. 5. მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო დანიშნული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა არ შეიძლება იყოს თვეში 0.15 X საშ. ხელფ. ნაკლები. თავი IV მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია     მუხლი 11🔗. მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის პირობები 1. თუ გარდაცვლილ მარჩენალს გააჩნდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ან/და სადაზღვევო სტაჟი ან იგი ღებულობდა სავალდებულო სადაზღვევო ან შრომით პენსიას, მისი ოჯახის შრომისუუნარო და მის კმაყოფაზე მყოფ წევრებს უფლება აქვთ მარჩენლის დაკარგვის გამო მიიღონ სავალდებულო სადაზღვევო პენსია. 2. უგზო-უკვლოდ დაკარგული მარჩენლის ოჯახის წევრებზე ვრცელდება ყველა ის უფლება, რაც ამ კანონით დადგენილია გარდაცვლილი მარჩენლის ოჯახის წევრებზე, თუ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვა დადასტურებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მარჩენლის კმაყოფაზე ყოფნის მიუხედავად, მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან გარდაცვალების გამო, სავალდებულო სადაზღვევო პენსია ენიშნებათ მის შრომისუუნარო შვილებს. 4. გარდაცვლილი მარჩენლის ოჯახის შრომისუუნარო წევრებად ითვლებიან საქართველოში მცხოვრები: ა) გარდაცვლილი მარჩენლის შვილები, ძმები, დები და შვილიშვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ასევე, შვილები, ძმები, დები და შვილიშვილები 23 წლის ასაკის მიღწევამდე, თუ ისინი სწავლობენ დღის განყოფილებაზე ან გარდაცვლილი მარჩენლის შვილები, ძმები, დები და შვილიშვილები, რომლებიც 18 წლის ასაკის მიღწევამდე გახდნენ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონენი. ამასთან, გარდაცვლილი მარჩენლის შრომისუუნარო ძმებს, დებს და შვილიშვილებს მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ენიშნებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ჰყავთ შრომისუნარიანი მშობლები; ბ) გარდაცვლილი მარჩენლის მშობლები და მეუღლე, რომლებმაც მიაღწიეს ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილ ასაკს ან არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონენი; გ) გარდაცვლილი მარჩენლის პაპა და ბებია, რომლებმაც მიაღწიეს ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილ ასაკს ან არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონენი და არ ჰყავთ შრომისუნარიანი შვილები. 5. გარდაცვლილი მარჩენლის ოჯახის წევრები მის კმაყოფაზე ითვლებიან, თუ  ისინი გარდაცვლილი მარჩენლის სრულ კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ან ღებულობდნენ მისგან დახმარებას, რომელიც მათთვის არსებობის ძირითად და მუდმივ წყაროს წარმოადგენდა. 6. გარდაცვლილი მარჩენლის ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც მარჩენლის დახმარება არსებობისთვის ძირითადი და მუდმივი წყარო იყო, მაგრამ ისინი თავად ღებულობდნენ რომელიმე სახის პენსიას, უფლება აქვთ გადავიდნენ მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე. 7. მშვილებლებს, თანაბრად მშობლებისა და ნაშვილებ ბავშვებს, თანაბრად შვილებისა, უფლება აქვთ მიიღონ მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია. ამასთან, მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების უფლება არასრულწლოვან ბავშვებს უნარჩუნდებათ მათი გაშვილების შემთხვევაშიც. 8. გერი მარჩენლის დაკარგვის გამო მამინაცვალსა და დედინაცვალს, ღვიძლი მამისა და დედის თანაბრად უფლება აქვთ მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია მიიღონ იმ პირობით, თუ  ისინი არანაკლებ 5 წლის მანძილზე ზრდიდნენ და არჩენდნენ გარდაცვლილ გერს. გერს, ღვიძლი შვილის თანაბრად უფლება აქვს მარჩენალი დედინაცვლისა და მამინაცვლის დაკარგვის გამო მიიღოს მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია. 9. მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება მიუხედავად გარდაცვალების დადგომის მიზეზისა და დროისა, გარდა ამ მუხლის   მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 10. თუ გარდაცვლილი მარჩენლის გარდაცვალების მიზეზად სასამართლო წესით დადგენილი იყო მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ან თვითნებურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, მაშინ მარჩენლის ოჯახის წევრებს მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია არ დაენიშნებათ.     მუხლი 12🔗. მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა 1. მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა, რომელიც დაენიშნება შესაბამის პირს, დამოკიდებულია იმ სავალდებულო შრომითი ან სადაზღვევო პენსიის ოდენობაზე, რომელსაც გარდაცვალებამდე ღებულობდა მარჩენალი (ან რომელიც გაანგარიშებული იქნება მისი გარდაცვალების დღის მდგომარეობით ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად) და პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობაზე. 