საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.11.1999
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №614
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58(65), 10/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 51.05pt 48.2pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №614
1999 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
„დიდი აბრეშუმის გზის“ პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე, უახლესი თანამგზავრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.
3. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
4. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელმა მდივანმა ჯ. ლომინაძემ საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს წინადადება თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ და მისი დებულება.
5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს - სახელმწიფო კანცელარიის უფროსს პ. მამრაძეს.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა:
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
სერგო ესაკია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი
თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი
გრიგორ კინტერაია – კომპანია „გრეამის“ (გერმანია) პრეზიდენტი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი
ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის მთავარი კოორდინატორი
ელგუჯა მეძმარიაშვილი – საქართველოს სპეციალური საინჟინრო-სახელმწიფო ცენტრის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი
როალდ საგდეევი – მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ ცენტრის დირექტორი, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი
ნუგზარ საჯაია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო თანამგზავრული ტექნოლოგიების დარგსა და მათი გამოყენების სფეროებში.
2. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
3. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო:
ა) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს თანამგზავრული ტექნოლოგიების დარგში და ამ ტექნოლოგიების გამოყენების სფეროებს: ტელემატიკა, ტელემედიცინა, დისტანციური სწავლება და სხვა;
ბ) კოორდინაციას უწევს კოსმოსური ტელეკომუნიკაციური საინფორმაციო სისტემის შექმნასა და მის ფუნქციონირებას შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და სამსახურებთან;
გ) კოორდინაციას უწევს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში;
დ) ახორციელებს საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების კონტროლს.
III. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს უფლებები
4. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს აქვს უფლება:
ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა და წინადადებების მომზადებისათვის;
ბ) მოისმინოს და დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფების ანგარიშები;
გ) მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირებისაგან, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისაგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
IV. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაცია
5. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.
6. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებს პასუხისმგებელი მდივანი.
V. დებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის წესი და საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა
7. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
8. საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო წყვეტს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.