„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5/25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331043, 12/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/25

2011 წლის 29 მარტი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე  

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ თვ ელოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

     მუხლი 1

შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები და დამატებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილების (სსმ, 08/10/2010) დანართ№1-ში„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახური“;

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაცი ული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, აგრეთვე უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი.“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება.“;

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს და ამოღებულ იქნ ე ს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             ი. საღინაძე