2. თუ მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება იმ პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც გარდაცვალების დღის მდგომარეობით ღებულობდა ასაკით ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიას (დანიშნულს 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ), ან ასაკით ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო შრომით პენსიას (დანიშნულს 2004 წლამდე), საწყისი პენსიის სიდიდედ, რომლის საფუძველზეც ხდება შესაბამის პირთათვის მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობის დადგენა, მიიღება იმ პენსიის ოდენობა, რომელსაც ღებულობდა მარჩენალი. 3. თუ მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება იმ პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც გარდაცვალების დღის მდგომარეობით არ ღებულობდა პენსიას, საწყისი პენსიის ოდენობა გამოითვლება ფორმულით: საწყ.პენს. = საბაზ.ნაწ. + სადაზღ.ნაწ., სადაც: ა) საბაზისო ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: საბაზ.ნაწ. = 0.13 X საშ. ხელფ.; ბ) სადაზღვევო ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით: სადაზღ.ნაწ. = პირობ.საპ.კაპ. : (საპ.ას. – გარდაც.ას. + გაცემ.მოს.ხანგრძ.), სადაც: ბ.ა) პირობ.საპ.კაპ. არის დაზღვეულის პირობითი საპენსიო კაპიტალის ოდენობა მის ინდივიდუალურ ანგარიშზე გარდაცვალების დღის მდგომარეობით და გამოითვლება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ფორმულის თანახმად; ბ.ბ) საპ.ას. არის ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილი საპენსიო ასაკი თვეებში; ბ.გ) გარდაც.ას. არის მარჩენლის გარდაცვალების ასაკი თვეებში; ბ.დ) გაცემ.მოს.ხანგრძ. არის ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. 4. მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: მარჩ.დაკ.პენს = საწყ.პენს. X რაოდ.კოეფ. : რაოდ., სადაც: ა) საწყ.პენს.  არის საწყისი პენსიის ოდენობა; ბ) რაოდ.კოეფ. არის ოჯახში მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიმღებთა რაოდენობაზე დამოკიდებული კოეფიციენტი, რაოდ. კოეფ. = 1, თუ რაოდ. = 1 და რაოდ. კოეფ. = 1.5, თუ რაოდ. > 1; გ) რაოდ. არის ოჯახში მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიმღებთა რაოდენობა იმ დღის მდგომარეობით, როდესაც ოჯახის შესაბამის წევრს ენიშნება აღნიშნული პენსია. 5. მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობა ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე არ შეიძლება იყოს თვეში 0.075 X საშ. ხელფ. ნაკლები. თავი V სავალდებულო შრომითი ან სადაზღვევო პენსიის ინდექსირება და გადაანგარიშება     მუხლი 13🔗. სავალდებულო შრომითი ან სადაზღვევო პენსიის ინდექსირება 1. ყოველი წლის 1 თებერვალს ხორციელდება უკვე დანიშნული სავალდებულო სადაზღვევო პენსიებისა და 2004 წლამდე დანიშნული შრომითი პენსიების ინდექსირება ფასების წლიური ინდექსის თანახმად  იმ სახსრების ფარგლებში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მიზნებისთვის მზღვევლის ბიუჯეტში შესაბამის საანგარიშო წელს. ამასთან, პენსიების ზრდის წლიური ინდექსი არ უნდა აღემატებოდეს საშუალო თვიური ხელფასის წლიური ინდექსის ზრდის სიდიდეს. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის საბაზისო ნაწილის ოდენობის გამოთვლა ხდება პენსიის შესაბამისი სახის დანიშვნისას მისი გაანგარიშების წინა წელს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ფორმულით. 3. დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის ვალორიზება (სიდიდეების ინდექსირება) წარმოებს წელიწადში ერთხელ, 1 თებერვალს. წინა წელს ფასების ცვალებადობის საფუძველზე გაანგარიშებული ვალორიზების კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს იმავე პერიოდში სავალდებულო სადაზღვევო პენსიის საბაზისო ნაწილის ზრდის ინდექსს და ერთ პენსიონერზე გაანგარიშებულ მზღვევლის შემოსავლების ზრდის წლიურ ინდექსს. 4. ქვეყანაში არსებული ფასებისა და საშუალო ხელფასის ზრდის წლიურ ინდექსს, უკვე დანიშნული პენსიების ინდექსირების კოეფიციენტს, პირობითი საპენსიო კაპიტალის ვალორიზების კოეფიციენტს და ერთ პენსიონერზე გაანგარიშებულ მზღვევლის შემოსავლების ზრდის წლიურ ინდექსს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 14🔗. სავალდებულო შრომითი ან სადაზღვევო პენსიის გადაანგარიშება 1. იმ პირებისათვის, რომლებიც ეწევიან დაქირავებით შრომით საქმიანობას ასაკით ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის შემდეგ და რომელთა ინდივიდუალურ ანგარიშზეც აღირიცხება სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხები, აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი სახის პენსიის სადაზღვევო ნაწილზე დანამატის გაანგარიშება დამატებით დარიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის გათვალისწინებით. იგივე ეხება იმ მომუშავე პირებს, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნათ პენსია ასაკის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო. აღნიშნული პირებისათვის იხსნება ინდივიდუალური ანგარიშები, რომლებზედაც ხდება დაქირავებით შრომითი საქმიანობის პერიოდში სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხების აღრიცხვა, ხოლო გაანგარიშებული სადაზღვევო დანამატი ზრდის არსებული შრომითი ან სადაზღვევო პენსიის ოდენობას.  სადაზღვევო დანამატის გამოთვლა და არსებული პენსიის ოდენობის გადაანგარიშება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაქირავებითი შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს. წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო დანამატი გაიცემა ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობის სადაზღვევო გასაცემლების სახით, ერთი წლის განმავლობაში. 2. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილზე სადაზღვევო დანამატის ოდენობა გამოითვლება ფორმულით: ას.პენს.დანამ.სადაზღ.ნაწ.=დამატ.სადაზღ.შესატ. : გაცემ.მოს.ხანგრძ., სადაც: ა) დამატ.სადაზღ.შესატ. არის ინდივიდუალურ ანგარიშზე დაქირავებით შრომითი საქმიანობის პერიოდში დამატებით აღრიცხული  სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხები; ბ) გაცემ.მოს.ხანგრძ. არის ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში დადგენილი წესით ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის მოსალოდნელი პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში გადაანგარიშების დღეს პირის ასაკის გათვალისწინებით. 3. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილზე სადაზღვევო დანამატის ოდენობა გამოითვლება ფორმულით: შეს.შეზღ.პენს.დანამ.სადაზღ.ნაწ. = დამატ.სადაზღ.შესატ. : (საპ.ას.– შეს.შეზღ.ას. + გაცემ.მოს.ხანგრძ. – ანაზღ.საქმ.ხანგრძ.), სადაც: ა) დამატ.სადაზღ.შესატ. არის ინდივიდუალურ ანგარიშზე დაქირავებით შრომითი საქმიანობის პერიოდში დამატებით აღრიცხული სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხები; ბ) საპ.ას., შეს.შეზღ.ას. და გაცემ.მოს.ხანგრძ. განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად; გ) ანაზღ.საქმ.ხანგრძ. არის დაქირავებითი შრომითი საქმიანობის პერიოდის ხანგრძლივობა თვეებში; დ) (საპ.ას. – შეს.შეზღ.ას. + გაცემ.მოს.ხანგრძ. – ანაზღ.საქმ.ხანგრძ.) სიდიდეზე ვრცელდება პენსიის გაცემის მოსალოდნელი ხანგრძლივობისთვის ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეზღუდვა. 4. დაქირავებით შრომითი საქმიანობის პერიოდში პირის ინდივიდუალურ ანგარიშზე დამატებით აღრიცხული სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხების ვალორიზება წარმოებს იმავე წესით, რაც დადგენილია ამ კანონის მე-13 მუხლის  მე-3 პუნქტით დაზღვეულის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხული პირობითი საპენსიო კაპიტალის ვალორიზებისას. 5. ორივე სახის სავალდებულო სადაზღვევო პენსიისათვის გადაანგარიშებული პენსიის ოდენობა გამოისახება ფორმულით: პენს.გადაანგ.შემდ. = პენს.გადაანგ.წინ + დანამ.სადაზღ.ნაწ., სადაც: ა) პენს.გადაანგ.შემდ.  არის პენსიის ოდენობა გადაანგარიშების შემდეგ; ბ) პენს.გადაანგ.წინ არის პენსიის ოდენობა გადაანგარიშების წინ; გ) დანამ.სადაზღ.ნაწ. გადასაანგარიშებელი პენსიის სახეზე დამოკიდებულებით უდრის, სათანადოდ, ას.პენს.დანამ.სადაზღ.ნაწ., ან შეს.შეზღ.პენს.დანამ.სადაზღ.ნაწ. 6.  სადაზღვევო დანამატის გათვალისწინებით გადაანგარიშებული სავალდებულო შრომითი ან სადაზღვევო პენსიის ოდენობა ექვემდებარება ინდექსირებას იმავე წესით, რაც განსაზღვრულია ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით. 7. მომუშავე პენსიონერისათვის პენსიის გაცემის შეწყვეტა, ინდივიდუალური ანგარიშის აღდგენა (სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიმღებისათვის) ან გახსნა (შრომითი პენსიის მიმღებისათვის), ამ ანგარიშებზე სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე მიმართული თანხების აღრიცხვა, შესაბამის პენსიაზე სადაზღვევო დანამატის გაანგარიშება, მისი გაცემა ან არსებული პენსიის გადაანგარიშება და პენსიის გაცემის განახლება წარმოებს „სავალდებულო სოციალური  დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი VI სადაზღვევო და შრომითი სტაჟი     მუხლი 15🔗. სადაზღვევო სტაჟში შემავალი შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდები 1. სადაზღვევო სტაჟში შედის ამ კანონის მე-4 მუხლში მითითებული პირების შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდები 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სრულდებოდა და ამ პერიოდების მანძილზე ხდებოდა სავალდებულო სადაზღვევო შესატანის შეტანა მზღვევლის ბიუჯეტში. 2. ამ კანონის მე-4 მუხლში მითითებული პირების მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესრულებული შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდები სადაზღვევო სტაჟში შედის საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულო სადაზღვევო შესატანის მზღვევლის ბიუჯეტში შეტანის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სადაზღვევო სტაჟში აგრეთვე ჩაითვლება: ა) სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდი; ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი სადაზღვევო გასაცემლის მიღების პერიოდები; გ) უმუშევრობის შემწეობის მიღების პერიოდი; დ) პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდი, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის ის პერიოდი, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს.     მუხლი 16🔗. შრომით სტაჟში შემავალი შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდები დაზღვეულ პირთა საპენსიო უფლებების შეფასებისა და პირობით საპენსიო კაპიტალში მათი კონვერტაციის მიზნით ამ კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი სტაჟის ქვეშ იგულისხმება 2004 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდების ხანგრძლივობა, როდესაც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე ხდებოდა სოციალური გადასახადების დარიცხვა, აგრეთვე, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდების ხანგრძლივობა.     მუხლი 17🔗. სადაზღვევო და შრომითი სტაჟის გამოთვლისა და დამტკიცების წესი 1. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნაზე უფლების მოპოვებისთვის საჭირო სადაზღვევო და შრომითი სტაჟის გამოთვლა წარმოებს კალენდარული წესით. რამდენიმე პერიოდის დროში დამთხვევის შემთხვევაში, სადაზღვევო და შრომითი სტაჟის გამოთვლისას მოხდება ერთ-ერთი ასეთი პერიოდის გათვალისწინება იმ პირის არჩევით, რომელიც მზღვეველს მიმართავს შესაბამისი სახის პენსიის დანიშვნის თაობაზე. 2. ფიზიკური პირის დაზღვეულად რეგისტრაციის შემდეგ, სადაზღვევო სტაჟის გამოთვლისას, შრომითი ან/და სხვა საქმიანობის პერიოდების ხანგრძლივობა დასტურდება „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე. 3. სადაზღვევო სტაჟის გამოთვლისა და დადასტურების წესები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4. შრომითი სტაჟის გამოთვლა და დადასტურება ხდება იმ წესით, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედებდა ამ კანონის მე-16 მუხლის გათვალისწინებით. თავი VII სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნა, გადაანგარიშება, გაცემა და ადგილზე მიტანა     მუხლი 18🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის, გადაანგარიშების, გაცემის და ადგილზე მიტანის წესები 1. ამ კანონის შესაბამისად, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნა, გადაანგარიშება, გაცემა და ადგილზე მიტანა ხორციელდება მზღვევლის მიერ, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღებაზე განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემისა და მისი ადგილზე მიტანის ორგანიზაცია ხორციელდება ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საპენსიო საქმისა და დოკუმენტების რეგისტრაციის საფუძველზე, რომლებიც დადგენილი წესით გაცემულია მზღვევლის მიერ. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა და საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების წესები დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 3. მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემისათვის, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში – აღნიშნული დოკუმენტების გაცემის დასაბუთებულობა. 4. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა წარმოებს დადგენილი ოდენობით, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მზღვევლის მიერ საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მეშვეობით. 5. პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ადგილზე მიტანა ხორციელდება იმ წყაროების ხარჯზე, რომლებიდანაც ფინანსდება შესაბამისი სავალდებულო სადაზღვევო პენსია. 6. პირის სურვილით, სავალდებულო სადაზღვევო პენსია შეიძლება გაიცეს მინდობილობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენსიის მინდობილობით გაცემა, რომლის მოქმედების ვადა ერთ წელს აღემატება, წარმოებს მინდობილობის მოქმედების მთელი ვადის მანძილზე, შესაბამისი პირის მიერ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების ადგილის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი რეგისტრაციის ფაქტის ყოველწლიური დადასტურების პირობით. 7. მზღვევლის მიერ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაცემის, დაკავებისა და ზედმეტად გაცემული თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 19🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის ვადები 1. სავალდებულო სადაზღვევო პენსია ინიშნება პენსიის დასანიშნად მიმართვის, მაგრამ არა უადრეს, პენსიის დანიშვნაზე უფლების წარმოშობის დღიდან. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება მზღვეველთან შესაბამისი განცხადებისა და აუცილებელი დოკუმენტების მიღების დღე. თუ აღნიშნული განცხადება ფოსტით გადაიგზავნება და დაერთვება ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მაშინ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ჩაითვლება მოცემული განცხადების გამგზავნ საფოსტო ორგანოს მიერ საფოსტო გზავნილზე მითითებული თარიღი. 3. იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მონაცემებს აკლია სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემები ან/და განცხადებას სრულად არ ერთვის აუცილებელი დოკუმენტები, მზღვეველი შესაბამის პირს გადასცემს მოთხოვნას დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შესახებ. თუ ასეთი დოკუმენტები წარდგენილი იქნება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება თავდაპირველი განცხადებით მიმართვის დღე. 4. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის, ან ერთი სახის სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მეორე სახით შეცვლის შესახებ განცხადება განიხილება ამ განცხადების მიღებიდან, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამატებითი დოკუმენტების წარდგენიდან, არა უგვიანეს 10 დღეში. განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მზღვეველი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის მიზეზისა და მისი გასაჩივრების წესის მითითებით და უბრუნებს ყველა წარდგენილ დოკუმენტს. 5. სავალდებულო სადაზღვევო პენსიები ინიშნება შემდეგი ვადებით: ა) ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია – სიცოცხლის განმავლობაში; ბ) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია – იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც პირი ცნობილია შესაძლებლობის შეზღუდვის მქონედ; გ) მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსია – იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც პირი ითვლება შრომისუუნაროდ. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ერთი სახის სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მეორეთი შეცვლა წარმოებს პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მზღვევლისათვის მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უადრეს აღნიშნულზე უფლების წარმოშობის დღისა.     მუხლი 20🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გადაანგარიშების ვადები 1. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გადაანგარიშება ხდება პირის მიერ აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მზღვეველთან მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 2. განცხადება სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ მიიღება გადაანგარიშებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 3. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობის გადაანგარიშება შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეცვლასთან დაკავშირებით წარმოებს შემდეგი წესით: ა) შესაძლებლობის შეზღუდვის უფრო მაღალი ხარისხის დადგენისას – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასკვნის გამოტანის დღიდან; ბ) შესაძლებლობის შეზღუდვის უფრო დაბალი ხარისხის დადგენისას – შესაძლებლობის შეზღუდვის აღნიშნული ხარისხის დადგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 4. ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილებისას, მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გადაანგარიშება ხდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამასთან, ოჯახის წევრებზე გაცემული პენსიის შესაბამისი სახის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ოდენობას. 5. განცხადება სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ განიხილება ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მზღვეველი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის მიზეზებისა და გასაჩივრების წესის მითითებით და უბრუნებს ყველა წარდგენილ დოკუმენტს.     მუხლი 21🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის შეჩერება და განახლება სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა შეჩერდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში სავალდებულო სადაზღვევო პენსიის პირის მიერ მიუღებლობისას. ამასთან, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის განახლება დაიწყება მის მიერ მზღვევლისადმი მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მისგან მიუღებელი პენსია წარსული დროისათვის შეჩერების დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა, შესაბამისი სახის პენსიის გაცემის განახლების შესახებ მომართვიდან; ბ) სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა შეჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას და მისი გაცემა განახლდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ ხელახალი აღიარების დღიდან. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში მორიგ შემოწმებაზე არ გამოცხადდა საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის ხელახლა დადგენის შემთხვევაში პენსია მიეცემა ამ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთან, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა ხარისხი, მაშინ პენსია წარსული დროისათვის გაიცემა შესაძლებლობის შეზღუდვის წინა ხარისხის მიხედვით.     მუხლი 22🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის შეწყვეტა და განახლება 1. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა შეწყდება: ა) პირის გარდაცვალების, ასევე დადგენილი წესით მის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; ბ) პირის მიერ მისთვის დანიშნულ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის მიღების უფლების დაკარგვის შემთხვევაში (გარემოებების ან დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებიც უარყოფენ მითითებულ პენსიაზე უფლების დასადასტურებლად წარდგენილი ცნობების უტყუარობას; პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონედ ცნობის ვადის გასვლას; შრომისუნარიანობის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც მარჩენლის დაკარგვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიას ღებულობდა; ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ სამუშაოს დაწყებას ან სხვა საქმიანობის განახლებას, თუ იგი ექვემდებარება სადაზღვევო სტაჟში ჩათვლას) – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ) პირის დაქირავებითი შრომითი საქმიანობის პერიოდში (გარდა თვითდასაქმებული პენსიონერისა); დ) თუ პირის ასაკის სავალდებულო სადაზღვევო პენსია დანიშნული აქვს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და მუდმივად აღარ ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში ამ კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი ასაკის შესრულებამდე. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა განახლდება: ა) პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; ბ) პირის მიერ დაქირავებითი შრომითი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ; გ) პირის, რომელსაც ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია შეუწყდა ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნების შემთხვევაში; დ) პირის სურვილის თანახმად, ახალი საფუძვლის წარმოშობის ან ადრე არსებული საფუძვლის დადასტურებისას, რომელიც სავალდებულო სადაზღვევო პენსიის განახლების უფლებას იძლევა, თუ აღნიშნული პენსიის გაცემის შეწყვეტიდან გასულია ათ წელზე ნაკლები – შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 3. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის განახლებისას, უფლება სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე აღარ გადაისინჯება. ამასთან, აღნიშნული პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-14 და მე-20 მუხლების გათვალისწინებით.     მუხლი 23🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემისა და ადგილზე მიტანის ვადები 1. მიმდინარე თვის სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს მომდევნო თვის განმავლობაში. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დარიცხული თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ აღნიშნული პენსიის მიუღებელი თანხისთვის მიმართვა მოხდა პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს 6 თვის გასვლამდე. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე ოჯახის რამდენიმე წევრის მიერ მიმართვისას, კუთვნილი სავალდებულო სადაზღვევო პენსიის თანხები მათ შორის ნაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პირი ვალდებულია, აცნობოს მზღვეველს იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომლებსაც თან სდევს სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ოდენობის შეცვლა ან მისი გაცემის შეწყვეტა.     მუხლი 24🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემა პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადიან 1. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუდმივ საცხოვრებლად გასულ პირს, გამგზავრებამდე 6 თვით ადრე, მისი სურვილით მიეცემა ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის თანხა, გამოხატული ლარებში. 2. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუდმივ საცხოვრებლად გასული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისთვის დანიშნული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის თანხა შეიძლება გაიცეს საქართველოს ტერიტორიაზე მინდობილობით, ან/და პირის მოთხოვნით პენსია შეიძლება გაგზავნილ იქნეს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადარიცხვის დღისათვის დადგენილი კურსით. 3. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუდმივ საცხოვრებლად გასულ პირზე სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნებისას, სავალდებულო სადაზღვევო პენსიის თანხები, რომლებიც მათ მიერ ვერ იქნა მიღებული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუდმივად ცხოვრების მანძილზე, გაიცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა, აღნიშნული პენსიის მიღების თაობაზე მიმართვის თვიდან.     მუხლი 25🔗. პასუხისმგებლობა სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისა და გაცემისათვის საჭირო ცნობების ნამდვილობისათვის 1. დაზღვეულს, დამზღვევსა და თვითდამზღვევს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისა და გაცემისათვის მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისთვის წარდგენილი მონაცემების უტყუარობისთვის. 2. იმ შემთხვევაში, თუ არასწორი ცნობების დაგვიანებით წარდგენას მოჰყვა სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გასაცემად გამოყოფილი სახსრების გადაჭარბება, ბრალეული პირები მზღვეველს ზიანს აუნაზღაურებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის და ამასთან დაკავშირებით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის ზედმეტი თანხების გაცემის შემთხვევაში, შესაბამისი პირი მზღვეველს მიყენებულ ზიანს უნაზღაურებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 26🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიიდან თანხის დაკავება 1. სავალდებულო სადაზღვევო პენსიიდან თანხის დაკავება წარმოებს: ა) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) მზღვევლის მიერ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით პირისათვის ზედმეტად გაცემული თანხების სავალდებულო სადაზღვევო პენსიიდან გადახდის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) პირის მხრიდან სასამართლო წესით დადგენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, სავალდებულო სადაზღვევო პენსიებიდან თანხების გადახდის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. სავალდებულო სადაზღვევო პენსიიდან თანხის დაკავება წარმოებს სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დადგენილი ოდენობიდან გამომდინარე. 3. სასამართლოს მიერ შეიძლება დაკავებულ იქნეს სავალდებულო სადაზღვევო პენსიის არა უმეტეს 50%, ხოლო მზღვევლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, თანხის დაკავება შეიძლება მოხდეს დანიშნული პენსიის 20% ფარგლებში. 4. იმ შემთხვევაში, თუ პენსიის შეწყვეტის გამო მზღვევლის მიერ ვერ ხერხდება ზედმეტად გაცემული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის თანხების დაკავება, აღნიშნული თანხების ამოღების  საკითხი წყდება სასამართლო წესით. თავი VIII სავალდებულო სადაზღვევო და შრომითი პენსიების დაფინანსება     მუხლი 27🔗. სავალდებულო სადაზღვევო და შრომითი პენსიების დაფინანსების წყარო 1. ამ კანონით დადგენილი სავალდებულო სადაზღვევო და შრომითი პენსიების დაფინანსება ხორციელდება მზღვევლის ბიუჯეტიდან. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, რომელსაც მზღვევლის ბიუჯეტში დაზღვეულები (მათ შორის, დაქირავებით მომუშავე პენსიონერები), დამზღვევები და თვითდამზღვევები იხდიან. 2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე დანიშნული სოციალური პენსიებისა და იმ პენსიების დაფინანსება, რომელთა ოდენობაც აღემატება 14 ლარს წარმოებს ცენტრალური ბიუჯეტიდან. 3. ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სადაზღვევო პენსიის სადაზღვევო ნაწილის დაფინანსების, ასევე ინდივიდუალურ ანგარიშზე სავალდებულო სადაზღვევო პენსიებზე მიმართული თანხების აღრიცხვის წესი განისაზღვრება „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ კანონით. 4. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის ფინანსური მდგრადობის მიზნით იქმნება სარეზერვო ანგარიში, რომელზედაც აღრიცხული სახსრების გამოყენება რეგულირდება მზღვევლის ბიუჯეტით. მიმდინარე წელს სარეზერვო ანგარიშის გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წელში და ამოღებას არ ექვემდებარება. საანგარიშო წლის შედეგების მიხედვით სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში პროფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში მისი დეპონირება ხდება  სარეზერვო ანგარიშზე.     მუხლი 28🔗. სავალდებულო სადაზღვევო პენსიების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების განაწილება 1. „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად მზღვევლის ბიუჯეტში შეტანილი სავალდებულო სოციალური დაზღვევის დარიცხვის ბაზის 8% მიიმართება სავალდებულო სადაზღვევო პენსიების სადაზღვევო ნაწილების დასაფინანსებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით სავალდებულო სადაზღვევო პენსიების სადაზღვევო ნაწილების დასაფინანსებლად დადგენილი საპროცენტო განაკვეთი შეიძლება პერიოდულად გაიზარდოს, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო გასაცემლების საფინანსო პარამეტრების შესრულებას. ამასთან, დაუშვებელია ამ განაკვეთების შემცირება მის არსებულ მნიშვნელობასთან შედარებით.     მუხლი 29🔗. დაზღვეული პირების საპენსიო უფლებათა კონვერტაცია (გარდაქმნა) 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიაზე გასული დაზღვეული პირისთვის ხორციელდება 2004 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საპენსიო უფლებების კონვერტაცია (გარდაქმნა) პირობით საპენსიო კაპიტალში შემდეგი ფორმულით: პირობ.საპ.კაპ.რეფ.წინ. = შრ.სტაჟი X სასტ.კოეფ. X საშ.ხელფ., სადაც: ა) პირობ.საპ.კაპ.რეფ.წინ. არის 2004 წლის 1 იანვრამდე დაზღვეულის მიერ დაგროვილი პირობითი საპენსიო კაპიტალის სიდიდე; ბ) შრ.სტაჟი არის 2004 წლის 1 იანვრამდე დაზღვეულის მიერ დაგროვილი შრომითი სტაჟი თვეებში; გ) სასტ.კოეფ.  არის სასტაჟო კოეფიციენტი, რომლის სიდიდე დაზღვეულის შრომითი სტაჟის ყოველი თვისათვის შეადგენს 0.08; დ) საშ.ხელფ. არის საქართველოში არსებული საშუალო თვიური ხელფასი ამ კანონის მიღების წინა 2003 წელს. 2. 2004 წლის 1 იანვრამდე დაზღვეულის მიერ დაგროვილი პირობითი საპენსიო კაპიტალი აღირიცხება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე და შემდგომში ამ საწყის თანხას ემატება სავალდებულო სადაზღვევო პენსიებზე მიმართული თანხები. ჯამური პირობითი საპენსიო კაპიტალის ვალორიზება ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 3. 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დაზღვეულის საპენსიო უფლებების კონვერტაცია (გარდაქმნა) წარმოებს მზღვევლის მიერ შესაბამისი პენსიის დანიშვნასთან ერთად. თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებები     მუხლი 30🔗. ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნა 1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე უფლების მქონე ქალთა წლოვანების დადგენა ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად: პენსიის დანიშვნის წელი მინიმალური ასაკი, რომელიც პენსიაზე უფლებას იძლევა პენსიის მიღების უფლება აქვთ შემდეგ თარიღამდე დაბადებულ ქალებს 2004 60 წელი და 6 თვე 1944 წლის 1 ივლისამდე 2005 61 წელი 1945 წლის 1 იანვრამდე 2006 61 წელი და 6 თვე 1945 წლის 1 ივლისამდე 2007 62 წელი 1946 წლის 1 იანვრამდე 2008 62 წელი და 6 თვე 1946 წლის 1 ივლისამდე 2009 63 წელი 1947 წლის 1 იანვრამდე 2010 63 წელი და 6 თვე 1947 წლის 1 ივლისამდე 2011 64 წელი 1948 წლის 1 იანვრამდე 2012 64 წელი და 6 თვე 1948 წლის 1 ივლისამდე 2013 და შემდეგ 65 წელი 1949 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ 2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე უფლების მქონე ქალთა წლოვანების დადგენა ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად: პენსიის დანიშვნის წელი მინიმალური ასაკი, რომელიც პენსიაზე უფლებას იძლევა პენსიის მიღების უფლება აქვთ შემდეგ თარიღამდე დაბადებულ ქალებს 2004 55 წელი და 6 თვე 1949 წლის 1 ივლისამდე 2005 56 წელი 1950 წლის 1 იანვრამდე 2006 56 წელი და 6 თვე 1950 წლის 1 ივლისამდე 2007 57 წელი 1951 წლის 1 იანვრამდე 2008 57 წელი და 6 თვე 1951 წლის 1 ივლისამდე 2009 58 წელი 1952 წლის 1 იანვრამდე 2010 58 წელი და 6 თვე 1952 წლის 1 ივლისამდე 2011 59 წელი 1953 წლის 1 იანვრამდე 2012 59 წელი და 6 თვე 1953 წლის 1 ივლისამდე 2013 და შემდეგ 60 წელი 1954 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ 3. პირებს, რომლებმაც ასაკით პენსიის მიღების უფლება მოიპოვეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე, მაგრამ აგრძელებენ ანაზღაურებად საქმიანობას, ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსია ამ კანონის თანახმად დაენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი სადაზღვევო სტაჟი, დაგროვილი 2004 წლის შემდეგ, შეადგენს სულ მცირე 2 წელს.     მუხლი 31🔗. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. 2004 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს კანონი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „შრომის და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“; ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ასაკით სავალდებულო სადაზღვევო პენსიის გაცემის მოსალოდნელი ხანგრძლივობის აქტუარული ცხრილის დამტკიცების შესახებ“; ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის და საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების წესების“ დამტკიცების თაობაზე.     მუხლი 32🔗. კანონის ძალაში შესვლა ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3191-სსმI,№33,31.12.2003 წ.,მუხ.246 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №907-სსმI,№42,31.12.2004 წ.,მუხ.233 საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2003 წლის 20 ივნისი. №2419–IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3191-სსმI,№33,31.12.2003 წ.,მუხ.246 2. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №907-სსმI,№42,31.12.2004 წ.,მუხ.233 3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2442-სსმI,№56, 28.12.2005წ., მუხ.390